,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 913
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.048
  • Word
913
31/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
040.030.000.22.033.014.048
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.048

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №913

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.05,  №83, მუხლი 910) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის საჯარო მომსახურეების, სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატების (გარდა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა და სტაჟიორთა) და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, თავისი ფუნქციების ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) განსახორციელებლად, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და მონიტორინგის, აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით და სამინისტროს სისტემაში ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება-დანერგვის პროცესში სათანადო ხელშეწყობის, არსებული საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობისთვის სათანადო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების, შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვისათვის.“.

2. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის საჯარო მომსახურეების, სტაჟიორების/სტაჟირების კანდიდატების (გარდა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა და სტაჟიორთა) და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, თავისი ფუნქციების ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) განსახორციელებლად, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და მონიტორინგის, აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით და სამინისტროს სისტემაში ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება-დანერგვის პროცესში სათანადო ხელშეწყობის, არსებული საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობისთვის სათანადო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების, შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვისათვის, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობისათვის.“.

3. მე-2 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების, შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვა.“;    

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:

,,ე) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება.“;

გ) მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასული ნივთების, სახელმწიფო საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ნივთების, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში ჩუქების გზით გადასული რეალიზაციას დაქვემდებარებული ნივთების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ნივთების, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული შესაბამისი ქონების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ნივთების, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული ნივთის, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ნივთის, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებული მერქნული რესურსების, გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მიღებული მერქნული რესურსების (შემდგომში – ქონება) აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განადგურებას, განაწილებას და/ან რეალიზაციას (გარდა ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონებისა);

დ) ,,გ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ4-გ8“ ქვეპუნქტები:

,,გ4) ითანხმებს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, ანიჭებს მათ რეგისტრაციის ნომერს ან უარს აცხადებს მათთვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭებაზე;

5) ითანხმებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ისეთი მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების საკითხს, რომელთაც საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვთ და რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში;

6) კონტროლს უწევს სამართალსუბიექტების მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადებას, შენახვასა და გამოყენებას;

7) ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციას;

8) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს და სამინისტროში წარადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტებს;“.

ე) ,,გ8“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ9-გ10“ ქვეპუნქტები:

,,გ9) განიხილავს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგად წესს და ამოწმებს მის შესაბამისობას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან;

10) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის განხილვის შემდეგ დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გატანაზე გადაწყვეტილების მისაღებად;“.

4. მე-4 მუხლის:

ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

ა.ა) ლოჯისტიკის, ადამიანური რესურსებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: შემოსავლების და ხარჯების დაგეგმვა და წლიური ხარჯთაღრიცხვების მომზადება, ფინანსური ანგარიშების მომზადება, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; სააგენტოს პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების ორგანიზაცია, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება, სარეალიზაციო ქონების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ა.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის, მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და წამახალისებელი გათამაშების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სახელმწიფო საკუთრებაში ქონების მიქცევის პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში; მკაცრი აღრიცხვის ფორმებს შეთანხმება, მათთვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭება ან მინიჭებაზე უარის თქმა; ისეთი მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფარგლებს გარეთ დამზადების საკითხის შესათანხმებლად მომზადება, რომელთაც საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვთ და რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში; სამართალსუბიექტების მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების, შენახვისა და გამოყენების კონტროლი; მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის განხორციელება; მკაცრი აღრიცხვის ფორმების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება სამინისტროში წარსადგენად;“;

ბ) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

ა.ა) ლოჯისტიკის, ადამიანური რესურსებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: შემოსავლების და ხარჯების დაგეგმვა და წლიური ხარჯთაღრიცხვების მომზადება, ფინანსური ანგარიშების მომზადება, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; ,,სააგენტოს“ პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების ორგანიზაცია, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ,,სააგენტოს“ ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება, სარეალიზაციო ქონების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ა.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის, მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და წამახალისებელი გათამაშების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სახელმწიფო საკუთრებაში ქონების მიქცევის პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში; მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმება, მათთვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭება ან მინიჭებაზე უარის თქმა; ისეთი მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფარგლებს გარეთ დამზადების საკითხის შესათანხმებლად მომზადება, რომელთაც საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვთ და რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში; სამართალსუბიექტების მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების, შენახვისა და გამოყენების კონტროლი; მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის განხორციელება; მკაცრი აღრიცხვის ფორმების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება სამინისტროში წარსადგენად; წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის განხილვა და მისი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება; წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის განხილვის შემდეგ დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვის მომზადება საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გატანაზე გადაწყვეტილების მისაღებად.“.

გ) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების სპეციალური რეესტრის წარმოება; სააგენტოზე გადაცემული ქონების მიღება, ტრანსპორტირება, საწყობებში განთავსების უზრუნველყოფა და ქონების ექსპერტიზისა და შეფასების ორგანიზება, განკარგვის ღონისძიებათა დაგეგმვა და კოორდინაცია; ქონების რეალიზაციის ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება; ქონების რეალიზაციისათვის აუქციონის, ფასთა კოტირებისა და პირდაპირი მიყიდვის ორგანიზება და განხორციელება; ქონების უსასყიდლოდ გადაცემის და/ან განადგურების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო პროცედურების დაცვით მათი განხორციელება; რეალიზებული და/ან უსასყიდლოდ გადაცემული ქონების საწყობიდან გაცემა, საწყობში ქონების მოძრაობის აღრიცხვა;

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“ ქვეპუნქტი:

,,დ1) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურიდან მიღებული შემოსავალი;“.

    მუხლი 2.

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების და მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები და მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 11 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი