„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7025-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 210020000.05.001.020064
7025-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
210020000.05.001.020064
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-5 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2​1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი აგრეთვე გადაიხდევინება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N7025-რს