ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 946
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 30/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 210.020.000.05.001.001.707
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
946
29/12/2004
სსმ, 41, 30/12/2004
210.020.000.05.001.001.707
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (29/12/2006 - 11/07/2007)

                                             საქართველოს კანონი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

 

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპის დამკვიდრებით, გარემოს პოტენციური შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2393 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.380

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა – გარემოდან სასარგებლო წიაღისეულის, ტყის ფონდის მერქნული რესურსების, მცენარეული არამერქნული რესურსების (მათ შორის, სოჭის გირჩების), ზედაპირული წყლის რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების ამოღება;

ბ) (ამოღებულია);

გ) პირი – საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64

    მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია:

ა) პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას;

ბ) პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდიდან მერქნული რესურსებით სარგებლობას;

გ) სპეციალური ჭრების შედეგად ამოღებული მერქნული რესურსებით მოსარგებლე.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64

    მუხლი 4. მოსაკრებლის ობიექტი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) გარემოდან ამოღებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა);

ბ) ტყის ფონდის მერქნული რესურსების მოცულობა (რაოდენობა);

გ) მცენარეთა არამერქნული რესურსების (მათ შორის სოჭის გირჩების) მოცულობა (რაოდენობა);

დ) წყლის რესურსების მოცულობა (რაოდენობა);

ე) ცხოველთა სამყაროს რესურსების (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოცულობა (რაოდენობა);

ვ) გადამფრენი ფრინველების რაოდენობა.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64

    მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთი

1. წიაღით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:

ა) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:

სასარგებლო წიაღისეულის სახეობანი

ზომის ერთეული

მოსაკრებლის ოდენობა ლარებში

საწვავი და ენერგორესურსები:

 

 

 

 

 

ა) ნავთობი

1 ტონა

21

ბ) გაზი

1000 მ 3

2

გ) ნახშირი

1 ტონა

1

დ) ტორფი და საპროპელები

1 ტონა

0.7

შავი ლითონები:

ა) რკინა

ბ) მანგანუმი

1ტონა/1%-იანი შემცველობით

 

0.008

0.012

ფერადი ლითონები:

ა) სპილენძი

ბ) ტყვია

გ) თუთია

დ) ანთიმონიტი

 

 

ე) კადმიუმი

ვ) ალუმინი

ზ) ნიკელი

თ) კალა

ი) სტრონციუმი და სხვა

 

კეთილშობილი ლითონები:

ა) ოქრო

ბ) პლატინოიდები

გ) ვერცხლი

 

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1ტონა/1%-იანი შემცველობით

 

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

 

1 გრამი

 

136

37

90

0.09

 

 

800000

104

450

400

0.8

 

0.9

1.3

0.015

იშვიათი ლითონები, იშვიათი ელემენტები და

იშვიათი მიწები

1 გრამი

1.5

სამთო-ქიმიური ნედლეული:

ა) ანდეზიტი

ბ) ბარიტი

გ) კალციტი

დ) ბენტონიტური თიხები

ვ) ვერცხლისწყალი

ზ) დარიშხანი

თ) გოგირდი

ი) დიატომიტი და სხვა

 

1 მ 3

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1ტონა/1%-იანი შემცველობით

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

 

0.6

1.8

1.2

3.6

0.14

 

20

2

6

არამადნეული ნედლეული, მეტალურგიისათვის საჭირო ნედლეულის ჩათვლით:

ა) დოლომიტი

ბ) ცეცხლგამძლე თიხები

გ) საფლუსე კირქვები

დ) კვარცის ქვიშები საყალიბე და მინის წარმოებისათვის

ე) მინერალური პიგმენტები

ვ) ტალკი

ზ) ცეოლითი

თ) კაოლინი

ი) ტრაქიტი

კ) პეგმატიტი

ლ) კირქვა კირის წარმოებისათვის

მ) გრაფიტი

ნ) საყალიბე-საფლუსე თიხები

ო) კერამიკული თიხები

პ) ბუნებრივი ცარცის ქვა

ჟ) საფორმე ქვიშები

რ) ლითოგრაფიული ქვა და სხვა

 

 

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 მ 3

1 მ 3

 

 

0.5

1

0.5

1.5

200

1

1

4.0

0.3

0.3

0.15

8

0.3

0.2

0.1

0.3

2

ძვირფასი ქვები

1 კარატი

1

საიუველირო ნახევრადძვირფასი ქვები (აკვამარინი, ამეთვისტო, ქრიზოლითი, მთის ბროლი და სხვა)

საიუველირო-სანაკეთობო ქვები (აქატი, მალაქიტი, ნეფრიტი, სერდოლიკი, ქარვა, გიშერი, ლაზურიტი და სხვა)

 

იასპი (ეშმი)

 

1 კილოგრამი

 

1 კილოგრამი

 

 

1 გრამი

 

0.25

 

0.15

 

 

0.05

საშენი მასალები:

ა) საცემენტე ნედლეული (კირქვა, თიხამიწა, სპონგოლიტი)

ბ) თაბაშირი

გ) გაჯი

დ) პერლიტი

ე) ხრეში, ქვიშა

ვ) სააგურე თიხები

ზ) მოსაპირკეთებელი და სახერხი ქვები (გრანიტი, სიენიტი, დიორიტი, გაბრო, ტეშენიტი, ბაზალტი, ტუფი, მარმარილო)

თ) საღორღე ნედლეული

ი) სხვა საშენი მასალები

 

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 ტონა

1 მ 3

1 მ 3

1 მ 3

 

 

1 მ 3

1 მ 3

 

0.14

0.7

1.0

1.8

0.2

0.35

1.0

 

 

0.4

0.7

მინერალური წყლები , გარდა ამავე პუნქტის “–„ ქვეპუნქტებში აღნიშნული მინერალური წყლებისა

 

 

1 მ 3

 

3

სამკურნალო ტალახი

1 ტონა

1

მიწისქვეშა თერმული წყლები

7000 კკალ

0.003

მიწისქვეშა მტკნარი წყლები:

ა) ჩამოსასხმელი

ბ) საყოფაცხოვრებო

1 მ 3

 

4

0.005

მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების ნარჩენები

1 ტონა

0.2

სამთამადნო საწარმოთა გამდიდრების კუდები

1 ტონა

 

0.18

 ბ) „ბორჯომის“ მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის მოსაკრებელი 1 მ3 წყალზე შეადგენს 10 ლარს;

გ) „ნაბეღლავის“ მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის მოსაკრებელი 1 მ3 წყალზე შეადგენს 6 ლარს;

დ) „საირმის“ მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის მოსაკრებელი 1 მ3 წყალზე შეადგენს 6 ლარს;

ე) „უწერის“ მინერალური წყლით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის მოსაკრებელი 1 მ3 წყალზე შეადგენს 4 ლარს;

ვ) მინერალური წყლებით სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება წყლის იმ მოცულობით, რომელიც მიეცემა პირს წიაღით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული წლიური ოდენობის მიხედვით. წლიური ოდენობის გაანგარიშებისას გაითვალისწინება მინერალური წყლების სასაქონლო პროდუქციის წარმოების ნებართვით განსაზღვრული პირობები.

ზ) ნახშირორჟანგით (გაზი CO2) სარგებლობისათვის წიაღით სარგებლობის მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ნახშირორჟანგის (გაზი CO2) იმ მოცულობით, რომელიც მიეცემა პირს წიაღით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული ყოველდღიური ლიმიტის ოდენობით. ნახშირორჟანგით (გაზი CO2) სარგებლობის მოსაკრებელი შეადგენს 20 ლარს 1 (ერთ) ტონაზე.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ტყის ფონდის მიწებზე გავრცელებული ტყის მერქნიანი სახეობების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სატყეო სანიხრე თანრიგებისა და მერქნული რესურსების სასაქონლო ხარისხის მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:

ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფები ( სახეობათა დასახელების ჩათვლით )

სანიხრე თანრიგი ( მანძილი სარკინიგზო მაგისტრალამდე კმ - ში )

მოსაკრებლის ოდენობა ერთი მკვრივი კუბური მეტრისათვის ლარებში

 

 

 

 

 

სამასალე მერქანი უქერქოდ ( დიამეტრი წვრილ თავში )

საშეშე მერქანი ქერქით

მსხვილი 25 სმ და მეტი

საშუალო

13 სმ - დან

24 სმ - მდე

 

წვრილი

4 სმ - დან

 13 სმ - მდე

 

 

 

I ჯგუფი :

უთხოვარი , ბზა ,

ღვია ,

ძელქვა , კაკალი

 

1. 10-მდე

2. 10-დან 25- მდე

3. 25-დან 40- მდე

4. 40 და მეტი

 

102

90

78

66

 

90

81

72

63

 

81

72

63

54

 

15

12

9

6

II ჯგუფი :

მუხა , წაბლი ,

იფანი , თელა , თუთა , ნეკერჩხალი ,

ცაცხვი , პანტა ,

საღსაღაჯი

 

1. 10-მდე

2. 10-დან 25- მდე

3. 25-დან 40- მდე

4. 40 და მეტი

 

60

52

44

36

 

52

46

40

34

 

 

46

40

34

20

 

 

10

8

6

4

 

III ჯგუფი :

წიფელი , რცხილა , აკაცია , აკაკი ,

უხრავი

 

1. 10-მდე

2. 10-დან 25- მდე

3. 25-დან 40- მდე

4. 40 და მეტი

 

47

40

32

25

 

40

34

29

23

 

34

29

23

18

 

7

6

4

3

 

IV ჯგუფი :

ფიჭვი , ნაძვი , სოჭი , კედარი , კვიპაროსი , კრიპტომერია ,

ტუია

 

1. 10-მდე

2. 10-დან 25- მდე

3. 25-დან 40- მდე

4. 40 და მეტი

 

22

18

14

10

 

18

15

12

9

 

15

12

9

6

 

5

4

3

2

V ჯგუფი :

ჯაგრცხილა ,

ჭადარი , ტყის დანარჩენი

  მერქნიანი

  სახეობები

 

1. 10-მდე

2. 10-დან 25- მდე

3. 25-დან 40- მდე

4. 40 და მეტი

 

13

10

7

5

 

10

8

5

4

 

8

6

4

3

 

5

4

3

2

3. გარემოდან ამოღებული ტყის არამერქნული რესურსებით და ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ყოველ კილოგრამზე, შემდეგი ცხრილის მიხედვით:

რესურსების დასახელება სახეობათა ჯგუფების მიხედვით

მოსაკრებლის ოდენობა ( ლარი / კგ )

1

თეთრყვავილას ბოლქვები , ყოჩივარდას გორგლები

0.1

2

სოჭის გირჩა

0.60

4. წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:

ა) წყლის ობიექტების ჯგუფების მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:

                    წყლის ობიექტთა ჯგუფები

(წყლის ობიექტთა სახეობების დასახელების ჩათვლით)

მოსაკრებლის ოდენობა ერთ კუბურ მეტრზე ლარებში

I ჯგუფი (კასპიის ზღვის აუზის მდინარეები, ტბები და სხვა წყალსატევები)

0.01

II ჯგუფი (შავი ზღვის აუზის მდინარეები, ტბები და სხვა წყალსატევები)

0.005

III ჯგუფი (შავი ზღვის წყალი)

0.003

ბ) თბოსადგურებისათვის და სარწყავი სისტემებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 წყალზე შეადგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში შესაბამის წყლის ობიექტთა ჯგუფებისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობის 1 პროცენტს;

გ) ჰიდროელექტროსადგურებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 წყალზე შეადგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში შესაბამის წყლის ობიექტთა ჯგუფებისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობის 0,01 პროცენტს;

დ) კომუნალური და სოფლის წყალსადენებისათვის მტკნარი (მიწისქვეშა და ზედაპირული) წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 წყალზე შეადგენს 0,01 თეთრს.

5. ცხოველთა სამყაროს რესურსებით (ობიექტებით) სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ცხოველთა სამყაროს ობიექტების საქართველოში გავრცელებულ სახეობათა მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:

ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფები

( ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით )

მოსაკრებლის ოდენობა ( ძუძუმწოვრებისა და ფრინველებისათვის სახეობის ერთ ინდივიდზე , თევზებისა და წყლის ცხოველებისათვის ერთ ტონაზე ) ლარებში

I ჯგუფი ( დათვი )

1000

II ჯგუფი ( გარეული ღორი )

100

III ჯგუფი

) შველი ;

) ირემი .

500

1300

IV ჯგუფი ( მგელი )

100

V ჯგუფი

) ტურა ;

) მელა ;

) მაჩვი ;

) კვერნა ;

) ენოტისებური ძაღლი , ენოტი , ნუტრია ;

) ტყის კატა .

15

50

20

20

1

10

VI ჯგუფი ( კურდღელი )

2

VII ჯგუფი

) ჯიხვი ;

) არჩვი ;

) კავკასიური შურთხი .

1500

600

220

VIII ჯგუფი ( სხვა ძუძუმწოვრები )

2

IX ჯგუფი ( ხოხობი )

15

X ჯგუფი

) კაკაბი , გარეული ბატი ;

) გარეული იხვი .

4

1

XI ჯგუფი ( სხვა ფრინველები )

1

XII ჯგუფი ( ქაფშია )

25

XIII ჯგუფი :

) ქარსალა

) მერლანგი

) ხონთქარა

) ქაშაყი , პელამი , სამარიდა , სარღანი

) ლუფარი

) სკუმბრია , სარდინი , სტავრიდა

) ფარგა

) სამარისი

 

10

15

40

40

30

20

50

40

XIV ჯგუფი

) კეფალი , წვერა , ციმორი , მურწა ;

) შამაია ;

) ლოქო .

120

90

60

XV ჯგუფი

) თეთრი ამური , სქელშუბლა ;

) ტობი .

40

50

XVI ჯგუფი

) კობრი ;

) ჭერეხი ;

) კაპარჭინა ;

) ნაფოტა ;

) ქარიყლაპია .

40

70

30

10

10

XVII ჯგუფი ( სიგა , პელიადი , ჭაფალა )

15

XVIII ჯგუფი ( კატრანი )

80

XIX ჯგუფი

) მდინარის კალმახი , ტბის კალმახი ;

) ორაგულისებრნი .

200

525

XX ჯგუფი ( ზუთხისებრნი )

3000

XXI ჯგუფი

) რაპანი ;

) მიდია .

6

8

XXII ჯგუფი :

) ხრამული

) ქაშაყი

) კარჩხანა ( კარასი )

) ღორჯო

) ჭანარი

) მცირე ვიმბა

) კამბალა , კალკანი

 

50

5

5

5

50

15

40

XXIII ჯგუფი :

) ზღვის კატა

) ზღვის ენა

) ზღვის მელა

) ვარსკვლავთმრიცხველი

 

30

30

30

    40

6. გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის ოდენობა სეზონზე შეადგენს 10 ლარს.

საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1504 - სსმ I, №29, 21.06.2005 წ., მუხ.182

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1757 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.234

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3497 - სსმ I, №35, 03.08.2005 წ., მუხ.253

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64

    მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა:

ა) ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს ტყიდან მათი ტრანსპორტირებისა, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მერქნული რესურსების რეალიზაციისას;

1) მცენარეთა არამერქნული რესურსებით და მათი პროდუქტებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, ლიცენზიის მიღებამდე;

ბ) სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის რესურსების მოსაკრებელი გადაიხდება შესაბამისი წლის 1 დეკემბრამდე;

გ) გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, ლიცენზიის მიღებამდე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით;

დ) მინერალურ წყლებზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა ამ პერიოდის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული წლიური ოდენობის მიხედვით თანაბარ ნაწილებად;

ე) (ამოღებულია);

ვ) ნახშირორჟანგზე (გაზი CO2) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ამ პერიოდის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული ყოველდღიური ლიმიტის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ვადებში მოსაკრებლის გადამხდელი თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს მოსაკრებლის გაანგარიშებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1757 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.234

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3497 - სსმ I, №35, 03.08.2005 წ., მუხ.253

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64

    მუხლი 7. შეღავათები

1. მოსაკრებლებისაგან თავისუფლდება მეტროპოლიტენის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების, ინფრასტრუქტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისას მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

2. მოსაკრებელი უმცირდებათ 70 %-ით:

ა) იმ ბუნებათმოსარგებლეებს, რომლებიც ეწევიან ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო საქ-მიანობას;

ბ) აღდგენილი (კვლავწარმოებული) რესურსების მოცულობის (რაოდენობის) ფარგლებში იმ ბუნებათმოსარგებლეებს, რომლებიც საკუთარი სახსრებით ახორციელებენ ბუნებრივი რესურსების აღდგენა-კვლავწარმოებას.

    მუხლი 8. განსაკუთრებული შემთხვევები

1. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობებით სარგებლობის მოსაკრებელი გადაიხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში: პათოლოგიური დაავადებების შედეგად გამხმარი, დიდთოვლიანობისა და ქარისაგან მოთხრილი ხეების რეალიზაციისა და მაგისტრალური გზების, ელექტროგადამცემი ხაზების, მილსადენების, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობისას ჩატარებული ხეების ჭრების დროს. ასევე ამ სახეობებით სარგებლობის მოსაკრებელი გამოიყენება უკანონო ჭრების შედეგად მიყენებული ზიანის (ზარალის) დაანგარიშებისათვის.

2. ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობებით სარგებლობის მოსაკრებელი გამოიყენება რესურსების უკანონო მოპოვების შედეგად მიყენებული ზიანის (ზარალის) დაანგარიშებისათვის.

    მუხლი 9. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება

1. ამ კანონით განსაზღვრული მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოებს, გარდა ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემამდე წინასწარ გადასახდელი მოსაკრებლისა, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

2. საგადასახადო ორგანოები ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის IV-V კარებით დადგენილი წესით.

    მუხლი 10. პასუხისმგებლობა

ამ კანონის დარღვევისათვის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის VII კარით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 11. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

946-რს

 

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1504 - სსმ I, №29, 21.06.2005 წ., მუხ.182

     2. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1757 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.234

3. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2393 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.380

4. საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3497 - სსმ I, №35, 03.08.2005 წ., მუხ.253

5. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64

29. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 7025-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 28. 24/06/2020 - საქართველოს კანონი - 6409-IIს - ვებგვერდი, 01/07/2020 27. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5950-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 26. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1667-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 25. 20/09/2017 - საქართველოს კანონი - 1286-Iს - ვებგვერდი, 27/09/2017 24. 29/05/2015 - საქართველოს კანონი - 3674-IIს - ვებგვერდი, 04/06/2015 23. 24/12/2014 - საქართველოს კანონი - 2958-რს - ვებგვერდი, 30/12/2014 22. 30/04/2014 - საქართველოს კანონი - 2318-IIს - ვებგვერდი, 13/05/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 21/03/2014 - საქართველოს კანონი - 2149-IIს - ვებგვერდი, 04/04/2014 20. 10/07/2013 - საქართველოს კანონი - 802-რს - ვებგვერდი, 29/07/2013 19. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 481-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 18. 02/03/2012 - საქართველოს კანონი - 5749-Iს - ვებგვერდი, 15/03/2012 17. 08/11/2011 - საქართველოს კანონი - 5201-IIს - ვებგვერდი, 111114040, 14/11/2011 16. 05/07/2011 - საქართველოს კანონი - 5033-რს - ვებგვერდი, 110715015, 15/07/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4678-Iს - ვებგვერდი, 110601010, 01/06/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4390-Iს - ვებგვერდი, 110317020, 17/03/2011 13. 28/10/2010 - საქართველოს კანონი - 3774-IIს - სსმ, 63, 10/11/2010 12. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3604 - სსმ, 54, 12/10/2010 11. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3291 - სსმ, 32, 06/07/2010 10. 08/04/2010 - საქართველოს კანონი - 2918 - სსმ, 21, 22/04/2010 9. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2808 - სსმ, 15, 31/03/2010 8. 15/12/2009 - საქართველოს კანონი - 2324 - სსმ, 46, 22/12/2009 7. 15/12/2009 - საქართველოს კანონი - 2323 - სსმ, 46, 22/12/2009 6. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5238 - სსმ, 29, 27/07/2007 5. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4225 - სსმ, 5, 15/01/2007 4. 24/07/2006 - საქართველოს კანონი - 3497 - სსმ, 35, 03/08/2005 3. 20/12/2005 - საქართველოს კანონი - 2393 - სსმ, 55, 27/12/2005 2. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1757 - სსმ, 36, 11/07/2005 1. 02/06/2005 - საქართველოს კანონი - 1504 - სსმ, 29, 21/06/2005
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.