„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 812
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 25/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.040.000.05.001.001.645
  • Word
812
24/12/2004
სსმ, 39, 25/12/2004
010.040.000.05.001.001.645
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198 5.08.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) დეპარტამენტი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სასაზღვრო ინციდენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო ფორმირებებს შორის ან დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის კონფლიქტი, რომელიც შეიძლება შეიარაღებული ხასიათისა იყოს.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტერიტორიულ წყლებს (ტერიტორიულ ზღვას) მიეკუთვნება შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და რომელიც აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველსაყოფად და კონტროლს უწევს მათ შესრულებას.“.

4. მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაზღვრო გამტარი პუნქტების ფარგლებს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებით ადგენს დეპარტამენტი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

5. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საჰაერო ხომალდის გადაფრენა საჰაერო დერეფნის გაუვლელად დაიშვება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ნებართვით. ნებართვის გაცემისა და გადაფრენის პირობებს განსაზღვრავს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი.“.

5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირს დეპარტამენტის მოსამსახურეები გაატარებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ტრანსპორტზე, ცხოველზე, ტვირთსა და სხვა ქონებაზე სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.“.

6. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჰაერო ხომალდის აფრენა და დაფრენა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული წესით დაიშვება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ნებართვით, რომლის გაცემის პირობებსა და წესს ადგენს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი.“.

7. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უცხო სახელმწიფოს სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს, საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს დეპარტამენტის წინაშე შემოსვლამდე არა უგვიანეს 14 დღისა. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს გემის სახელწოდება, ტიპი, ბორტზე მყოფ მგზავრთა სია და სხვა მონაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“. დეპარტამენტი თავის გადაწყვეტილებას აცნობებს გემის მფლობელს (მის წარმომადგენელს) შემოსვლამდე არა უგვიანეს 7 დღისა. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც ახორციელებენ სამაშველო ან ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო სამუშაოებს.“.

8. მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემი არ აცნობებს საქართველოს უახლოესი პორტის ადმინისტრაციას საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში იძულებითი შემოსვლისა და ყოფნის ან ცურვის წესების იძულებითი დარღვევის თაობაზე, დეპარტამენტი დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებთან ერთად დროებით აკავებს ამ გემს აღნიშნული წესების დარღვევის გამომწვევ გარემოებათა შესამოწმებლად. თუ აღმოჩნდა, რომ გემის მიერ საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში შემოსვლის, ყოფნის ან ცურვის წესების დარღვევას არა აქვს გამამართლებელი საფუძველი, მის მიმართ გამოიყენება ამ კანონის 36-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები.

4. თუ უცხო სახელმწიფოს სამხედრო ან ატომური გემი არ აცნობებს საქართველოს უახლოესი პორტის ადმინისტრაციას საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში იძულებითი შემოსვლისა და ყოფნის ან ცურვის წესების იძულებითი დარღვევის თაობაზე, დეპარტამენტი დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებთან ერთად დროებით აკავებს ამ გემს აღნიშნული წესების დარღვევის გამომწვევ გარემოებათა შესამოწმებლად. თუ არ არსებობს საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში უცხო სახელმწიფოს სამხედრო ან ატომური გემის იძულებითი შემოსვლის გამომწვევი გარემოებები და ასეთი შემოსვლა მიზნად ისახავდა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ქმედებებს, დეპარტამენტის სასაზღვრო ძალები ან საჭიროების შემთხვევაში მათი მოწვევით საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები აკავებენ სამხედრო ან ატომურ გემს და საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოები დიპლომატიური არხებით აწარმოებენ მოლაპარაკებას გემის მფლობელ ქვეყანასთან.“.

9. 25-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაზღვრო ზოლის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა. ამ მონაკვეთზე ისტორიული და მატერიალური კულტურის ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას იცავენ დეპარტამენტის სასაზღვრო ძალები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უშუალო მონაწილეობით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასაზღვრო ზოლის რეჟიმი არ ვრცელდება დასახლებულ პუნქტებზე. მოსახლეობის დასვენების ადგილებში სასაზღვრო ზოლის რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ დეპარტამენტის მიერ სპეციალურად დადგენილ ტერიტორიაზე.“.

10. 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის დაცული უნდა იყოს ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლების მოთხოვნები. პირმა, რომელიც აპირებს ასეთ საქმიანობას, ამის შესახებ უნდა შეატყობინოს დეპარტამენტს. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხასიათი, ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ადგილი, დრო და ხანგრძლივობა, მონაწილეთა რაოდენობა და პასუხისმგებელი პირი.

2. დეპარტამენტს უფლება აქვს ამ კანონის 33-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების დასკვნის საფუძველზე აუკრძალოს პირს სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, თუ ასეთი საქმიანობისას აღმოჩნდება, რომ მან შეტყობინებაში მიუთითა არასწორი მონაცემები და სამუშაოთა წარმოება ზიანს აყენებს გარემოს ან ადამიანთა ჯანმრთელობას.“.

11. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 29. სასაზღვრო ზონაში მდებარე საქართველოს შიდა წყლებში, პორტებსა და ბაზირების სხვა პუნქტებში არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების აღრიცხვის, ყოფნისა და ცურვის წესები

სასაზღვრო ზონაში მდებარე საქართველოს შიდა წყლებში, პორტებსა და ბაზირების სხვა პუნქტებში არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების აღრიცხვის, ყოფნისა და ცურვის წესებს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესაბამისად კონტროლს უწევს დეპარტამენტი.“.

12. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასაზღვრო რეჟიმს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესაბამისად ადგენს დეპარტამენტი საბაჟო კონტროლის ორგანოებთან შეთანხმებით. იმ ადგილებსა და შენობებში, სადაც ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი, დგინდება დამატებითი სარეჟიმო წესები, რომლებიც არეგულირებს საზღვარგარეთიდან მომავალ პირთა და ტრანსპორტის კონტროლს და მომსახურე პერსონალის დაშვების პრინციპებს.“.

13. 32-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული კომპეტენციაა.

2. სახელმწიფო საზღვრის დაცვა საქართველოს ხმელეთზე, ტერიტორიულ და შიდა წყლებში, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ევალებათ დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებს, ხოლო საჰაერო სივრცეში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებს.

3. დეპარტამენტის სასაზღვრო ძალები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალები სახელმწიფო საზღვრის დაცვისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.“.

14. 33-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტები არიან:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან, არიან:

ა) საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი;

ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;

გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“.

15. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკის განსახორციელებლად და სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, აგრეთვე სასაზღვრო ინციდენტების მოსაგვარებლად საზღვრის გარკვეულ უბნებზე, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, დეპარტამენტის თავმჯდომარე ნიშნავს, უფლებამოსილებებს განუსაზღვრავს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენლებს – სასაზღვრო კომისრებს.“.

16. 35-ე და 36-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 35. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანი

დეპარტამენტს საქართველოს სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში, ტერიტორიულ და შიდა წყლებში, მიმდებარე ზონაში, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში აქვს შემდეგი უფლება-მოვალეობანი:

ა) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში დროებით შეზღუდოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება, შემდგომი კომპენსაციით სახელმწიფოს ხარჯზე;

ბ) „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილ შემთხვევებში განათავსოს გემზე სასაზღვრო ბადრაგი, გემის პორტში ან პორტიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე გაცილების მიზნით;

გ) თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის „ზ“, „თ“, „ი“, „ფ“ და „ჰ.ა“ ქვეპუნქტებში მითითებული პირები გადასცეს მოკვლევისა და გამოძიების ორგანოებს;

დ) განახორციელოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით გათვალისწინებული „ცხელ კვალზე დევნის უფლება“;

ე) დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, დადგენილი სასაზღვრო ნიშნები, სხვა სასაზღვრო შენობა-ნაგებობები და ობიექტები;

ვ) აღკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო შეცვლის ნებისმიერი მცდელობა;

ზ) მოიგერიოს შეიარაღებული ჯგუფების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის მცდელობა ან სხვა სახის პროვოკაცია, სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დაიცვას სახელმწიფო და მოქალაქეთა კერძო საკუთრება ამგვარი ხელყოფისაგან;

თ) თავიდან აიცილოს და აღკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონოდ გადაადგილება, აგრეთვე ტრანსპორტის, ტვირთისა და სხვა ქონების უკანონოდ გადატანა;

ი) გამოავლინოს და დააკავოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევნი;

კ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაატაროს პირი, ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება, საზღვრის გადაკვეთისათვის საჭირო, სათანადო წესით გაფორმებული დოკუმენტების წარდგენისას;

ლ) სათანადო წესით მოუაროს და დაიცვას სასაზღვრო გამტარი პუნქტები და სხვა სასაზღვრო ობიექტები;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად ან საქართველოს საბაჟო დეპარტამენტთან და ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად, აღკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ფეთქებადი, მომწამვლელი, რადიაქტიური და ნარკოტიკული საშუალებების, იარაღისა და საბრძოლო მასალის, აგრეთვე კონტრაბანდული და სხვა აკრძალული საგნების გადაადგილება და გადატანა;

ნ) ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად უზრუნველყოს სასაზღვრო რეჟიმის დაცვა;

ო) უზრუნველყოს სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება;

პ) გააკონტროლოს სასაზღვრო რეჟიმი დამოუკიდებლად ან ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად, აეროპორტებში (აეროდრომებზე), რკინიგზის სადგურებში, პორტებში, საერთაშორისო საავტომობილო გზების სასაზღვრო გამტარ პუნქტებში;

ჟ) გააკონტროლოს საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების მიერ საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში შემოსვლის, ყოფნისა და ცურვის დადგენილი წესების შესრულება;

რ) შეაჩეროს, დააკავოს, შეამოწმოს და დარღვევის აღსაკვეთად მიიღოს აუცილებელი ზომები უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების მიმართ, თუ მათ დაარღვიეს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული წყლების მიმდებარე ზონის რეჟიმი;

ს) დაეხმაროს სპეციალურად უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაში, სარეწ საქმიანობასა და ეკოსისტემის დაცვაში, აგრეთვე სასაზღვრო ზონაში სტიქიურ უბედურებათა შედეგების ლიკვიდაციასა და ხანძრის ჩაქრობაში;

ტ) განათავსოს საზღვრის დაცვის საგუშაგოები საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე;

უ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეუზღუდავად გადაადგილდეს სასაზღვრო ზონაში, შეამოწმოს დოკუმენტები, გააკონტროლოს ტრანსპორტი და ტვირთი;

ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააკავოს და დროებითი პატიმრობის ადგილას მოათავსოს პირი, თუ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც იწვევს ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

ქ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიწვევითა და მასთან ერთად, შეამოწმოს ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება;

ღ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტთან ერთად ამოიღოს საგნები, რომელთა შემოტანა ან გატანა აკრძალულია, აღკვეთოს კონტრაბანდა;

ყ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს მოკვლევა;

შ) საქართველოში შემომსვლელ მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მოსთხოვოს და შეამოწმოს პირადობის და საქართველოში შემოსვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, შეიტანოს მათში შესაბამისი აღნიშვნები;

ჩ) არ გაატაროს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირი, რომელსაც არა აქვს ამ მუხლის „შ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტები;

ც) აუკრძალოს ნაპირზე ჩამოსვლა და ყოფნა უცხო სახელმწიფოს გემის ეკიპაჟის წევრებს და გემზე მყოფ სხვა პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს სამართალდარღვევა საქართველოს შიდა წყლებსა და პორტებში, ტერიტორიულ წყლებსა და მიმდებარე ზონაში ყოფნისა და ცურვის დროს;

ძ) საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში საქართველოს ან უცხო სახელმწიფოს გემს მოსთხოვოს სახელმწიფო დროშის აღმართვა;

წ) აწარმოოს გამოკითხვა საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში გემის ან სხვა სანაოსნო საშუალების შემოსვლის მიზნის შესახებ;

ჭ) შესთავაზოს არასამხედრო ან სამხედრო გემს ანდა სხვა სანაოსნო საშუალებას, შეცვალოს კურსი, თუ მას გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისაკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს;

ხ) გააჩეროს და შეამოწმოს არასამხედრო ან სამხედრო გემი ანდა სხვა სანაოსნო საშუალება, თუ იგი არ უპასუხებს გამოკითხვის სიგნალს, იმყოფება ნაოსნობისათვის დახურულ ზონაში, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში შემოსვლის, ყოფნისა და ცურვის წესებს, გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისაკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს, აგრეთვე თუ ეწევა ამ კანონის 21-ე მუხლით აკრძალულ საქმიანობას;

ჯ) განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე დაიცვას საქართველოს ხელოვნური კუნძულები, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა სახის დანადგარები და ნაგებობები;

ჰ) განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე განახორციელოს კონტროლი და მიიღოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით დადგენილი ზომები სხვა სახელმწიფოთა უკანონო სამეცნიერო-კვლევითი ან სარეწი საქმიანობის აღსაკვეთად და ზღვის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;

ჰ.ა) თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ჩადენილი დანაშაულისათვის ჩამოიყვანოს და დააკავოს უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემის ეკიპაჟის წევრები და გემზე მყოფი სხვა პირები;

ჰ.ბ) ეწეოდეს სხვა საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან, ამ კანონით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ჰ.გ) დეპარტამენტი მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რეგიონებისა და სოფლების სოციალურ-ეკონომიკურ და მატერიალურ-კულტურულ განვითარებაში.

    მუხლი 36. დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების მიერ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემების დაკავების საფუძველი

დეპარტამენტის სასაზღვრო ძალები საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში მყოფ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემს აკავებენ და ბადრაგის თანხლებით გზავნიან უახლოეს პორტში ან სხვა შესაბამის პუნქტში, თუ:

ა) გემი იმყოფება დადგენილი წესის შესაბამისად ნაოსნობისათვის დახურულ ზონაში, გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისაკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს;

ბ) გემში პირთა ჩასხდომა-გადმოსხდომა, აგრეთვე ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა ხდება იმ ადგილებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“;

გ) გემი უკანონოდ ეწევა სარეწ, კვლევით, ჰიდროგრაფიულ საქმიანობას, ყრის ან მარხავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან წყლის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებსა და დამაბინძურებელ ნარჩენებს, მასალებს, ანდა მის სხვა მოქმედებას ზიანი მოაქვს საქართველოსათვის;

დ) საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების ნებართვის გარეშე ხდება გემბანიდან ნებისმიერი სახის საფრენი აპარატის აფრენა ან გემბანზე დაფრენა;

ე) გემის კაპიტანი არ წარადგენს გემის, ტვირთის, მგზავრებისა და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს;

ვ) გემი არ ემორჩილება დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების წარმომადგენელთა ან ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ უფლებამოსილ ორგანოთა განკარგულებას;

ზ) გემი არღვევს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ წესებს, საერთაშორისო სამართლის ნორმებს.“.

17. 37-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების წარმომადგენელი და შემოწმებული ან დაკავებული გემის კაპიტანი.

2. გემის დაკავების შემთხვევაში კაპიტანს ჩამოერთმევა გემისა და ტვირთის დოკუმენტები და ისინი ოქმს დაერთვის. თუ შემოწმებული ან დაკავებული გემის კაპიტანს დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების მოქმედება არამართებულად მიაჩნია ან არ ეთანხმება ოქმის შინაარსს, მას უფლება აქვს ნებისმიერ ენაზე გააკეთოს შენიშნვა თვით ოქმში ან ოქმისათვის თანდართულ დოკუმენტზე.“.

18. მე-40 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის სასაზღვრო ძალები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალები სახელმწიფო საზღვრის დაცვისას საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული შემოჭრის მოსაგერიელებლად, საჰაერო და სანაოსნო ტრანსპორტის საზღვარგარეთ გატაცების მცდელობის აღსაკვეთად (თუკი მასში მგზავრები არ იმყოფებიან) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იყენებენ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებსა და ობიექტებზე თავდასხმის, მათ შორის, სანაოსნო საშუალებასა და საჰაერო ხომალდზე შეიარაღებული თავდასხმის აღსაკვეთად.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს სამხედრო ძალებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვაში, იარაღი და საბრძოლო ტექნიკა შეუძლიათ გამოიყენონ ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სრულ სიას სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც შედის დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების შეიარაღებაში, განსაზღვრავს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი.“.

19. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 42. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლა

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე უცხო სახელმწიფოს ატომურ გემს, სამხედრო გემს ან სპეციალური დანიშნულების გემს, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ შემოსვლამდე 48 საათით ადრე დიპლომატიური არხებით შეატყობინებს დეპარტამენტს. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გემის სახელწოდება, ტიპი, სხვა ნიშნები, შემოსვლისა და გასვლის ადგილი და დრო. გავლის ნებართვას გასცემს დეპარტამენტი. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანთა გადასარჩენად წარმოებულ სამაშველო სამუშაოებში.“.

    მუხლი 2

 

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 დეკემბერი.

№812–რს