„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4264
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 31/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.040.000.05.001.002.675
  • Word
4264
29/12/2006
სსმ, 51, 31/12/2006
010.040.000.05.001.002.675
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198(2898), 05.08.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაზღვრო-გამტარი პუნქტების ფარგლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით ადგენს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.“.

2. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური;“.

3. 35-ე მუხლის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან და ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად აღკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ფეთქებადი, მომწამვლელი, რადიაქტიური და ნარკოტიკული საშუალებების, იარაღისა და საბრძოლო მასალის, აგრეთვე კონტრაბანდული და სხვა აკრძალული საგნების გადაადგილება და გადატანა;“;

ბ) „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიწვევით და მასთან ერთად შეამოწმოს ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება;

ღ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ერთად ამოიღოს საგნები, რომელთა შემოტანა ან გატანა აკრძალულია, აღკვეთოს კონტრაბანდა.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

 

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4264–რს