„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 481-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 210020000.05.001.016940
481-რს
25/03/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
210020000.05.001.016940
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ) სპეციალური ჭრის შედეგად ამოღებული მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – მერქნული რესურსის შემძენისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემამდე;“.

     2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ამ კანონით განსაზღვრული მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოებს, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

   ა) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის ადმინისტრირებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო;

   ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო;

   გ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.“.

     3. 91 და 92 მუხლები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

   1. ამ კანონის ამოქმედებამდე „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმებები ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირების თაობაზე ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შეთანხმებების მოქმედების პერიოდში ან მათ გაუქმებამდე.

  2. პირს, რომელთანაც ამ კანონის ამოქმედებამდე დაიდო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება, უნარჩუნდება შეთანხმების დადების მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ვალდებულება.

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 მარტი 2013 წ.

N481-რს