„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3593-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 010040000.05.001.019199
3593-Iს
31/10/2018
ვებგვერდი, 21/11/2018
010040000.05.001.019199
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198(2898), 5.08.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 32-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა ხმელეთზე, ტერიტორიულ წყლებსა და შიდა საზღვაო წყლებში, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ევალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო საჰაერო სივრცეში ევალებათ საქართველოს თავდაცვის ძალებს.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო და საქართველოს თავდაცვის ძალები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.“.

2. მე-40 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოები და საქართველოს თავდაცვის ძალები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული შემოჭრის მოსაგერიებლად, საჰაერო ტრანსპორტისა და სანაოსნო ტრანსპორტის საზღვარგარეთ გატაცების მცდელობის აღსაკვეთად (თუ მასში მგზავრები არ იმყოფებიან) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იყენებენ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფზე ან ობიექტზე თავდასხმის, მათ შორის, სანაოსნო საშუალებასა და საჰაერო ხომალდზე შეიარაღებული თავდასხმის, აღსაკვეთად.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს თავდაცვის ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვაში, შეუძლიათ იარაღი და საბრძოლო ტექნიკა გამოიყენონ ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

31 ოქტომბერი 2018 წ.

N3593-Iს