„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2318-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 210020000.05.001.017415
2318-IIს
30/04/2014
ვებგვერდი, 13/05/2014
210020000.05.001.017415
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი:

„11. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შემთხვევაში ლიცენზიის გარეშე მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის პროპორციულად, ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 3 თვეში ერთხელ, მაგრამ არაუგვიანეს მე-3 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთანავე, თუ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა ან თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრულს, მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებულ ბუნებრივ რესურსებზე, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულებისა, გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარადგენს ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელს უფლება აქვს, არ წარადგინოს გაანგარიშება, თუ მის მიერ გაანგარიშება წარდგენილია და მომდევნო საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იცვლება ლიცენზიით განსაზღვრული მოსაკრებლის ობიექტის ოდენობა.“.

 

მუხლი 2. იმ პირებს, რომელთაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის გასული აქვთ ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდისა და შესაბამისი გაანგარიშების წარდგენის ვადა, უფლება აქვთ, ეს მოსაკრებელი გადაიხადონ და შესაბამისი გაანგარიშება წარადგინონ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 აპრილი 2014 წ.

N2318-IIს