ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 946
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 30/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 210.020.000.05.001.001.707
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
946
29/12/2004
სსმ, 41, 30/12/2004
210.020.000.05.001.001.707
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (17/05/2011 - 05/07/2011)

საქართველოს კანონი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპის დამკვიდრებით, გარემოს პოტენციური შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2393 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.380

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა – გარემოდან სასარგებლო წიაღისეულის, ტყის ფონდის მერქნული რესურსების, მცენარეული არამერქნული რესურსების (მათ შორის, სოჭის გირჩების), ზედაპირული წყლის რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების ამოღება;

ბ) (ამოღებულია);

გ) პირი – საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64

    მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია:

ა) პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას;

ბ) პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდიდან მერქნული რესურსებით სარგებლობას;

გ) სპეციალური ჭრების შედეგად ამოღებული მერქნული რესურსებით მოსარგებლე;

დ) პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებას სამონადირეო მეურნეობის ფარგლების გარეთ.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5238 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.307

    მუხლი 4. მოსაკრებლის ობიექტი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) გარემოდან ამოღებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა);

ბ) ტყის ფონდის მერქნული რესურსების მოცულობა (რაოდენობა);

გ) მცენარეთა არამერქნული რესურსების (მათ შორის სოჭის გირჩების) მოცულობა (რაოდენობა);

დ) წყლის რესურსების მოცულობა (რაოდენობა);

ე) ცხოველთა სამყაროს რესურსების (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოცულობა (რაოდენობა);

ვ) გადამფრენი ფრინველების რაოდენობა.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64

    მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთი

1. წიაღით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:

ა) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:

სასარგებლო წიაღისეულის სახეობანი

ზომის ერთეული

    მოსაკრებლის ოდენობა ლარებში

საწვავი და ენერგორესურსები :

) ნავთობი

) გაზი

) ნახშირი

) ტორფი და საპრობელები

 

1 ტონა

1000 მ3

1 ტონა

1 ტონა

 

21

2

1

0.7

შავი ლითონები :

) რკინა

) მანგანუმი

1ტონა /1%- იანი შემცველობით

 

0.008

0.012

ფერადი ლითონები :

) სპილენძი

) ტყვია

) თუთია

) ანთიმონიტი

) კადმიუმი

) ალუმინი

) ნიკელი

) კალა

) სტრონციუმი და სხვა

 

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1ტონა /1%- იანი შემცველობით

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

 

136

37

90

0.09

 

800000

104

450

400

0.8

კეთილშობილი ლითონები :

) ოქრო

) პლატინოიდები

) ვერც ლი

             1 გრამი

 

0.9

1.3

0.015

იშვიათი ლითონები , იშვიათი ელემენტები და იშვიათ მიწათა ელემენტები

 

1 გრამი

1.5

სამთო - ქიმიური ნედლეული :

) ანდეზიტი

) ბარიტი

) კალციტი

) ბენტონიტური თიხები

) ვერცხლისწყალი

) დარიშხანი

) გოგირდი

) დიატომიტი და სხვა

1 მ3

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1ტონა /1%- იანი შემცველობით

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

0.6

1.8

1.2

3.6

0.14

 

20

2

6

არამადნეული ნედლეული , მეტალურგიისათვის საჭირო ნედლეულის ჩათვლით :

) დოლომიტი

) ცეცხლგამძლე თიხები

) საფლუსე კირქვები

) კვარცის ქვიშები საყალიბე და მინის წარმოებისათვის

) მინერალური პიგმენტები

) ტალკი

) ცეოლითი

) კაოლინი

) ტრაქიტი

) პეგმატიტი

) კირქვა კირის წარმოებისათვის

) გრაფიტი

) საყალიბე - საფლუსე თიხები

) კერამიკული თიხები

) ბუნებრივი ცარცის ქვა

) საფორმე ქვიშები

) ლითოგრაფიული ქვა და სხვა

 

 

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

 

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 მ3

1 მ3

 

 

0.5

1

0.5

1.5

 

200

1

1

4.0

0.3

0.3

0.15

8

0.3

0.2

0.1

0.3

2

ძვირფასი ქვები

          1 კარატი

1

საიუველირო ნახევრადძვირფასი ქვები ( აკვამარინი , ამეთვისტო , ქრიზოლითი , მთის ბროლი და სხვა )

საიუველირო - სანაკეთობო ქვები ( აქატი , მალაქიტი , ნეფრიტი , სერდოლიკი , ქარვა , გიშერი , ლაზურიტი და სხვა )

 

იასპი ( ეშმი )

      1 კილოგრამი

 

 

      1 კილოგრამი

 

 

 

1 გრამი

0.25

 

 

0.15

 

 

 

0.05

საშენი მასალები :

) საცემენტე ნედლეული ( კირქვა , თიხამიწა , სპონგოლიტი )

) თაბაშირი

) გაჯი

) პერლიტი

) ხრეში , ქვიშა

) სააგურე თიხები

) მოსაპირკეთებელი და სახერხი ქვები ( გრანიტი , სიენიტი , დიორიტი , გაბრო , ტეშენიტი , ბაზალტი , ტუფი , მარმარილო )

) საღორღე ნედლეული

) სხვა საშენი მასალები

 

1 ტონა

 

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 მ3

1 მ3

1 მ3

 

 

               1 მ3

               1 მ3

 

0.14

 

0.7

1.0

8

0.2

0.35

1.0

 

 

0.4

0.7

სასმელ - სამკურნალო და ჩამოსასხმელი მიწისქვეშა მინერალური წყლები , გარდა ამ პუნქტის “–„ ქვეპუნქტებში აღნიშნული მინერალური წყლებისა

               1 მ3

 

3

სამკურნალო ტალახი

               1 ტონა

1

გარეგანი მოხმარების ( სამკურნალო აბაზანები ) მიწისქვეშა მინერალური წყლები

               1 მ3

0.04

მიწისქვეშა თერმული ( თბოენერგეტიკული დანიშნულების )    წყლების გამოყენება

ტემპერატურით

40 0 c-დან 60 0 c-მდე

600c-დან 80 0 c-მდე

800c-დან 100 0 c-მდე

1000c-ზე მეტი

 

 

 

1 მ3

1 მ3

1 მ3

1 მ3

 

 

 

0.03

0.05

0.06

0.08

მიწისქვეშა მტკნარი წყლები :

) მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენება ;

) მიწისქვეშა მტკნარი წყლების სხვა სამეწარმეო მიზნით გამოყენება

                1 მ3

 

      4

 

0.005

მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების ნარჩენები

              1 ტონა

       0.2

სამთამადნო საწარმოთა გამდიდრების კუდები

              1 ტონა

       0.18

 

შენიშვნა: ფიზიკური პირების მიერ პირადი მოხმარების მიზნით, ასევე კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის მიზნით მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი წყლები არ ექვემდებარება მიწისქვეშა მტკნარი წყლებისათვის დაწესებული ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდას.

 ბ) „ბორჯომის“ მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის მოსაკრებელი 1 მ3 წყალზე შეადგენს 10 ლარს;

გ) „ნაბეღლავის“ მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის მოსაკრებელი 1 მ3 წყალზე შეადგენს 6 ლარს;

დ) „საირმის“ მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის მოსაკრებელი 1 მ3 წყალზე შეადგენს 6 ლარს;

ე) „უწერის“ მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის მოსაკრებელი 1 მ3 წყალზე შეადგენს 4 ლარს;

ვ) მინერალური წყლებით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება წყლის იმ მოცულობით, რომელიც მიეცემა პირს წიაღით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული წლიური ოდენობის მიხედვით. წლიური ოდენობის გაანგარიშებისას გაითვალისწინება მინერალური წყლების სასაქონლო პროდუქციის წარმოების ნებართვით განსაზღვრული პირობები.

ზ) ნახშირორჟანგით (გაზი CO2) სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ნახშირორჟანგის (გაზი CO2) იმ მოცულობით, რომელიც მიეცემა პირს წიაღით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული ყოველდღიური ლიმიტის ოდენობით. ნახშირორჟანგით (გაზი CO2) სარგებლობის მოსაკრებელი შეადგენს 20 ლარს 1 (ერთ) ტონაზე.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე გავრცელებულ ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფებისა და კატეგორიების მიხედვით:

 

ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფები და სახეობათა დასახელებები

მოსაკრებლის ოდენობა ერთი კუბური მეტრისათვის ლარებში

I

კატეგორია

II

კატეგორია

III

კატეგორია

IV

კატეგორია

1

2

3

4

5

I ჯგუფი:

უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი

102

71

41

6

II ჯგუფი:

მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი

60

42

24

4

III ჯგუფი:

წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი

47

33

19

3

IV ჯგუფი:

ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია

22

15

9

2

V ჯგუფი:

ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები

13

9

5

2

 

შენიშვნა: ტყის მერქნიან სახეობათა სხვადასხვა კატეგორიისათვის მიკუთვნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი ასევე გადაიხდევინება „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.

 3. გარემოდან ამოღებული ტყის არამერქნული რესურსებით და ტყის მერქნიანი

მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ყოველ კილოგრამზე, შემდეგი ცხრილის მიხედვით:

რესურსების დასახელება სახეობათა ჯგუფების მიხედვით

მოსაკრებლის ოდენობა ( ლარი / კგ )

1

თეთრყვავილას ბოლქვები , ყოჩივარდას გორგლები

0.1

2

სოჭის გირჩა

0.60

4. წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:

ა) წყლის ობიექტების ჯგუფების მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:

                    წყლის ობიექტთა ჯგუფები

(წყლის ობიექტთა სახეობების დასახელების ჩათვლით)

მოსაკრებლის ოდენობა ერთ კუბურ მეტრზე ლარებში

I ჯგუფი (კასპიის ზღვის აუზის მდინარეები, ტბები და სხვა წყალსატევები)

0.01

II ჯგუფი (შავი ზღვის აუზის მდინარეები, ტბები და სხვა წყალსატევები)

0.005

III ჯგუფი (შავი ზღვის წყალი)

0.003

ბ) თბოსადგურებისათვის და სარწყავი სისტემებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 წყალზე შეადგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში შესაბამის წყლის ობიექტთა ჯგუფებისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობის 1 პროცენტს;

გ) ჰიდროელექტროსადგურებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 წყალზე შეადგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში შესაბამის წყლის ობიექტთა ჯგუფებისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობის 0,01 პროცენტს;

დ) კომუნალური და სოფლის წყალსადენებისათვის მტკნარი (მიწისქვეშა და ზედაპირული) წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 წყალზე შეადგენს 0,01 თეთრს.

5. ცხოველთა სამყაროს რესურსებით (ობიექტებით) სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ცხოველთა სამყაროს ობიექტების საქართველოში გავრცელებულ სახეობათა მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:

 

ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფები

( ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით )

მოსაკრებლის ოდენობა ( ძუძუმწოვრებისა და ფრინველებისათვის სახეობის ერთ ინდივიდზე , თევზებისა და წყლის ცხოველებისათვის ერთ ტონაზე ) ლარებში

I ჯგუფი ( დათვი )

1000

II ჯგუფი ( გარეული ღორი )

100

III ჯგუფი

) შველი ;

) ირემი .

500

1300

IV ჯგუფი ( მგელი )

100

V ჯგუფი

) ტურა ;

) მელა ;

) მაჩვი ;

) კვერნა ;

) ენოტისებური ძაღლი , ენოტი , ნუტრია ;

) ტყის კატა .

15

50

20

20

1

10

VI ჯგუფი ( კურდღელი )

2

VII ჯგუფი

) ჯიხვი ;

) არჩვი ;

) კავკასიური შურთხი .

1500

600

220

VIII ჯგუფი ( სხვა ძუძუმწოვრები )

2

IX ჯგუფი ( ხოხობი )

15

X ჯგუფი

) კაკაბი , გარეული ბატი ;

) გარეული იხვი .

4

1

XI ჯგუფი ( სხვა ფრინველები )

1

XII ჯგუფი ( ქაფშია )

25

XIII ჯგუფი :

) ქარსალა

) მერლანგი

) ხონთქარა

) ქაშაყი , პელამი , სამარიდა , სარღანი

) ლუფარი

) სკუმბრია , სარდინი , სტავრიდა

) ფარგა

) სამარისი

 

10

15

40

40

30

20

50

40

XIV ჯგუფი

) კეფალი , წვერა , ციმორი , მურწა ;

) შამაია ;

) ლოქო .

120

90

60

XV ჯგუფი

) თეთრი ამური , სქელშუბლა ;

) ტობი .

40

50

XVI ჯგუფი

) კობრი ;

) ჭერეხი ;

) კაპარჭინა ;

) ნაფოტა ;

) ქარიყლაპია .

40

70

30

10

10

XVII ჯგუფი ( სიგა , პელიადი , ჭაფალა )

15

XVIII ჯგუფი ( კატრანი )

80

XIX ჯგუფი

) მდინარის კალმახი , ტბის კალმახი ;

) ორაგულისებრნი .

200

525

XX ჯგუფი ( ზუთხისებრნი )

3000

XXI ჯგუფი

) რაპანი ;

) მიდია .

6

8

XXII ჯგუფი :

) ხრამული

) ქაშაყი

) კარჩხანა ( კარასი )

) ღორჯო

) ჭანარი

) მცირე ვიმბა

) კამბალა , კალკანი

 

50

5

5

5

50

15

40

XXIII ჯგუფი :

) ზღვის კატა

) ზღვის ენა

) ზღვის მელა

) ვარსკვლავთმრიცხველი

 

30

30

30

    40

6. გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის ოდენობა სეზონზე შეადგენს 10 ლარს.

საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1504 - სსმ I, №29, 21.06.2005 წ., მუხ.182

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1757 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.234

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3497 - სსმ I, №35, 03.08.2005 წ., მუხ.253

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5238 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.307

საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3774 - სსმ I, №63, 10.11.2010 წ., მუხ.401

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4678 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა:

ა) ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – რესურსების ბუნებიდან ამოღების (მოჭრის) მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არა უგვიანეს ტყიდან მათი ტრანსპორტირებისა, გარდა ამავე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პირადი მოხმარებისათვის, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – წინასწარ, რესურსების ბუნებიდან ამოღებამდე (მოჭრამდე);

გ) სპეციალური ჭრის შედეგად ამოღებული მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული მერქნული რესურსის შემძენისთვის გადაცემამდე;

დ) მცენარეთა არამერქნული რესურსებითა და მათი პროდუქტებით სარგებლობისათვის – წინასწარ, ლიცენზიის მიღებამდე;

ე) სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლით სარგებლობისათვის – შესაბამისი წლის 1 დეკემბრამდე;

ვ) გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის – წინასწარ, ნადირობის დაწყებამდე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესით ;

ზ) მინერალური წყლებითა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ამ პერიოდის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული წლიური ოდენობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად;

თ) სასარგებლო წიაღისეულით (გარდა მინერალური წყლებისა და ნახშირორჟანგისა) სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ლიცენზიით განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ან წლიური მაქსიმალური ოდენობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ან ყოველდღიური ოდენობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად.

შენიშვნა: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ იმ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიაზე, რომლითაც პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ან წლიური მაქსიმალური ოდენობა სასარგებლო წიაღისეულის კონკრეტული სახეობის მიხედვით; სხვა შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არა უგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

ი) ნახშირორჟანგით (გაზი CO2) სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ამ პერიოდის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული ყოველდღიური ლიმიტის ოდენობით;

კ) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსებით სარგებლობისათვის – არა უგვიანეს ყოველი წლის 15 ივლისისა, თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრული ოდენობით.

2 . ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ ბუნებრივ რესურსებზე, გარდა მისი „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულებისა, გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარადგენს ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელს უფლება აქვს, არ წარადგინოს გაანგარიშება, თუ მის მიერ გაანგარიშება წარდგენილია და მომდევნო საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იცვლება ლიცენზიით განსაზღვრული მოსაკრებლის ობიექტის ოდენობა.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1757 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.234

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3497 - სსმ I, №35, 03.08.2005 წ., მუხ.253

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5238 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.307

საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2323 - სსმ I, №46, 22.12.2009 წ., მუხ.354

საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2324 - სსმ I, №46, 22.12.2009 წ., მუხ.355

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2808 - სსმ I, №15, 31.03.2010 წ., მუხ.95

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3291 - სსმ I, №32, 06.07.2010 წ., მუხ.199

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4390-ვებგვერდი,17.03 2011წ.

    მუხლი 7. შეღავათები

1. მოსაკრებლებისაგან თავისუფლდება მეტროპოლიტენის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების, ინფრასტრუქტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისას მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

2. მოსაკრებელი უმცირდებათ 70 %-ით:

ა) იმ ბუნებათმოსარგებლეებს, რომლებიც ეწევიან ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო საქ-მიანობას;

ბ) აღდგენილი (კვლავწარმოებული) რესურსების მოცულობის (რაოდენობის) ფარგლებში იმ ბუნებათმოსარგებლეებს, რომლებიც საკუთარი სახსრებით ახორციელებენ ბუნებრივი რესურსების აღდგენა-კვლავწარმოებას.

3. პირი, რომელიც ახორციელებს სანიტარიულ ჭრას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს იხდის ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა I კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის 60%-ის ოდენობით.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სოციალური ჭრის შედეგად სათბობი შეშით უზრუნველყოფისას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კატეგორიის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით.

საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2918 - სსმ I, №21, 22.04.2010 წ., მუხ.118

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4678 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 8. განსაკუთრებული შემთხვევები

1. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობებით სარგებლობის მოსაკრებელი გადაიხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში: პათოლოგიური დაავადებების შედეგად გამხმარი, დიდთოვლიანობისა და ქარისაგან მოთხრილი ხეების რეალიზაციისა და მაგისტრალური გზების, ელექტროგადამცემი ხაზების, მილსადენების, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობისას ჩატარებული ხეების ჭრების დროს. ასევე ამ სახეობებით სარგებლობის მოსაკრებელი გამოიყენება უკანონო ჭრების შედეგად მიყენებული ზიანის (ზარალის) დაანგარიშებისათვის.

2. ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობებით სარგებლობის მოსაკრებელი გამოიყენება რესურსების უკანონო მოპოვების შედეგად მიყენებული ზიანის (ზარალის) დაანგარიშებისათვის.

    მუხლი 9. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება

1. ამ კანონით განსაზღვრული მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოებს, გარდა ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემამდე წინასწარ გადასახდელი მოსაკრებლისა, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო.

2. საგადასახადო ორგანოები ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 17სექტემბრის კანონი №3604 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.356

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4390-ვებგვერდი,17.03 2011წ.

     მუხლი 10. პასუხისმგებლობა

ამ კანონის დარღვევისათვის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 17სექტემბრის კანონი №3604 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.356

    მუხლი 11. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

946-რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1504 - სსმ I, №29, 21.06.2005 წ., მუხ.182

     2. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1757 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.234

3. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2393 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.380

4. საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3497 - სსმ I, №35, 03.08.2005 წ., მუხ.253

5. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64

6. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5238 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.307

7. საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2323 - სსმ I, №46, 22.12.2009 წ., მუხ.354

8. საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2324 - სსმ I, №46, 22.12.2009 წ., მუხ.355

9. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2808 - სსმ I, №15, 31.03.2010 წ., მუხ.95

10. საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2918 - სსმ I, №21, 22.04.2010 წ., მუხ.118

11. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3291 - სსმ I, №32, 06.07.2010 წ., მუხ.199

12 . საქართველოს 2010 წლის 17სექტემბრის კანონი № 3604 - სსმ I, № 54 , 12 . 10 .2010 წ., მუხ. 356

13. საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი № 377 4 - სსმ I, № 63 , 10 . 11 .2010 წ., მუხ. 401

1 4 . საქართველოს 201 1 წლის 11 მარტის კანონი № 4390-ვებგვერდი,17.03 2011წ.

15. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4678 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

29. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 7025-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 28. 24/06/2020 - საქართველოს კანონი - 6409-IIს - ვებგვერდი, 01/07/2020 27. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5950-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 26. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1667-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 25. 20/09/2017 - საქართველოს კანონი - 1286-Iს - ვებგვერდი, 27/09/2017 24. 29/05/2015 - საქართველოს კანონი - 3674-IIს - ვებგვერდი, 04/06/2015 23. 24/12/2014 - საქართველოს კანონი - 2958-რს - ვებგვერდი, 30/12/2014 22. 30/04/2014 - საქართველოს კანონი - 2318-IIს - ვებგვერდი, 13/05/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 21/03/2014 - საქართველოს კანონი - 2149-IIს - ვებგვერდი, 04/04/2014 20. 10/07/2013 - საქართველოს კანონი - 802-რს - ვებგვერდი, 29/07/2013 19. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 481-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 18. 02/03/2012 - საქართველოს კანონი - 5749-Iს - ვებგვერდი, 15/03/2012 17. 08/11/2011 - საქართველოს კანონი - 5201-IIს - ვებგვერდი, 111114040, 14/11/2011 16. 05/07/2011 - საქართველოს კანონი - 5033-რს - ვებგვერდი, 110715015, 15/07/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4678-Iს - ვებგვერდი, 110601010, 01/06/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4390-Iს - ვებგვერდი, 110317020, 17/03/2011 13. 28/10/2010 - საქართველოს კანონი - 3774-IIს - სსმ, 63, 10/11/2010 12. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3604 - სსმ, 54, 12/10/2010 11. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3291 - სსმ, 32, 06/07/2010 10. 08/04/2010 - საქართველოს კანონი - 2918 - სსმ, 21, 22/04/2010 9. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2808 - სსმ, 15, 31/03/2010 8. 15/12/2009 - საქართველოს კანონი - 2324 - სსმ, 46, 22/12/2009 7. 15/12/2009 - საქართველოს კანონი - 2323 - სსმ, 46, 22/12/2009 6. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5238 - სსმ, 29, 27/07/2007 5. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4225 - სსმ, 5, 15/01/2007 4. 24/07/2006 - საქართველოს კანონი - 3497 - სსმ, 35, 03/08/2005 3. 20/12/2005 - საქართველოს კანონი - 2393 - სსმ, 55, 27/12/2005 2. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1757 - სსმ, 36, 11/07/2005 1. 02/06/2005 - საქართველოს კანონი - 1504 - სსმ, 29, 21/06/2005
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.