„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3674-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 210020000.05.001.017770
3674-IIს
29/05/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
210020000.05.001.017770
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) „უწერის“ მიწისქვეშა მინერალური წყლისთვის, წყლის ჩამოსასხმელად (სასმელ-სამკურნალო მიზნით) გამოყენების დროს, 1 მ3 წყალზე − 4 ლარით;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) „უწერის“ მიწისქვეშა მინერალური წყლისთვის, წყლის გარეგანი მოხმარების მიზნით (სამკურნალო აბაზანებისთვის) გამოყენების დროს, 1 მ3 წყალზე – 0.04 ლარით;“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 მაისი 2015 წ.

N3674-IIს