დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1757 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/06/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 11/07/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.000.05.001.001.906 |
საქართველოს კანონი
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კა-ნონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი-ლებები:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:
სასარგებლო წიაღისეულის სახეობანი | ზომის ერთეული | მოსაკრებლის ოდენობა ლარებში |
საწვავი და ენერგორესურსები: ნავთობი | 1 ტონა | 21 |
გაზი | 1000 მ3 | 2 |
ნახშირი | 1 ტონა | 1 |
ტორფი და საპროპელები | 1 ტონა | 0.7 |
შავი ლითონები: ა) რკინა; ბ) მანგანუმი. | 1ტონა/1%-იანი შემცველობით | 0.008 0.12 |
ლითონები: ფერადი ლითონები: ა) სპილენძი; ბ) ტყვია; გ) თუთია; დ) ანთიმონიტი; ე) კადმიუმი; ვ) ალუმინი; ზ) სტრონციუმი და სხვა. |
1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1ტონა/1%-იანი შემცველობით 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა |
136 37 90 0.09
800 000 104 0.8 |
კეთილშობილი ლითონები: ა) ოქრო; ბ) პლატინოიდები; გ) ვერცხლი. |
1 გრამი |
0.9 1.3 0.015 |
იშვიათი ლითონები, იშვიათი ელემენტები და იშვიათი მიწები | 1 გრამი | 1.5 |
სამთო-ქიმიური ნედლეული: ა) ანდეზიტი; ბ) ბარიტი; გ) კალციტი; დ) ბენტონიტური თიხები; ე) დიატომიტი და სხვა. |
1 მ3 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა |
0.6 1.8 1.2 3.6 6 |
არამადნეული ნედლეული, მეტალურგიისათვის საჭირო ნედლეულის ჩათვლით: ა) დოლომიტი; ბ) ცეცხლგამძლე თიხები; გ) საფლუსე კირქვები; დ) კვარცის ქვიშები საყალიბე და მინის წარმოებისათვის; ე) მინერალური პიგმენტები; ვ) ტალკი; ზ) ცეოლითი; თ) კაოლინი; ი) ტრაქიტი; კ) პეგმატიტი; ლ) ლითოგრაფიული ქვა და სხვა. |
1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა
1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 მ3 |
0.5 1 0.5 1.5
200 1 1 4.0 0.3 0.3 2 |
ძვირფასი ქვები | 1 კარატი | 1 |
საშენი მასალები: ა) საცემენტე ნედლეული (კირქვა); ბ) თაბაშირი; გ) გაჯი; დ) პერლიტი; ე) მოსაპირკეთებელი ქვები; ვ) ხრეში, ქვიშა; ზ) სააგურე თიხები; თ) სახერხი ქვები და სხვა. |
1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 მ3 1 მ3 1 მ3 1 მ3 |
0.14 0.7 1.0 1.8 1 0.2 0.35 0.7 |
მინერალური წყლები, გარდა ამავე პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მინერალური წყლებისა | 1 მ3 | 3 |
სამკურნალო ტალახი | 1 ტონა | 1 |
მიწისქვეშა თერმული წყლები | 7000 კკალ | 0.003 |
მიწისქვეშა მტკნარი წყლები: ა) ჩამოსასხმელი; ბ) საყოფაცხოვრებო. |
1 მ3 |
4 0.005 |
მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების ნარჩენები | 1 ტონა | 0.2 |
სამთამადნო საწარმოთა გამდიდრების კუდები | 1 ტონა | 0.18 |
ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ნახშირორჟანგით (გაზი CO2) სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ნახშირორჟანგის (გაზი CO2) იმ მოცულობით, რომელიც მიეცემა პირს წიაღით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული ყოველდღიური ლიმიტის ოდენობით. ნახშირორჟანგით (გაზი CO2) სარგებლობის მოსაკრებელი შეადგენს 20 ლარს 1 (ერთ) ტონაზე.“.
2. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ნახშირორჟანგზე (გაზი CO2) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ამ პერიოდის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული ყოველდღიური ლიმიტის ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 ივნისი.
№1757-რს
დოკუმენტის კომენტარები