„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 309
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016431
  • Word
309
02/08/2012
ვებგვერდი, 02/08/2012
040030000.22.033.016431
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №309

2012 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III , 15.07.05, №83, მუხლი 910) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ფინა სთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირის მიერ განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და მონიტორინგის, აღნიშნულ სფეროებ ში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობის მიზნით, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების, შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვისათვის.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა 1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირის მიერ მის სარგებლობაში გადაცემული და/ან ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვაზე გადაწვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების აღრიცხვ , შენახვ , შეფასება, განკარგვა (პრივატიზება, განაწილება, განადგურება) და/ან განადგურების ღონისძიებათა კოორდინაცია და აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა;“;

) მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახორციელებს საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) მოძრავი ქონების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) მოძრავი ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული მოძრავი ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო მოძრავი ქონების, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონლის, აგრეთვე, სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირის მიერ, მის სარგებლობაში გადაცემული და/ან ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვაზე გადაწვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტოსათვის გადაცემული მოძრავი ქონების (შემდგომში-ქონების) აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას და განკარგვას;“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ქონების განკარგვის სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისგან:

ბ.ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სპეციალური ელექტრონული რეესტრის წარმოება; სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მიღება, განკარგვის ღონისძიებათა დაგეგმვა და კოორდინაცია; სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციის ფორმებისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის თაობაზე წინადადებების მომზადება; რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის ორგანიზება და განხორციელება; უსასყიდლოდ გადაცემის და/ან განადგურების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო პროცედურების დაცვით მათი განხორციელება; რეალიზებული, ლიზინგის ფორმით გადასაცემი და/ან უსასყიდლოდ გადაცემული ქონების გაცემა, საწყობში ქონების მოძრაობის აღრიცხვა (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგიონული სამმართველოების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა);

ბ.ბ) განსაკარგავად გადაცემული ქონების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირის მიერ, მის სარგებლობაში გადაცემული და/ან ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვაზე გადაწვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების ელექტრონული რეესტრის წარმოება, აღნიშნული ქონების მიღება, განკარგვის ღონისძიებათა დაგეგმვა და კოორდინაცია; პრივატიზების ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება; პრივატიზების ორგანიზება და განხორციელება; განსაკარგავად გადაცემული ქონების უსასყიდლოდ გადაცემის და/ან განადგურების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო პროცედურების დაცვით მათი განხორციელება; პრივატიზებული, ან უსასყიდლოდ გადაცემული ქონების გაცემა, საწყობში ამ ქონების მოძრაობის აღრიცხვა (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგიონული სამმართველოების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა);“ ;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მარკეტინგისა და ინოვაციების სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სარეალიზაციო, საპრივატიზებო და/ან ლიზინგის ფორმით გადასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის საშუალებით რეალიზაციის, პრივატიზების, ლიზინგის ფორმით გადაცემის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაცია; სააგენტოს ინტეგრირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების კოორდინაცია; ახალი პროგრამული პროდუქტების ტესტირება; შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის ღონისძიებათა დაგეგმვა; სააგენტოს ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა; მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სააგენტოს მუშაობის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება; სააგენტოს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება; ახალი პროდუქტების დანერგვის ორგანიზება; დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობა;“ ;

გ) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ.ბ) ქონების განკარგვის ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება;“;

დ) „ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქონების შეფასების სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია ქონების შეფასება, საბაზრო ღირებულების დადგენა; ქონების რეალიზაციის/პრივატიზების საწყისი სარეალიზაციო/ საპრივატიზებო ფასის განსაზღვრისას, ქონების სახელმწიფოსათვის ან სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემამდე არსებული შეფასების, საექსპერტო/აუდიტორული დასკვნების გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე წინადადებების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში, სხვა საექსპერტო დაწესებულებისათვის (ექსპერტისათვის) ან/და აუდიტური ფირმისათვის (აუდიტორისათვის) ქონების ექსპერტიზისა და შეფასებისათვის მიმართვა.“.

  მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

. გვინდაძე