"ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4678-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110601010, 01/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 210020000.05.001.016320
  • Word
4678-Iს
17/05/2011
ვებგვერდი, 110601010, 01/06/2011
210020000.05.001.016320
"ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 41, 30.12.2004, მუხ. 213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე გავრცელებულ ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფებისა და კატეგორიების მიხედვით:

 

ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფები და სახეობათა დასახელებები

მოსაკრებლის ოდენობა ერთი კუბური მეტრისათვის ლარებში

I

კატეგორია

II

კატეგორია

III

კატეგორია

IV

კატეგორია

1

2

3

4

5

I ჯგუფი:

უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი

102

71

41

6

II ჯგუფი:

მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი

60

42

24

4

III ჯგუფი:

წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი

47

33

19

3

IV ჯგუფი:

ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია

22

15

9

2

V ჯგუფი:

ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები

13

9

5

2

 

შენიშვნა: ტყის მერქნიან სახეობათა სხვადასხვა კატეგორიისათვის მიკუთვნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირი, რომელიც ახორციელებს სანიტარიულ ჭრას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს იხდის ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა I კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის 60%-ის ოდენობით.“;

 ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სოციალური ჭრის შედეგად სათბობი შეშით უზრუნველყოფისას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კატეგორიის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით.“.

 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე გამოყოფილ ტყეკაფზე მოპოვებულ ხე-ტყეზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მოსაკრებლის მიხედვით.

 მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის  1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 17 მაისი.

№4678-Iს