საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1536
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/07/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკა, , 05/08/1998
სარეგისტრაციო კოდი 010.040.000.05.001.000.406
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1536
17/07/1998
საქართველოს რესპუბლიკა, , 05/08/1998
010.040.000.05.001.000.406
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (05/08/1998 - 09/06/1999)

საქართველოს კანონი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობიდან გამომდინარე, ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო საზღვრის სტატუსს, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დადგენასა და დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს საქართველოს ხმელეთზე, შიდა და ტერიტორიულ წყლებში (ტერიტორიულ ზღვაში), საჰაერო სივრცეში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე.

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი შედგება ყოფილი სსრკ- ის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრისა და ყოფილი სსრკ- ის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული სახელმწიფო საზღვრისაგან, რომელიც განსაზღვრავდა ყოფილი სსრკ- ის სახელმწიფო საზღვარს საქართველოს ნაწილში.

2. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

3. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და ამ კანონის შესაბამისად.

მუხლი 2. ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ხაზი და ამ ხაზის გასწვრივ გამავალი ვერტიკალური სიბრტყე, რომელიც საქართველოს ტერიტორიას - ხმელეთს, წყალს, წიაღს, საჰაერო სივრცეს გამოყოფს მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიისაგან;

) სახელმწიფო საზღვრის დაცვა სამართლებრივ- პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო- ოპერატიული, ოპერატიულ- სამძებრო, საინჟინრო- ტექნიკური, სარეჟიმო, ორგანიზაციული, ეკოლოგიური, სანიტარიული და სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობას, სასაზღვრო ზონაში, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დადგენილი წესების შესრულებასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას;

) სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესი; საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა სამხედრო და არასამხედრო გემების საქართველოს შიდა წყლებში, პორტებსა და ტერიტორიულ წყლებში ყოფნისა და ცურვის წესები, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე სარეწი და სხვა საქმიანობის, სხვადასხვა სამუშაოთა წარმოების წესები;

) სასაზღვრო ზონა სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი არა უმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის ( აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საერთაშორისო სამდინარო და საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი;

) სასაზღვრო ზოლი არა უმეტეს 500 მეტრის სიგანის სასაზღვრო ზონის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ემიჯნება სახელმწიფო საზღვარს;

) საჰაერო სივრცე - საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის ვერტიკალურად მდებარე საჰაერო სივრცე ( ატმოსფერო), რომელზედაც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ვრცელდება საქართველოს სუვერენიტეტი;

) საჰაერო ხომალდი ძრავიანი ან უძრავო საფრენი აპარატი;

) საჰაერო მიმოსვლა ორ სახელმწიფოს შორის ( რომელთაგან ერთი საქართველოა) საჰაერო ხომალდით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა;

) სასაზღვრო გამტარი პუნქტი საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის ( აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;

) კარანტინი ადამიანების, ცხოველების, ტვირთის, სათესლე და სარგავი მასალის, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სხვა პროდუქტების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილების დროებითი შეზღუდვა;

) სახელმწიფო საზღვრის ფიზიკური და ტექნიკური დაცვა სახელმწიფო საზღვრისა და მისი ტექნიკური აღჭურვილობის ( შენობა- ნაგებობების, სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და სხვა ობიექტების) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა;

) პორტი ზღვის სანაპიროს მონაკვეთი და მიმდებარე წყლის სივრცე, რომელიც აღჭურვილია სანაოსნო საშუალებების შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის, სატვირთო და სხვა სამუშაოთა ჩასატარებლად საჭირო მუდმივი მოწყობილობებითა და ჰიდროტექნიკური ნაგებობებით და რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია;

) სამხედრო გემი რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი ნებისმიერი სანაოსნო საშუალება, რომელსაც მეთაურობს ამ სახელმწიფოს საზღვაო- სანაოსნო ოფიცერთა სიაში ან სხვა ამგვარ დოკუმენტში შეტანილი სამხედრო სამსახურის ოფიცერი და რომელსაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოებრივი კუთვნილების აღმნიშვნელი განმასხვავებელი ნიშნები და უნდა ჰყავდეს სამხედრო დისციპლინისადმი დაქვემდებარებული ეკიპაჟი;

) სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს ნებისმიერი სახელმწიფოს სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო- კვლევითი ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობისათვის;

) ატომური გემი ნებისმიერი სანაოსნო საშუალება, რომელიც აღჭურვილია ატომური ენერგეტიკული დანადგარით ან შეიარაღებულია ატომური იარაღით, ანდა რომელსაც გადააქვს ბირთვული ან სხვა მომწამვლელი ნივთიერება;

) გემის შემოწმება სანავიგაციო და სანაოსნო საშუალების, აგრეთვე ეკიპაჟის წევრების, მგზავრებისა და ტვირთის დოკუმენტების, აუცილებლობის შემთხვევაში კი გემის სათავსების შემოწმება;

) სასაზღვრო ინციდენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო ფორმირებებს შორის ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის კონფლიქტი, რომელიც შეიძლება შეიარაღებული ხასიათისა იყოს.

მუხლი 3. საქართველოს შიდა წყლები

საქართველოს შიდა წყლებს მიეკუთვნება:

) მდინარეების, ტბებისა და სხვა წყალსატევების წყლები, რომელთა ნაპირები მთლიანად საქართველოს ეკუთვნის;

) შავი ზღვის წყლები ხმელეთსა და ტერიტორიული წყლების ასათვლელად დადგენილ სწორ ამოსავალ ხაზებს შორის;

) საქართველოს პორტის წყლები, რომლებიც შემოსაზღვრულია ზღვის მხარეს პორტის ჰიდროტექნიკური ან მისი სხვა მუდმივი ნაგებობის უკიდურეს წერტილებზე გამავალი ხაზით.

 

მუხლი 4. საქართველოს ტერიტორიული წყლები (ტერიტორიული ზღვა)

1. საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ( ტერიტორიულ ზღვას) მიეკუთვნება შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და რომელიც აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს ტერიტორიული წყლების ( ტერიტორიული ზღვის) სიგანე შეიძლება დადგინდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ხოლო ასეთის არარსებობისას საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.

მუხლი 5. საქართველოს ტერიტორიული წყლების მიმდებარე ზონა

1. საქართველოს ტერიტორიაზე ან ტერიტორიულ წყლებში საბაჟო, ფისკალური, საიმიგრაციო ან სანიტარიული კანონმდებლობისა და წესების დარღვევის აღკვეთის მიზნით დგინდება მიმდებარე ზონა, რომელიც არის 12 საზღვაო მილის სიგანის ზღვის ზოლი და ღია ზღვის მხრიდან ესაზღვრება ტერიტორიულ წყლებს.

2. მიმდებარე ზონა ვრცელდება არა უმეტეს 24 საზღვაო მილის მანძილზე იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომლებიდანაც ხდება ტერიტორიული წყლების ათვლა.

მუხლი 6. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა

განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა არის საზღვაო სივრცე, რომელიც აითვლება იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომლებიდანაც ხდება ტერიტორიული წყლების ათვლა და რომელთა სიგანეც არ აღემატება 200 საზღვაო მილს.

მუხლი 7. საქართველოს კონტინენტური შელფი

1. კონტინენტური შელფი არის ზღვის ფსკერი, რომელიც ვრცელდება სახმელეთო ტერიტორიის მთელ ბუნებრივ სიგრძეზე ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვრამდე 200 საზღვაო მილის მანძილზე ან ვრცელდება არა უმეტეს 200 საზღვაო მილის მანძილზე იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომლებიდანაც ხდება ტერიტორიული წყლების ათვლა, თუ ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვარი არ ვრცელდება ამ მანძილზე.

2. ცალკეულ შემთხვევებში კონტინენტური შელფის გარე საზღვარი დგინდება მოსაზღვრე ან მოპირდაპირე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.

მუხლი 8. საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს სახელმწიფო

საზღვრის შესახებ

��

1. საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

2. ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესს შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 9. საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკა

1. საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკას, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.

2. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.

3. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველსაყოფად და კონტროლს უწევს მათ შესრულებას.

4. საქართველო სახელმწიფო საზღვრის დადგენისას, სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებით სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობათა რეგულირებისას სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისო მიმოსვლის სამართლებრივი მოწესრიგებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

) საქართველოსა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

) ურთიერთხელსაყრელი და ყოველმხრივი თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოებთან;

) სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვა;

) სასაზღვრო დავის მშვიდობიანი გადაწყვეტა.

5. საქართველო მოსაზღვრე სახელმწიფოებთან სასაზღვრო საკითხებს წყვეტს ურთიერთმეგობრობისა და კეთილმეზობლობის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

6. თუ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მოსაზღვრე სახელმწიფოსთან გაფორმებული არ არის საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, მისი დადგენა, საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ხდება ამ მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.

მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დადგენა

1. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დგინდება:

) ხმელეთზე რელიეფის დამახასიათებელი წერტილებისა და ხაზების ან თვალსაჩინო ორიენტირების მეშვეობით;

) ზღვაზე საქართველოს ტერიტორიული წყლებისა და მათი მიმდებარე ზონის მიხედვით;

) სანაოსნო მდინარეზე მთავარი ფარვატერის ან ტალვეგის შუაში;

) არასანაოსნო მდინარეზე ან ნაკადულზე შესაბამისად მდინარის ან ნაკადულის ანდა მისი მთავარი ტოტის შუაში;

) ტბაზე, ხელოვნურ წყალსატევსა და წყალსაცავზე სწორ ხაზზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ტბაზე, ხელოვნურ წყალსატევსა და წყალსაცავზე გავლის წერტილებს ერთმანეთთან აერთებს;

) ხელოვნურ წყალსატევზე ან წყალსაცავზე მის შევსებამდე არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზის შესაბამისად;

) სასაზღვრო ზოლში მდებარე სარკინიგზო და ავტოსაგზაო ხიდებზე, კაშხლებსა და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე მათი გეგმის განივი ღერძის ან ნაგებობის შუაში, მიუხედავად იმისა, თუ სად გადის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი წყალზე.

2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მდინარეზე, არხზე, ნაკადულზე, ტბაზე, ხელოვნურ წყალსატევზე ან წყალსაცავზე გამავალი სახელმწიფო საზღვარი არ შეიძლება გადაადგილდეს არც მათი ნაპირების მოხაზულობისა და წყლის დონის ცვლილების, არც მდინარის, ნაკადულის ან არხის კალაპოტის ამა თუ იმ მხარეს გადახრის შემთხვევაში.

მუხლი 11. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აღნიშვნა

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ადგილზე აღინიშნება თვალსაჩინო სასაზღვრო ნიშნებით, რომელთა ფორმას, ზომას და განლაგების თანამიმდევრობას განსაზღვრავს ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი�.

თავი II

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი

მუხლი 12. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი ადგენს:

) პირისა და ტრანსპორტის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის და მათი შემოწმების წესს;

) სახელმწიფო საზღვარზე პირის გადაადგილების, ქონების, ნივთების, ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ქვების, ფასიანი ქაღალდების გადატანის, ცხოველთა გადაყვანის წესს;

) სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ტრანსპორტის შესვლის, ყოფნისა და იქიდან გამოსვლის, საქონლის შემოტანა- გატანის წესს;

) საქართველოს შიდა წყლებში, პორტებსა და ტერიტორიულ წყლებში საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების სანაოსნო საშუალებათა შესვლის, გადაადგილებისა და ყოფნის, აგრეთვე იქიდან გამოსვლის წესს;

) საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდისა და სხვა საფრენი აპარატების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესს;

) სახელმწიფო საზღვარზე სარეწი და სხვა საქმიანობის, სხვადასხვა სამუშაოთა წარმოების წესს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

 

მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სარკინიგზო, საავტომობილო, საზღვაო, სამდინარო და საჰაერო მიმოსვლა ხდება იმ სასაზღვრო გამტარი პუნქტების მეშვეობით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

2. სასაზღვრო გამტარი პუნქტის თავზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა.

3. ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი განსაზღვრავს სასაზღვრო გამტარი პუნქტების საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნის წესს.

4. სასაზღვრო გამტარი პუნქტების ფარგლებს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებით ადგენს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

5. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საჰაერო ხომალდის გადაფრენა საჰაერო დერეფნის გაუვლელად დაიშვება მხოლოდ საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის ნებართვით. ნებართვის გაცემისა და გადაფრენის პირობებს განსაზღვრავს ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი�.

მუხლი 14. კონტროლი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის

�� გადაკვეთისას

1. პირი, ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გადის სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს. საიმიგრაციო, სანიტარიულ- საკარანტინო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული, აგრეთვე კულტურულ და მხატვრულ ფასეულობათა გადატანისა და სხვა სახის კონტროლი ხორციელდება ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით დადგენილ შემთხვევებში.

�2. საზღვარგარეთიდან მომავალი, აგრეთვე საქართველოდან მიმავალი სანაოსნო საშუალების კაპიტანს, საჰაერო ხომალდის მეთაურს, მატარებლის უფროსს, ავტოტრანსპორტის მძღოლს მისი ტრანსპორტით პირთა უკანონოდ შემოყვანა- გაყვანისათვის, აკრძალული ტვირთის გადაზიდვა- გადმოზიდვისათვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საზღვარგარეთიდან მომავალი ტრანსპორტის შემოწმება ხდება მფლობელის ( მისი წარმომადგენლის) და/ ან ამ ტრანსპორტის მომსახურე პერსონალის თანდასწრებით. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აუცილებლობის შემთხვევაში ტრანსპორტის მფლობელი ( მისი წარმომადგენელი) ვალდებულია მესაზღვრეებს შესამოწმებლად წარუდგინოს ტრანსპორტი, მისცეს მათ შესაძლებლობა გახსნან დალუქული ვაგონი, ავტომობილი, კონტეინერი, წყლის და საჰაერო ტრანსპორტის სხვა სათავსები.

მუხლი 15. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის, ტრანსპორტის,

ცხოველის, ტვირთისა და სხვა ქონების გატარება

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის, ტრანსპორტის, ტვირთის, ცხოველისა და სხვა ქონების გატარება ხდება სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით და გულისხმობს პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, სახელმწიფო საზღვარზე ტრანსპორტის გადაადგილების, ცხოველის გადაყვანის, ტვირთისა და სხვა ქონების გადატანის კანონიერების ცნობას.

2. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეეები გაატარებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ტრანსპორტზე, ცხოველზე, ტვირთსა და სხვა ქონებაზე სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ტრანსპორტის, ცხოველის, ტვირთისა და სხვა ქონების გატარება ხდება ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.

მუხლი 16. სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ტრანსპორტის

�� შესვლის, ყოფნისა და იქიდან გამოსვლის, აგრეთვე საქონლის შემოტანა-

გატანის წესი

სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ტრანსპორტის შესვლის, ყოფნისა და იქიდან გამოსვლის, საქონლის შემოტანა- გატანის წესი დგინდება ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით�, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

მუხლი 17. საჰაერო ხომალდის აფრენა და დაფრენა

1. საქართველოს ტერიტორიიდან აფრენა, აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლის შემდეგ მიწაზე დაფრენა იმ საჰაერო ხომალდისა, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უნდა გადაკვეთოს, ხდება საერთაშორისო ფრენისათვის განკუთვნილ აეროპორტში ( აეროდრომზე), სადაც არის სასაზღვრო გამტარი პუნქტი, საბაჟო დაწესებულება და სხვა შესაბამისი სამსახურები.

2. საჰაერო ხომალდის აფრენა და დაფრენა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული წესით დაიშვება მხოლოდ საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის ნებართვით, რომლის გაცემის პირობებსა და წესს ადგენს ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი�.

3. საჰაერო ხომალდს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას და საქართველოს საჰაერო სივრცეში სატრანზიტო გადაფრენისას ეკრძალება:

) ისეთ აეროპორტში ( აეროდრომზე) დაფრენა ან ისეთი აეროპორტიდან ( აეროდრომიდან) აფრენა, რომელიც არ არის გახსნილი საერთაშორისო მიმოსვლისათვის;

) ფრენა აკრძალულ რაიონებში, რის შესახებაც დადგენილი წესით საყოველთაოდ არის გამოცხადებული;

) საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აკრძალული სხვა საქმიანობა.

4. უცხო სახელმწიფოს სამხედრო საჰაერო ხომალდის შემოსვლა საქართველოს საჰაერო სივრცეში ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე მიიჩნევა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად, რის აღსაკვეთადაც საქართველო მიიღებს საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრულ ზომებს.

მუხლი 18. საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში უცხო სახელმწიფოს

არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების შემოსვლის წესი

1. უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემის შემოსვლა საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე მიიჩნევა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად, რის აღსაკვეთადაც საქართველო მიიღებს საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრულ ზომებს.

2. უცხო სახელმწიფოს არასამხედრო და სამხედრო გემები საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში შეიძლება შემოვიდნენ, თუ პორტები ღიაა ასეთი გემების შემოსვლისათვის. ღია პორტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სანაოსნო საშუალებათა შემოსვლის, ყოფნის, სატვირთო და სამგზავრო ოპერაციების ჩატარების, ნაპირთან კავშირის, ეკიპაჟის წევრთა ნაპირზე ჩამოსვლის და სხვა წესები დგინდება სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით�.

3. უცხო სახელმწიფოს სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს, საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინაშე შემოსვლამდე არა უგვიანეს 14 დღისა. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს გემის სახელწოდება, ტიპი, ბორტზე მყოფ მგზავრთა სია და სხვა მონაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით�. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის გადაწყვეტილებას აცნობებს გემის მფლობელს ( მის წარმომადგენელს) შემოსვლამდე არა უგვიანეს 7 დღისა. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც ახორციელებენ სამაშველო ან ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო სამუშაოებს.

4. უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემი საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე შემოსვლამდე არა უგვიანეს ერთი თვისა. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო ერთი კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს პრეზიდენტს. პრეზიდენტი გადაწყვეტილებას იღებს 2 კვირის ვადაში.

5. უცხო სახელმწიფოს ატომური გემის საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად გემის მფლობელი ქვეყანა შემოსვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო ერთი კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს პრეზიდენტს. ამ ქვეყანას თანხმობის ან უარის შესახებ ეცნობება შემოსვლამდე არა უგვიანეს 14 დღისა.

მუხლი 19. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლა

1. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გემებისათვის მშვიდობიანი გავლა ნებადართულია.

2. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გავლად ითვლება ტერიტორიული წყლების შეუჩერებლად და სათანადო სისწრაფით გადაკვეთა საქართველოს შიდა წყლებში შეუსვლელად ანდა საქართველოს შიდა წყლებსა და პორტებში შესვლა ან იქიდან გამოსვლა ღია ზღვაში გასვლის მიზნით.

3. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლისას გემს ეკრძალება:

) ნაოსნობისათვის აკრძალულ იმ რაიონებში შესვლა, რომელთა შესახებაც ცნობები დადგენილი წესით საყოველთაოდ არის გამოცხადებული;

) გაჩერება, ადამიანების გადმოსხდომა ( ჩასხდომა), ტვირთებისა და ცხოველების გადმოტვირთვა ( ჩატვირთვა), აგრეთვე სანაოსნო საშუალებათა წყალში ჩაშვება, საფრენი აპარატების გემიდან აფრენა და გემზე მიღება, სარეწი და კვლევითი საქმიანობა საამისოდ აკრძალულ ადგილებში ან დაშვებულ ადგილებში, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნებართვის გარეშე;

) ისეთი საქმიანობა, რომელიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით;

) საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძალის გამოყენება, ძალის გამოყენების მუქარა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით აღიარებულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს;

) მანევრები ან სამხედრო სწავლება იარაღის გამოყენებით;

) ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის შეგროვებას საქართველოს უშიშროებისა და თავდაცვის საზიანოდ;

) პროპაგანდის ნებისმიერი აქტი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს თავდაცვასა და უშიშროებას;

) ნებისმიერი სამხედრო აღჭურვილობის გემზე მიღება ან გემიდან მოხსნა, სამხედრო საფრენი საშუალების გემიდან აფრენა ან გემზე მიღება;

) ზღვის განზრახ, მნიშვნელოვნად დაბინძურება;

) ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებული არ არის გემის გავლასთან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის �ა�, �ბ� და �გ� ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანთა გადასარჩენად წარმოებულ სამაშველო სამუშაოებში.

5. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლის დროს უცხო სახელმწიფოს გემზე ან სპეციალური დანიშნულების გემზე, რომელიც ასრულებს სახელმწიფო დავალებას, საბორტო იარაღი უნდა იყოს გადასატანად გათვალისწინებულ მდგომარეობაში, საგანგებო შალითაში, ხოლო თევზჭერის საშუალება და სხვა აღჭურვილობა მოთავსებული უნდა იყოს შესანახად განკუთვნილ ადგილზე.

6. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში წყალქვეშა ნავი და სხვა წყალქვეშა საშუალება უნდა გადაადგილდეს წყალზედა მდგომარეობაში და უნდა აღმართოს თავისი ალამი.

7. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სადაც დადგენილია სანავიგაციო გზები და მოძრაობის გამიჯვნის სქემები, უცხო სახელმწიფოს გემი უნდა გადაადგილდეს აღნიშნული გზით და მოძრაობისას უნდა ისარგებლოს ამ სქემებით. სანავიგაციო გზებსა და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს, მათ კოორდინატებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

8. საქართველოს სასიცოცხლო და სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს შეზღუდოს ან აკრძალოს უცხო სახელმწიფოს ატომური, სამხედრო ან არასამხედრო გემის შემოსვლა და ყოფნა საქართველოს ტერიტორიული და შიდა წყლების რომელიმე რაიონში.

მუხლი 20. უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური

გემების მიერ ნავიგაციის და სხვა წესების დაცვის

ვალდებულებანი

1. საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში შემოსვლისა და ყოფნის დროს უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემები ვალდებულნი არიან დაიცვან რადიოკავშირის, ნავიგაციის, საპორტო, საბაჟო და სანიტარიული წესები, აგრეთვე ამ კანონითა და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2. საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში იძულებითი შემოსვლისა და ყოფნის ან ცურვის წესების იძულებითი დარღვევის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემები ვალდებულნი არიან ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს უახლოესი პორტის ადმინისტრაციას.

3. თუ უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემი არ აცნობებს საქართველოს უახლოესი პორტის ადმინისტრაციას საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში იძულებითი შემოსვლისა და ყოფნის ან ცურვის წესების იძულებითი დარღვევის თაობაზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებთან ერთად დროებით აკავებს ამ გემს აღნიშნული წესების დარღვევის გამომწვევ გარემოებათა შესამოწმებლად. თუ აღმოჩნდა, რომ გემის მიერ საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში შემოსვლის, ყოფნის ან ცურვის წესების დარღვევას არა აქვს გამამართლებელი საფუძველი, მის მიმართ გამოიყენება ამ კანონის 36-, 37- და 38- მუხლებით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები.

4. თუ უცხო სახელმწიფოს სამხედრო ან ატომური გემი არ აცნობებს საქართველოს უახლოესი პორტის ადმინისტრაციას საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში იძულებითი შემოსვლისა და ყოფნის ან ცურვის წესების იძულებითი დარღვევის თაობაზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებთან ერთად დროებით აკავებს ამ გემს აღნიშნული წესების დარღვევის გამომწვევ გარემოებათა შესამოწმებლად. თუ არ არსებობს საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში უცხო სახელმწიფოს სამხედრო ან ატომური გემის იძულებითი შემოსვლის გამომწვევი გარემოებები და ასეთი შემოსვლა მიზნად ისახავდა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ქმედებებს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალები ან საჭიროების შემთხვევაში მათი მოწვევით საქართველოს სამხედრო- საზღვაო ძალები აკავებენ სამხედრო ან ატომურ გემს და საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოები დიპლომატიური არხებით აწარმოებენ მოლაპარაკებას გემის მფლობელ ქვეყანასთან.

მუხლი 21. საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში სხვა

სახელმწიფოს გემისათვის სარეწი, კვლევითი და

ჰიდროგრაფიული საქმიანობის აკრძალვა

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში უცხო სახელმწიფოს გემს ეკრძალება სარეწი, კვლევითი და ჰიდროგრაფიული საქმიანობა.

მუხლი 22. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სამეურნეო

საქმიანობის წესი

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში ნაოსნობა, წყალზე მოწყობილი ობიექტებით სარგებლობა ან წყლის სხვაგვარად გამოყენება, ჰიდრონაგებობების მოწყობა და სხვა სამუშაოების ჩატარება, აგრეთვე მიწისა და ტყის გამოყენება, სამთო საქმის წარმოება, გეოლოგიურ- საძიებო, სარეწი და სხვა სამეურნეო საქმიანობა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

მუხლი 23. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიმოსვლის

დროებითი შეწყვეტა. კარანტინი

საქართველოს ან მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საშიშ ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საფრთხის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში შეიძლება დროებით შეწყდეს მიმოსვლა ან შემოღებულ იქნეს კარანტინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთთათვის.

მუხლი 24. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევად ჩაითვლება:

) პირი ან ტრანსპორტი, რომელმაც გადაკვეთა ან ცდილობდა გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გაუვლელად ანდა სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, მაგრამ მისი გადაკვეთისათვის დადგენილი წესების დარღვევით, თუ მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის საზღვარზე თავისუფალი მიმოსვლის წესი;

) უცხო სახელმწიფოს არასამხედრო ან სამხედრო გემი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში შემოსვლისას დაარღვია ამ კანონით დადგენილი წესები;

) საჰაერო ხომალდი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა შესაბამისი ნებართვის გარეშე ან დაარღვია საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაფრენის წესი.

თავი III

სასაზღვრო რეჟიმი

მუხლი 25. სასაზღვრო ზონა და სასაზღვრო ზოლი

1. სასაზღვრო ზონა, როგორც წესი, დგინდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რაიონის, ქალაქის, სოფლის, თემის, დაბის ტერიტორიის ფარგლებში, ადგილობრივ თავისებურებათა გათვალისწინებით. სასაზღვრო ზონაში ( სადაც ის დგინდება) შედის საქართველოს შიდა წყლების ნაწილი და ამ წყლებში მდებარე კუნძულები.

2. სასაზღვრო ზოლი დგინდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ხმელეთზე ან საზღვარზე გამავალი ზღვის, მდინარის, ტბის, წყალსატევის ნაპირების გასწვრივ.

3. ამ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლს საქართველოს უშიშროების საბჭოს წარდგინებით ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

4. სასაზღვრო ზოლის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა. ამ მონაკვეთზე ისტორიული და მატერიალური კულტურის ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას იცავენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უშუალო მონაწილეობით.

5. სასაზღვრო ზოლში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მის მოვლასთან, სასაზღვრო ნიშნების შემოწმებასთან და სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არის გათვალისწინებული. ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს სასაზღვრო ზოლში დაუშვას გარკვეული სახის სამეურნეო საქმიანობა.

6. სასაზღვრო ზოლის რეჟიმი არ ვრცელდება დასახლებულ პუნქტებზე. მოსახლეობის დასვენების ადგილებში სასაზღვრო ზოლის რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სპეციალურად დადგენილ ტერიტორიაზე.

მუხლი 26. სასაზღვრო რეჟიმი

1. ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი ადგენს სასაზღვრო რეჟიმს სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში. სასაზღვრო რეჟიმი ამ კანონის შესაბამისად აზუსტებს სამუშაოთა წარმოების, პირთა შესვლის, დროებით ყოფნისა და გადაადგილების, აგრეთვე ნავმისადგომებში, პორტებსა და ბაზირების სხვა პუნქტებში, საქართველოს შიდა წყლებში არასამხედრო და სამხედრო გემების აღრიცხვის, ყოფნისა და ცურვის წესებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ნავმისადგომებში, პორტებსა და ბაზირების სხვა პუნქტებში, საქართველოს შიდა წყლებში არასამხედრო და სამხედრო გემების აღრიცხვის, ყოფნისა და ცურვის წესები ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რაიონების ტერიტორიაზედაც, სადაც სასაზღვრო ზონა დადგენილი არ არის.

მუხლი 27. სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში პირისა და

ტრანსპორტის შესვლა, დროებით ყოფნა და გადაადგილება

1. სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში პირისა და ტრანსპორტის შესვლა, დროებით ყოფნა და გადაადგილება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ტრანსპორტზე სათანადო დოკუმენტების წარდგენისას.

2. სასაზღვრო ზოლში პირისა და ტრანსპორტის შესვლის ადგილი და დრო, გადაადგილების მარშრუტი, აგრეთვე მათი ყოფნის სხვა პირობები დგინდება ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით�.

მუხლი 28. სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-

კვლევითი საქმიანობა

1. სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობისათვის დაცული უნდა იყოს ამ კანონის 26- და 27- მუხლების მოთხოვნები. პირმა, რომელიც აპირებს ასეთ საქმიანობას, ამის შესახებ უნდა შეატყობინოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის ხასიათი, ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ადგილი, დრო და ხანგრძლივობა, მონაწილეთა რაოდენობა და პასუხისმგებელი პირი.

2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს უფლება აქვს ამ კანონის 33- მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების დასკვნის საფუძველზე აუკრძალოს პირს სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობა, თუ ასეთი საქმიანობისას აღმოჩნდება, რომ მან შეტყობინებაში მიუთითა არასწორი მონაცემები და სამუშაოთა წარმოება ზიანს აყენებს გარემოს ან ადამიანთა ჯანმრთელობას.
მუხლი
29. სასაზღვრო ზონაში მდებარე საქართველოს შიდა წყლებში,

პორტებსა და ბაზირების სხვა პუნქტებში არასამხედრო,

სამხედრო და ატომური გემების აღრიცხვის, ყოფნისა

და ცურვის წესები

სასაზღვრო ზონაში მდებარე საქართველოს შიდა წყლებში, პორტებსა და ბაზირების სხვა პუნქტებში არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების აღრიცხვის, ყოფნისა და ცურვის წესებს ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად კონტროლს უწევს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

 

მუხლი 30. სასაზღვრო რეჟიმი საქართველოს სახელმწიფო

საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში

1. სასაზღვრო რეჟიმი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ნებისმიერი პირისა და ყველა სახის ტრანსპორტის შემოსვლა- გადაადგილება, აგრეთვე სხვა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია პირის, ტრანსპორტის, ტვირთისა და სხვა ქონების გადაადგილებასთან, საზღვრისპირა სარკინიგზო და საავტომობილო სადგურის, საზღვაო პორტის, აეროპორტის ( აეროდრომის) ტერიტორიის ფარგლებში განისაზღვრება ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით�.

2. სასაზღვრო რეჟიმს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად ადგენს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი საბაჟო კონტროლის ორგანოებთან შეთანხმებით. იმ ადგილებსა და შენობებში, სადაც ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი, დგინდება დამატებითი სარეჟიმო წესები, რომლებიც არეგულირებს საზღვარგარეთიდან მომავალ პირთა და ტრანსპორტის კონტროლს და მომსახურე პერსონალის დაშვების პრინციპებს.

3. საერთაშორისო მიმოსვლისათვის განკუთვნილ გზებზე წესდება და ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შენდება და იხსნება სასაზღვრო გამტარი პუნქტები.

თავი IV

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა

მუხლი 31. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ამოცანები

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ამოცანებია:

) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფიზიკური და ტექნიკური დაცვა;

) სასაზღვრო, საბაჟო, საკარანტინო, საავტომობილო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი;

) სასაზღვრო ინციდენტებისა და მოსაზღვრე სახელმწიფოთა სამხედრო ან სხვა სახის აგრესიის თავიდან აცილება და მოგერიება;

) მიგრაციული პროცესების კონტროლი;

) პირისა და ტრანსპორტის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, აგრეთვე ტვირთისა და სხვა ქონების სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილების კონტროლი;

) სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის კონტროლი სასაზღვრო ზონაში;

) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადგენა და დამრღვევის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, სამართალდარღვევის გამომწვევი მიზეზებისა და პირობების აღმოფხვრა.

მუხლი 32. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის განსაკუთრებული კომპეტენციაა.

2. სახელმწიფო საზღვრის დაცვა საქართველოს ხმელეთზე, ტერიტორიულ და შიდა წყლებში, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ევალებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებს, ხოლო საჰაერო სივრცეში _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებს.

3. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალები სახელმწიფო საზღვრის დაცვისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

მუხლი 33. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტები

 

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტები არიან:

) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი;

) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო;

) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან, არიან:

) საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი;

) საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო;

) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო;

) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;

) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ ორგანოთა უფლებამოსილებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას განისაზღვრება �სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 34. საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელი _

�� სასაზღვრო კომისარი

1. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკის განსახორციელებლად და სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, აგრეთვე სასაზღვრო ინციდენტების მოსაგვარებლად საზღვრის გარკვეულ უბნებზე, �სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ნიშნავს, უფლებამოსილებებს განუსაზღვრავს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენლებს - სასაზღვრო კომისრებს.

2. სასაზღვრო კომისარი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა ნორმატიული აქტებით.

3. საკითხი, რომელსაც ვერ მოაწესრიგებს სასაზღვრო კომისარი, წყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული დავების მშვიდობიანი მოგვარების წესებით.

4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად სასაზღვრო კომისარს და მის თანმხლებ ოფიციალურ პირებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას აქვთ �სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით გათვალისწინებული განსაკუთრებული სტატუსი.

მუხლი 35. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის

�� სახელმწიფო დეპარტამენტის უფლება- მოვალეობანი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში, ტერიტორიულ და შიდა წყლებში, მიმდებარე ზონაში, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში აქვს შემდეგი უფლება- მოვალეობანი:

) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში დროებით შეზღუდოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება, შემდგომი კომპენსაციით სახელმწიფოს ხარჯზე;

) ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით დადგენილ შემთხვევებში განათავსოს გემზე სასაზღვრო ბადრაგი, გემის პორტში ან პორტიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე გაცილების მიზნით;

) თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის �ზ�, �თ�, �ი�, �ფ� და �ჰ. ა� ქვეპუნქტებში მითითებული პირები გადასცეს მოკვლევისა და გამოძიების ორგანოებს;

) განახორციელოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით გათვალისწინებული �ცხელ კვალზე დევნის უფლება�;

) დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, დადგენილი სასაზღვრო ნიშნები, სხვა სასაზღვრო შენობა- ნაგებობები და ობიექტები;

) აღკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო შეცვლის ნებისმიერი მცდელობა;

) მოიგერიოს შეიარაღებული ჯგუფების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის მცდელობა ან სხვა სახის პროვოკაცია, სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დაიცვას სახელმწიფო და მოქალაქეთა კერძო საკუთრება ამგვარი ხელყოფისაგან;

) თავიდან აიცილოს და აღკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონოდ გადაადგილება, აგრეთვე ტრანსპორტის, ტვირთისა და სხვა ქონების უკანონოდ გადატანა;

) გამოავლინოს და დააკავოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევნი;

) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაატაროს პირი, ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება, საზღვრის გადაკვეთისათვის საჭირო, სათანადო წესით გაფორმებული დოკუმენტების წარდგენისას;

) სათანადო წესით მოუაროს და დაიცვას სასაზღვრო გამტარი პუნქტები და სხვა სასაზღვრო ობიექტები;

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად ან საქართველოს საბაჟო დეპარტამენტთან და ამ კანონის 33- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად, აღკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ფეთქებადი, მომწამვლელი, რადიაქტიური და ნარკოტიკული საშუალებების, იარაღისა და საბრძოლო მასალის, აგრეთვე კონტრაბანდული და სხვა აკრძალული საგნების გადაადგილება და გადატანა;

) ამ კანონის 33- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად უზრუნველყოს სასაზღვრო რეჟიმის დაცვა;

) უზრუნველყოს სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება;

) გააკონტროლოს სასაზღვრო რეჟიმი დამოუკიდებლად ან ამ კანონის 33- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად, აეროპორტებში ( აეროდრომებზე), რკინიგზის სადგურებში, პორტებში, საერთაშორისო საავტომობილო გზების სასაზღვრო გამტარ პუნქტებში;

) გააკონტროლოს საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების მიერ საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში შემოსვლის, ყოფნისა და ცურვის დადგენილი წესების შესრულება;

) შეაჩეროს, დააკავოს, შეამოწმოს და დარღვევის აღსაკვეთად მიიღოს აუცილებელი ზომები უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების მიმართ, თუ მათ დაარღვიეს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული წყლების მიმდებარე ზონის რეჟიმი;

) დაეხმაროს სპეციალურად უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაში, სარეწ საქმიანობასა და ეკოსისტემის დაცვაში, აგრეთვე სასაზღვრო ზონაში სტიქიურ უბედურებათა შედეგების ლიკვიდაციასა და ხანძრის ჩაქრობაში;

) განათავსოს საზღვრის დაცვის საგუშაგოები საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე;

) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეუზღუდავად გადაადგილდეს სასაზღვრო ზონაში, შეამოწმოს დოკუმენტები, გააკონტროლოს ტრანსპორტი და ტვირთი;

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააკავოს და დროებითი პატიმრობის ადგილას მოათავსოს პირი, თუ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც იწვევს ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიწვევითა და მასთან ერთად, შეამოწმოს ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება;

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტთან ერთად ამოიღოს საგნები, რომელთა შემოტანა ან გატანა აკრძალულია, აღკვეთოს კონტრაბანდა;

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს მოკვლევა;

) საქართველოში შემომსვლელ მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მოსთხოვოს და შეამოწმოს პირადობის და საქართველოში შემოსვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, შეიტანოს მათში შესაბამისი აღნიშვნები;

) არ გაატაროს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირი, რომელსაც არა აქვს ამ მუხლის �შ� ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტები;

) აუკრძალოს ნაპირზე ჩამოსვლა და ყოფნა უცხო სახელმწიფოს გემის ეკიპაჟის წევრებს და გემზე მყოფ სხვა პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს სამართალდარღვევა საქართველოს შიდა წყლებსა და პორტებში, ტერიტორიულ წყლებსა და მიმდებარე ზონაში ყოფნისა და ცურვის დროს;

) საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში საქართველოს ან უცხო სახელმწიფოს გემს მოსთხოვოს სახელმწიფო დროშის აღმართვა;

) აწარმოოს გამოკითხვა საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში გემის ან სხვა სანაოსნო საშუალების შემოსვლის მიზნის შესახებ;

) შესთავაზოს არასამხედრო ან სამხედრო გემს ანდა სხვა სანაოსნო საშუალებას, შეცვალოს კურსი, თუ მას გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისაკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს;

) გააჩეროს და შეამოწმოს არასამხედრო ან სამხედრო გემი ანდა სხვა სანაოსნო საშუალება, თუ იგი არ უპასუხებს გამოკითხვის სიგნალს, იმყოფება ნაოსნობისათვის დახურულ ზონაში, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში შემოსვლის, ყოფნისა და ცურვის წესებს, გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისაკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს, აგრეთვე თუ ეწევა ამ კანონის 21- მუხლით აკრძალულ საქმიანობას;

) განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე დაიცვას საქართველოს ხელოვნური კუნძულები, სამეცნიერო- კვლევითი და სხვა სახის დანადგარები და ნაგებობები;

) განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე განახორციელოს კონტროლი და მიიღოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით დადგენილი ზომები სხვა სახელმწიფოთა უკანონო სამეცნიერო- კვლევითი ან სარეწი საქმიანობის აღსაკვეთად და ზღვის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;

.) თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ჩადენილი დანაშაულისათვის ჩამოიყვანოს და დააკავოს უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემის ეკიპაჟის წევრები და გემზე მყოფი სხვა პირები;

.) ეწეოდეს სხვა საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან, ამ კანონით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მუხლი 36. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო

დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების მიერ საქართველოსა და

უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემების დაკავების

საფუძველი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალები საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში მყოფ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემს აკავებენ და ბადრაგის თანხლებით გზავნიან უახლოეს პორტში ან სხვა შესაბამის პუნქტში, თუ:

) გემი იმყოფება დადგენილი წესის შესაბამისად ნაოსნობისათვის დახურულ ზონაში, გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისაკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს;

) გემში პირთა ჩასხდომა- გადმოსხდომა, აგრეთვე ტვირთის ჩატვირთვა- გადმოტვირთვა ხდება იმ ადგილებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით�;

) გემი უკანონოდ ეწევა სარეწ, კვლევით, ჰიდროგრაფიულ საქმიანობას, ყრის ან მარხავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან წყლის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებსა და დამაბინძურებელ ნარჩენებს, მასალებს, ანდა მის სხვა მოქმედებას ზიანი მოაქვს საქართველოსათვის;

) საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების ნებართვის გარეშე ხდება გემბანიდან ნებისმიერი სახის საფრენი აპარატის აფრენა ან გემბანზე დაფრენა;

) გემის კაპიტანი არ წარადგენს გემის, ტვირთის, მგზავრებისა და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს;

) გემი არ ემორჩილება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების წარმომადგენელთა ან ამ კანონის 33- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილ ორგანოთა განკარგულებას;

) გემი არღვევს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ წესებს, საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

 

მუხლი 37. არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების ოქმი

1. არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების წარმომადგენელი და შემოწმებული ან დაკავებული გემის კაპიტანი.

2. გემის დაკავების შემთხვევაში კაპიტანს ჩამოერთმევა გემისა და ტვირთის დოკუმენტები და ისინი ოქმს დაერთვის. თუ შემოწმებული ან დაკავებული გემის კაპიტანს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების მოქმედება არამართებულად მიაჩნია ან არ ეთანხმება ოქმის შინაარსს, მას უფლება აქვს ნებისმიერ ენაზე გააკეთოს შენიშვნა თვით ოქმში ან ოქმისათვის თანდართულ დოკუმენტზე.

3. თუ გემის კაპიტანი ხელს არ აწერს ოქმს, მასში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

მუხლი 38. უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემის დაკავების

�� შემდგომი მოქმედება

უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემი დაკავების შემდეგ გადაეცემა ამ სახელმწიფოს საგანგებო რწმუნების მქონე წარმომადგენლებს ან გაძევებულ იქნება საქართველოს ტერიტორიიდან. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, ამ კანონის 36- მუხლის �ბ� და �გ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხდება ქონების და მისი მოპოვების საშუალებათა დროებით ჩამორთმევა. თუ სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს, ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდება მფლობელს, ქონების დაკავებით მიყენებული ზიანის სრული კომპენსაციით სახელმწიფოს ხარჯზე.

მუხლი 39. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან

�� საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესის დარღვევისას

�� საჰაერო ხომალდის მიმართ გამოსაყენებელი წესები

საჰაერო ხომალდის მიმართ, რომელმაც დაარღვია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი, ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით დგინდება განსაკუთრებული წესები.

მუხლი 40. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას იარაღის,

საბრძოლო ტექნიკისა და სპეციალურ საშულებათა გამოყენება

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალები სახელმწიფო საზღვრის დაცვისას საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული შემოჭრის მოსაგერიებლად, საჰაერო და სანაოსნო ტრანსპორტის საზღვარგარეთ გატაცების მცდელობის აღსაკვეთად ( თუკი მასში მგზავრები არ იმყოფებიან) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იყენებენ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას.

2. იარაღი და საბრძოლო ტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

) პირის, საჰაერო, სანაოსნო და სხვა სახის ტრანსპორტის წინააღმდეგ, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა ან ცდილობდა გადაეკვეთა ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევით; მის მიერ ძალის გამოყენების საპასუხოდ, თუ დარღვევის აღკვეთა და დამრღვევის დაკავება შეუძლებელია სხვა საშუალებით;

) ადამიანთა დასაცავად თავდასხმისაგან, რომელიც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება;

) მძევლების გასათავისუფლებლად;

) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მომსახურე პირებზე თავდასხმის აღსაკვეთად;

) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებსა და ობიექტებზე თავდასხმის, მათ შორის, სანაოსნო საშუალებასა და საჰაერო ხომალდზე შეიარაღებული თავდასხმის აღსაკვეთად.

3. იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენებას აუცილებლად წინ უნდა უსწრებდეს გაფრთხილება მათი გამოყენების შესახებ.

4. იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გაუფრთხილებლად გამოყენება შეიძლება სამხედრო მოსამსახურეებსა და სხვა მოქალაქეებზე მოულოდნელი ან შეიარაღებული თავდასხმისას, საჰაერო, სანაოსნო და სხვა სახის ტრანსპორტზე საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით თავდასხმისას, იარაღით წინააღმდეგობის გაწევისას, დაკავებულ პირთა იარაღით გაქცევისას და მძევლების გასათავისუფლებლად.

5. სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ იარაღი გამოიყენონ განგაშის ან დახმარების სიგნალის მიღებისას, აგრეთვე ცხოველთა გაუვნებელსაყოფად, თუ ისინი ემუქრებიან სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

6. აკრძალულია იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენება:

) ქალებისა და არასრულწლოვანთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათი მხრიდან ხდება შეიარაღებული თავდასხმა ან იარაღით წინააღმდეგობის გაწევა იმ საჰაერო, სანაოსნო და სხვა სახის ტრანსპორტზე, რომლებშიც მგზავრები იმყოფებიან;

) იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით ან შემთხვევით უკანონოდ გადაკვეთეს ან ცდილობდნენ გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

7. იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების წესი განისაზღვრება ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ საქართველოს კანონისა და ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.

8. საქართველოს სამხედრო ძალების, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვაში, იარაღი და საბრძოლო ტექნიკა შეუძლიათ გამოიყენონ ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

9. სპეციალურ საშუალებათა ( ხელბორკილი, რეზინის ხელკეტი, ცრემლმდენი საშუალებანი, ტრანსპორტის იძულებით შემაჩერებელი მოწყობილობანი და სხვა), ფიზიკური ძალის, საბრძოლო ილეთების, სასამსახურო ძაღლების გამოყენება ხდება პოლიციის შესახებ და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონების შესაბამისად.

10. სრულ სიას სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც შედის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების შეიარაღებაში, განსაზღვრავს ,, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი�.

თავი V

პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

მუხლი 41. პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის

შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

1. ამ კანონის 33- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოების მუშაკებსა და თანამდებობის პირებს მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტებისათვის ან კანონმდებლობის სხვაგვარად დარღვევისათვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პირს, რომელმაც დაარღვია ან ცდილობდა დაერღვია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი, უკანონოდ გადაკვეთა ან ცდილობდა გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, წესის დარღვევით გაიარა ან ცდილობდა გაევლო სასაზღვრო გამტარი პუნქტი, გაიტანა ან ცდილობდა გაეტანა ტვირთი, მასალა, დოკუმენტები და სხვა საგნები, ანდა სხვაგვარად დაარღვია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონმდებლობა, ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI

გარდამავალი დებულება

მუხლი 42. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის

სრულად აღდგენამდე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში

მშვიდობიანი გავლა

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე უცხო სახელმწიფოს ატომურ გემს, სამხედრო გემს ან სპეციალური დანიშნულების გემს, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ შემოსვლამდე 48 საათით ადრე დიპლომატიური არხებით შეატყობინებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გემის სახელწოდება, ტიპი, სხვა ნიშნები, შემოსვლისა და გასვლის ადგილი და დრო. გავლის ნებართვას გასცემს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანთა გადასარჩენად წარმოებულ სამაშველო სამუშაოებში.

თავი VII

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 43. კანონის ამოქმედება და მისაღები ნორმატიული აქტი

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს 1999 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი�.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 17 ივლისი.

№1536

37. 28/06/2023 - საქართველოს კანონი - 3314-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/07/2023 36. 13/06/2023 - საქართველოს კანონი - 3119-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 35. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2225-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 34. 22/12/2021 - საქართველოს კანონი - 1200-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 30/12/2021 33. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6897-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 32. 19/12/2019 - საქართველოს კანონი - 5624-რს - ვებგვერდი, 26/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4927-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 30. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3593-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 29. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3080-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 28. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1713-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 27. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 150-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 26. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4374-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 25. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3926-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 24. 04/03/2015 - საქართველოს კანონი - 3130-IIს - ვებგვერდი, 23/03/2015 23. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1154-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 484-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 21. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5948-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 20. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4420-Iს - ვებგვერდი, 110317050, 17/03/2011 19. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4221-Iს - ვებგვერდი, 110310012, 10/03/2011 18. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 17. 26/10/2010 - საქართველოს კანონი - 3751-IIს - სსმ, 62, 05/11/2010 16. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 3020 - სსმ, 23, 04/05/2010 15. 23/12/2008 - საქართველოს კანონი - 854 - სსმ, 40, 29/12/2008 14. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 782 - სსმ, 40, 29/12/2008 13. 05/12/2008 - საქართველოს კანონი - 616 - სსმ, 35, 05/12/2008 12. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4264 - სსმ, 51, 31/12/2006 11. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4140 - სსმ, 49, 29/12/2006 10. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3152 - სსმ, 19, 01/06/2006 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1362 - სსმ, 19, 28/04/2005 8. 24/12/2004 - საქართველოს კანონი - 812 - სსმ, 39, 25/12/2004 7. 10/05/2002 - საქართველოს კანონი - 1399 - სსმ, 10, 13/05/2002 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 22/06/2001 - საქართველოს კანონი - 987 - სსმ, 22, 06/07/2001 5. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 61 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2090 - სსმ, 24(31), 24/06/1999