„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5950-სს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 210020000.05.001.019856
5950-სს
22/05/2020
ვებგვერდი, 28/05/2020
210020000.05.001.019856
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა − სასარგებლო წიაღისეულის, ტყის რესურსების, ზედაპირული წყლის რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების გარემოდან ამოღება;“.

2. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო ტყის რესურსებით მოსარგებლე;

გ) სპეციალური სარგებლობის ჭრის შედეგად ამოღებული ტყის მერქნული რესურსებით მოსარგებლე;“.

3. მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტყის რესურსების მოცულობა/რაოდენობა;“.

4. მე-5 მუხლის მე-2 და 2პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გავრცელებულ ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფებისა და კატეგორიების მიხედვით:

 

ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფები და სახეობათა დასახელებები

მოსაკრებლის ოდენობა ერთი კუბური მეტრისათვის ლარებში

I

კატეგორია

II

კატეგორია

III

კატეგორია

IV

კატეგორია

1

2

3

4

5

I ჯგუფი:

უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი

102

71

41

6

II ჯგუფი:

მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი

60

42

24

4

III ჯგუფი:

წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი

47

33

19

3

IV ჯგუფი:

ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია

22

15

9

2

V ჯგუფი:

ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები

13

9

5

2

 

 

შენიშვნა: ტყის მერქნიან სახეობათა სხვადასხვა კატეგორიისათვის მიკუთვნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2​1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება აგრეთვე „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.“.

5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის − ტყის მერქნული რესურსების ბუნებიდან ამოღების (მოჭრის) მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არაუგვიანეს მათი ტყიდან ტრანსპორტირებისა, გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტყის მერქნული რესურსების პირადი მოხმარებისათვის, აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – წინასწარ, ტყის მერქნული რესურსების ბუნებიდან ამოღებამდე (მოჭრამდე);

გ) სპეციალური სარგებლობის ჭრის შედეგად ამოღებული ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – ტყის მერქნული რესურსების შემძენისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემამდე;“.

6. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის ადმინისტრირებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო;

 ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო;

გ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 მაისი 2020 წ.

N5950-სს