„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5948-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010040000.05.001.016650
  • Word
5948-Iს
27/03/2012
ვებგვერდი, 12/04/2012
010040000.05.001.016650
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონ ი (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198(2898), 5.08.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის პირველი პ უნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი, ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გადის სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს. საიმიგრაციო, სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული, აგრეთვე კულტურულ და მხატვრულ ფასეულობათა გატანის კონტროლი ხორციელდება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილ შემთხვევებში.“.

2. მე-17 მუხლის პირველი პ უნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ტერიტორიიდან აფრენა, აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლის შემდეგ მიწაზე დაფრენა იმ საჰაერო ხომალდისა, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უნდა გადაკვეთოს, ხდება საერთაშორისო ფრენისათვის განკუთვნილ აეროპორტში (აეროდრომზე), სადაც არის სასაზღვრო გამტარი პუნქტი, საბაჟო გამშვები პუნქტი და სხვა შესაბამისი სამსახურები.“.

3. მე-20 მუხლის პირველი პ უნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ტერიტორიულ და ში ა წყლებში შემოსვლისა და ყოფნის დროს უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემები ვალდებული არიან დაიცვან რადიოკავშირის, ნავიგაციის, საპორტო, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული და სანიტარიული წესები, აგრეთვე ამ კანონითა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილი სხვა მოთხოვნები. .

4. 31-ე მუხლის „ბ“ ქვეპ უნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) სასაზღვრო, საკარანტინო, საავტომობილო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და საბაჟო კონტროლი; .

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი.

№5 948- I