„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3926-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 010040000.05.001.017841
3926-რს
08/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
010040000.05.001.017841
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198(2898), 5.08.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.“.

2. მე-40 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული შემოჭრის მოსაგერიებლად, საჰაერო და სანაოსნო ტრანსპორტის საზღვარგარეთ გატაცების მცდელობის აღსაკვეთად (თუ მასში მგზავრები არ იმყოფებიან) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იყენებენ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას.

2. იარაღი და საბრძოლო ტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ა) პირის, საჰაერო, სანაოსნო და სხვა სახის ტრანსპორტის წინააღმდეგ, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა ან ცდილობდა გადაეკვეთა ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევით; მის მიერ ძალის გამოყენების საპასუხოდ, თუ დარღვევის აღკვეთა და დამრღვევის დაკავება სხვა საშუალებით შეუძლებელია;

ბ) ადამიანთა თავდასხმისაგან დასაცავად, რომელიც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება;

გ) მძევლების გასათავისუფლებლად;

დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მომსახურე პირებზე თავდასხმის აღსაკვეთად;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფზე ან ობიექტზე თავდასხმის, მათ შორის, სანაოსნო საშუალებასა და საჰაერო ხომალდზე შეიარაღებული თავდასხმის, აღსაკვეთად.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს სამხედრო ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვაში, იარაღი და საბრძოლო ტექნიკა შეუძლიათ გამოიყენონ ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივლისი 2015 წ.

N3926-რს