„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2324
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 22/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 210.000.000.05.001.003.812
  • Word
2324
15/12/2009
სსმ, 46, 22/12/2009
210.000.000.05.001.003.812
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-6 მუხლის პირველ პუნქტს:

  ) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

1) სასარგებლო წიაღისეულზე (გარდა მინერალური წყლებისა და ნახშირორჟანგისა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღებიდან, 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ლიცენზიით განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ან წლიური მაქსიმალური ოდენობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად ან ყოველდღიური ოდენობის შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;

) „1ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

 

შენიშვნა: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ იმ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიაზე, რომლითაც პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ან წლიური მაქსიმალური ოდენობა სასარგებლო წიაღისეულის კონკრეტული სახეობების მიხედვით; სხვა შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე;“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი 

მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 15 დეკემბერი.

2324–IIს