„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1200-VIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010040000.05.001.020480
1200-VIIრს-Xმპ
22/12/2021
ვებგვერდი, 30/12/2021
010040000.05.001.020480
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198(2898), 5.08.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.“.

2. მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა საქმიანობების განხორციელების წესს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.“.

3. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის შეგროვებას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საზიანოდ;

ზ) პროპაგანდის ნებისმიერი აქტი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს თავდაცვასა და უსაფრთხოებას;“.

4. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში საქმიანობის განხორციელების წესი

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში ნაოსნობა, წყალზე მოწყობილი ობიექტებით სარგებლობა ან წყლის სხვაგვარად გამოყენება, ჰიდრონაგებობების მოწყობა და სხვა სამუშაოების ჩატარება, აგრეთვე სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში მიწისა და ტყის გამოყენება, სამთო საქმის წარმოება, გეოლოგიურ-საძიებო, სარეწი და სხვა საქმიანობების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.

5. 25-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაზღვრო ზოლის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა. ამ მონაკვეთზე სასაზღვრო რეჟიმს, ისტორიულ და მატერიალური კულტურის ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უშუალო მონაწილეობით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასაზღვრო რეჟიმი არ ვრცელდება სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში არსებულ დასახლებულ პუნქტებსა და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. მოსახლეობის დასვენების ადგილებში სასაზღვრო რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალურად დადგენილ ტერიტორიებზე.“.

6. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში პირისა და ტრანსპორტის შესვლა, დროებით ყოფნა და გადაადგილება

1. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში პირისა და ტრანსპორტის შესვლა, დროებით ყოფნა და გადაადგილება ხდება საქართველოს კანონმდებლობითა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილი პროცედურების შესაბამისად, დადგენილი ფორმის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ტრანსპორტზე სათანადო დოკუმენტების წარდგენისას.

2. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში პირისა და ტრანსპორტის შესვლის ადგილი და დრო, დროებით ყოფნის სხვა პირობები და გადაადგილების მარშრუტი განისაზღვრება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“.“.

7. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სასაზღვრო რეჟიმის დაცვის კონტროლს, აგრეთვე სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში დაშვებული საქმიანობების განსახორციელებლად ფიზიკური ან/და იურიდიული პირის (პირების) შესვლის, დროებით ყოფნისა და გადაადგილების მიზნით შესაბამისი საშვის გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.“.

8. 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 35-ე მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააკავონ ან/და დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსონ პირი, თუ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც იწვევს ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;“.

10. მე-40 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ორსულობის, მცირეწლოვანების, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან პოლიციელის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმისა და წინააღმდეგობის სხვა ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია;“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 დეკემბერი 2021 წ.

N1200-VIIრს-Xმპ