დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3497 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 03/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210.070.000.05.001.002.373 |
საქართველოს კანონი
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:
| სასარგებლო წიაღისეულის სახეობანი | ზომის ერთეული | მოსაკრებლის ოდენობა ლარებში |
| საწვავი და ენერგორესურსები: ა) ნავთობი; | 1 ტონა | 21 |
| ბ) გაზი; გ) ნახშირი; დ) ტორფი და საპროპელები. | 1000 მ3 1 ტონა 1 ტონა | 2 1 0.7 |
| შავი ლითონები: ა) რკინა; ბ) მანგანუმი. | 1 ტონა/1%-იანი შემცველობით | 0.008 0.12 |
| ფერადი ლითონები: ა) სპილენძი; ბ) ტყვია; გ) თუთია; დ) ანტიმონიტი; ე) კადმიუმი; ვ) ალუმინი; ზ) სტრონციუმი და სხვა. | 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1ტონა/1%-იანი შემცველობით 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა | 136 37 90 0.09 800 000 104 0.8 |
| კეთილშობილი ლითონები: ა) ოქრო; ბ) პლატინოიდები; გ) ვერცხლი. | 1 გრამი | 0.9 1.3 0.015 |
| იშვიათი ლითონები, იშვიათი ელემენტები და იშვიათი მიწები | 1 გრამი | 1.5 |
| სამთო-ქიმიური ნედლეული: ა) ანდეზიტი; ბ) ბარიტი; გ) კალციტი; დ) ბენტონიტური თიხები; ე) დარიშხანის ნედლეული; ვ) დიატომიტი და სხვა. |
1 მ3 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა |
0.6 1.8 1.2 3.6 20 6 |
| არამადნეული ნედლეული, მეტალურგიისათვის საჭირო ნედლეულის ჩათვლით: ა) დოლომიტი; ბ) ცეცხლგამძლე თიხები; გ) საფლუსე კირქვები; დ) კვარცის ქვიშები საყალიბე და მინის წარმოებისათვის; ე) მინერალური პიგმენტები; ვ) ტალკი; ზ) ცეოლითი; თ) კაოლინი; ი) ტრაქიტი; კ) პეგმატიტი; ლ) ლითოგრაფიული ქვა და სხვა. |
1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 მ3 |
0.5 1 0.5 1.5 200 1 1 4.0 0.3 0.3 2 |
| ძვირფასი ქვები | 1 კარატი | 1 |
| საშენი მასალები: ა) საცემენტე ნედლეული (კირქვა); ბ) თაბაშირი; გ) გაჯი; დ) პერლიტი; ე) მოსაპირკეთებელი ქვები; ვ) ხრეში, ქვიშა; ზ) სააგურე თიხები; თ) სახერხი ქვები და სხვა. |
1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 მ3 1 მ3 1 მ3 1 მ3 |
0.14 0.7 1.0 1.8 1 0.2 0.35 0.7 |
| მინერალური წყლები, გარდა ამ პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მინერალური წყლებისა | 1 მ3 | 3 |
| სამკურნალო ტალახი | 1 ტონა | 1 |
| მიწისქვეშა თერმული წყლები | 7000 კკალ | 0.003 |
| მიწისქვეშა მტკნარი წყლები: ა) ჩამოსასხმელი; ბ) საყოფაცხოვრებო. | 1 მ3 | 4 0.005 |
| მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების ნარჩენები | 1 ტონა | 0.2 |
| სამთამადნო საწარმოთა გამდიდრების კუდები | 1 ტონა | 0.18 |
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გარემოდან ამოღებულ მცენარეთა არამერქნული რესურსებით და მათი პროდუქტებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ყოველ კილოგრამზე, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
| № | რესურსების დასახელება სახეობათა ჯგუფების მიხედვით | მოსაკრებლის ოდენობა (ლარი/კგ) |
| 1. | კაკალი | 0.2 |
| 2. | თხილი, წაბლი, წიფლის წიწიბო | 0.1 |
| 3. | კუნელი, ასკილი, მაყვალი, შინდი, მოცვი, ქაცვი, ფშატი | 0.08 |
| 4. | პანტა, მაჟალო | 0.05 |
| 5. | ტყემალი, ზღმარტლი, კვრინჩხი | 0.07 |
| 6. | ჯონჯოლი, ღანძილი | 0.1 |
| 7. | შქერის, დეკის, წყავის, ჭყორის, თრიმლის, თუთუბოს, ევკალიპტის, მოცვის, არყის ხის ნედლი ფოთლები | 0.05 |
| 8. | გვირილის, ქრისტესსისხლას, შავბალახას, ფარსმანდუკის, კრაზანას, ვარდკაჭაჭას, ორკბილას, ხარისშუბლას, მატიტელას, თავშავას, მრავალძარღვას ნედლი მასა | 0.5 |
| 9. | ჯადვარის, დათვის კენკრის, სვიის (გირჩები), ენდოს, ძაღლის სატაცურის (მიწის ქონი) ნედლი მასა | 0.7 |
| 10. | სოჭის გირჩა | 0.60 |
| 11. | მუხის ქერქი | 0.3 |
| 12. | ზეზეულ ხეებზე შეჭრილი ნედლი ტოტები: ა) უთხოვრის; ბ) სხვა წიწვოვანი სახეობების. |
0.3 0.2 |
| 13. | საკვები სოკოები: ა) ნიყვი; ბ) მანჭკვალა; გ) არყა; დ) დათვის სოკო; ე) სხვა საკვები სოკოები. | 0.3 0.05 0.04 0.1 0.07 |
| 14. | თეთრყვავილას ბოლქვები | 0.1 |
| 15. | ყოჩივარდას გორგლები | 0.1 |
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ტყის ფონდის ზეზეული ხეების მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს ტყიდან მათი ტრანსპორტირებისა;“;
ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) მცენარეთა არამერქნული რესურსებით და მათი პროდუქტებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, ლიცენზიის მიღებამდე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 24 ივლისი.
№3497–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები