„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 782
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 29/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.040.000.05.001.003.364
  • Word
782
19/12/2008
სსმ, 40, 29/12/2008
010.040.000.05.001.003.364
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა,“ №198(2898), 5.08.1998) მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ უცხო სახელმწიფოს სამხედრო ან ატომური გემი არ აცნობებს საქართველოს უახლოესი პორტის ადმინისტრაციას საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში იძულებითი შემოსვლის, ყოფნის ან ცურვის წესების იძულებითი დარღვევის თაობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებთან ერთად დროებით აკავებს ამ გემს აღნიშნული წესების დარღვევის გამომწვევ გარემოებათა შესამოწმებლად. თუ არ არსებობს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში უცხო სახელმწიფოს სამხედრო ან ატომური გემის იძულებითი შემოსვლის გამომწვევი გარემოებები და ასეთი შემოსვლა მიზნად ისახავდა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ქმედებებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო აკავებს სამხედრო ან ატომურ გემს და საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოები დიპლომატიური არხებით აწარმოებენ მოლაპარაკებას გემის მფლობელ ქვეყანასთან.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 19 დეკემბერი.

№782–IIს