დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4221-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/02/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110310012, 10/03/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 010040000.05.001.016189 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198(2898), 5.08.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საჰაერო ხომალდის გადაფრენა საჰაერო დერეფნის გაუვლელად დაიშვება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვით. ნებართვის გაცემისა და გადაფრენის პირობებს განსაზღვრავს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“.“.
2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული წესით დაიშვება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვით, რომლის გაცემის პირობებსა და წესს ადგენს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 22 თებერვალი.
№4221–Iს
დოკუმენტის კომენტარები