დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ „საფინანსო სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1141 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 144, 16/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.033.010.959 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.010.959
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1141
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საფინანსო სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საფინანსო სააგენტოს“ დებულებაში (სსმ III, 15.07.05, №83, მუხ. 910) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასული მოძრავი ნივთების, სახელმწიფო საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო მოძრავი ნივთების, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში ჩუქების გზით გადასული რეალიზაციას დაქვემდებარებული მოძრავი ნივთების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთების, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული მოძრავი ნივთის, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა მოძრავი ნივთის, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებული მერქნული რესურსების, გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მიღებული მერქნული რესურსების (შემდგომში – ქონება) აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განადგურებას, განაწილებას და/ან რელიზაციას (გარდა ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,სახელმწიფო ქონებისა“);“.
ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები
სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია შემოსავლების და ხარჯების დაგეგმვა და წლიური ხარჯთაღრიცხვების მომზადება, ფინანსური ანგარიშების მომზადება, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; ,,სააგენტოს“ მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სახელმწიფო საკუთრებაში ქონების მიქცევის პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე ,,სააგენტოს“ წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში; ,,სააგენტოს“ პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების ორგანიზაცია, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ,,სააგენტოს“ ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება, სარეალიზაციო ქონების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) კომერციული სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების სპეციალური რეესტრის წარმოება; ,,სააგენტოზე“ გადაცემული ქონების მიღება, ტრანსპორტირება, საწყობებში განთავსების უზრუნველყოფა და ქონების ექსპერტიზისა და შეფასების ორგანიზება, განკარგვის ღონისძიებათა დაგეგმვა და კოორდინაცია; ქონების რეალიზაციის ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება; ქონების რეალიზაციისათვის აუქციონის, ფასთა კოტირებისა და პირდაპირი მიყიდვის ორგანიზება და განხორციელება; ქონების უსასყიდლოდ გადაცემის და/ან განადგურების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო პროცედურების დაცვით მათი განხორციელება; რეალიზებული და/ან უსასყიდლოდ გადაცემული ქონების საწყობიდან გაცემა, საწყობში ქონების მოძრაობის აღრიცხვა.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები