დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6409-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020000.05.001.019920 |
6409-IIს
24/06/2020
ვებგვერდი, 01/07/2020
210020000.05.001.019920
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) პირი, რომელიც ზედაპირული წყლების გამოყენებით აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე ახორციელებს აკვაკულტურის საქმიანობას.“. 2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) აკვაკულტურის კონსტრუქციაში გამოყენებული ბუნებრივი წყლის რესურსებით სარგებლობისათვის − აკვაკულტურის კონსტრუქციის 1მ3-ზე − 0,8 ლარით, ტბორისთვის − 0,005 ლარით, საზღვაო წყლისთვის − 0,1 ლარით;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 24 ივნისი 2020 წ. N6409-IIს |
დოკუმენტის კომენტარები