„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110802001, 03/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016225
  • Word
422
02/08/2011
ვებგვერდი, 110802001, 03/08/2011
040030000.22.033.016225
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 422

2011 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.05, №83, მუხლი 910) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ახორციელებს საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) მოძრავი ქონების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) მოძრავი ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული მოძრავი ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო მოძრავი ქონების, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონლის (შემდგომში – ქონება) აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განადგურებას, განაწილებას და/ან  რეალიზაციას;.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე