დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 854 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 29/12/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.040.000.05.001.003.409 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198(2898), 5.08.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საჰაერო ხომალდის გადაფრენა საჰაერო დერეფნის გაუვლელად დაიშვება მხოლოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ნებართვით. ნებართვის გაცემისა და გადაფრენის პირობებს განსაზღვრავს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“.“.
2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული წესით დაიშვება მხოლოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ნებართვით, რომლის გაცემის პირობებსა და წესს ადგენს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“.“.
3. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 23 დეკემბერი.
№854–რს
დოკუმენტის კომენტარები