„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1154-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010040000.05.001.017156
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1154-Iს
20/09/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
010040000.05.001.017156
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198(2898), 5.08.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „დ) სასაზღვრო ზონა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი, არაუმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საერთაშორისო სამდინარო და საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, რელიეფის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე სასაზღვრო ზონა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან 30 კილომეტრით;“.

  2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. საქართველოს ტერიტორიულ წყლებს (ტერიტორიულ ზღვას) მიეკუთვნება შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და რომელიც აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

  3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესს“ შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

  4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საქართველოს მთავრობა, საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.“.

   5. მე-13 მუხლის:

   ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სარკინიგზო, საავტომობილო, საზღვაო, სამდინარო და საჰაერო მიმოსვლა ხდება იმ სასაზღვრო გამტარი პუნქტების მეშვეობით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.“;

   ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. სასაზღვრო გამტარი პუნქტების ფარგლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.“.

   6. მე-18 მუხლის:

   ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. უცხო სახელმწიფოს არასამხედრო და სამხედრო გემები საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შეიძლება შემოვიდნენ, თუ პორტები ღიაა ასეთი გემების შემოსვლისათვის. ღია პორტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სანაოსნო საშუალებათა შემოსვლის, ყოფნის, სატვირთო და სამგზავრო ოპერაციების ჩატარების, ნაპირთან კავშირის, ეკიპაჟის წევრთა ნაპირზე ჩამოსვლის და სხვა წესები დგინდება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“.“;

   ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემი საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე შემოსვლამდე არაუგვიანეს 1 თვისა. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კვირის ვადაში.    

  5. უცხო სახელმწიფოს ატომური გემის საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად გემის მფლობელი ქვეყანა შემოსვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამ სახელმწიფოს თანხმობის ან უარის შესახებ ეცნობება გემის შემოსვლამდე არაუგვიანეს 14 დღისა.“.

   7. მე-19 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „7. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სადაც დადგენილია სანავიგაციო გზები და მოძრაობის გამიჯვნის სქემები, უცხო სახელმწიფოს გემი უნდა გადაადგილდეს აღნიშნული გზებით და მოძრაობისას უნდა ისარგებლოს ამ სქემებით. სანავიგაციო გზებსა და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს, აგრეთვე მათ კოორდინატებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

  8. საქართველოს სასიცოცხლო და სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, შეზღუდოს ან აკრძალოს უცხო სახელმწიფოს ატომური, სამხედრო ან არასამხედრო გემის შემოსვლა და ყოფნა საქართველოს ტერიტორიული და შიგა წყლების რომელიმე რაიონში.“.

   8. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 23. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიმოსვლის დროებითი შეწყვეტა. კარანტინი

  საქართველოს ან მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საშიშ ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საფრთხის არსებობისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში შეიძლება დროებით შეწყდეს მიმოსვლა ან შემოღებულ იქნეს კარანტინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთთათვის.“.

   9. 25-ე მუხლის:

   ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. ამ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობა.“;

   ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „5. სასაზღვრო ზოლში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მის მოვლასთან, სასაზღვრო ნიშნების შემოწმებასთან და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არის გათვალისწინებული. ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, სასაზღვრო ზოლში დაუშვას გარკვეული სახის სამეურნეო საქმიანობა.“.

   10. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განსახორციელებლად და სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, აგრეთვე სასაზღვრო ინციდენტების მოსაგვარებლად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გარკვეულ უბნებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელს − სასაზღვრო კომისარს და განუსაზღვრავს მას უფლებამოსილებას.“.

   მუხლი 2

   1. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს:

  ა) „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“;

  ბ) „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღია პორტების ნუსხა; 

  გ) „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული სანავიგაციო გზებისა და მოძრაობის გამიჯვნის სქემები, აგრეთვე მათი კოორდინატები;

   დ) (ამოღებულია - 25.12.2013, №1845).

  11. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგია.

   2. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

   3. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ან/და მათი ნაწილები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კანონს, იურიდიულ ძალას კარგავს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს 2013 წლის  25  დეკემბრის კანონი №1845 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.  

   მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1154-Iს