დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 946 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 30/12/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.000.05.001.001.707 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ
ამ კანონის მიზანია ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპის დამკვიდრებით, გარემოს პოტენციური შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა.
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა − სასარგებლო წიაღისეულის, ტყის რესურსების, ზედაპირული წყლის რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების გარემოდან ამოღება;
ბ) (ამოღებულია);
გ) პირი – საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია:
ა) პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას;
ბ) სახელმწიფო ტყის რესურსებით მოსარგებლე;
გ) სპეციალური სარგებლობის ჭრის შედეგად ამოღებული ტყის მერქნული რესურსებით მოსარგებლე;
დ) პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებას (ბუნებრივი გარემოდან ამოღებას);
ე) პირი, რომელიც ზედაპირული წყლების გამოყენებით აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე ახორციელებს აკვაკულტურის საქმიანობას.
[ ვ) პირი, რომელიც ახორციელებს წყლის რესურსებით სპეციალურ სარგებლობას (ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება). (ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან)]
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ:
ა) სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა);
ბ) ტყის რესურსების მოცულობა/რაოდენობა;
გ) ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სახეობების რაოდენობა;
დ) წყლის რესურსების მოცულობა (რაოდენობა);
ე) ცხოველთა სამყაროს რესურსების მოცულობა (რაოდენობა).
მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთი
1. სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:
ა) სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:
სასარგებლო წიაღისეულის სახეობანი |
ზომის ერთეული |
მოსაკრებლის ოდენობა ლარებში |
საწვავი და ენერგორესურსები: |
|
|
ა) ნავთობი |
1 ტონა |
21 |
ბ) გაზი |
1000 მ 3 |
2 |
გ) ნახშირი |
1 ტონა |
1 |
დ) ტორფი და საპრობელები |
1 ტონა |
0.7 |
შავი ლითონები: |
1 ტონა/1%-იანი შემცველობით |
|
ა) რკინა |
|
0.008 |
ბ) მანგანუმი |
|
0.18 |
ფერადი ლითონები: |
|
|
ა) სპილენძი |
1 ტონა |
255.31 |
ბ) ტყვია |
1 ტონა |
37 |
გ) თუთია |
1 ტონა |
90 |
დ) ანთიმონიტი |
1 ტონა/1%-იანი შემცველობით |
0.09 |
ე) კადმიუმი |
1 ტონა |
800000 |
ვ) ალუმინი |
1 ტონა |
104 |
ზ) ნიკელი |
1 ტონა |
450 |
თ) კალა |
1 ტონა |
400 |
ი) სტრონციუმი და სხვა |
1 ტონა |
0.8 |
კეთილშობილი ლითონები: |
1 გრამი |
|
ა) ოქრო |
|
3 |
ბ) პლატინოიდები |
|
1.3 |
გ) ვერცხლი |
|
0.03 |
იშვიათი ლითონები, იშვიათი ელემენტები და იშვიათ მიწათა ელემენტები |
1 გრამი |
1.5 |
სამთო-ქიმიური ნედლეული: |
|
|
ა) ანდეზიტი |
1 მ 3 |
0.6 |
ბ) ბარიტი |
1 ტონა |
1.8 |
გ) კალციტი |
1 ტონა |
1.2 |
დ) ბენტონიტური თიხები |
1 ტონა |
3.6 |
ე) ვერცხლისწყალი |
1 ტონა/1%-იანი შემცველობით |
0.14 |
ვ) დარიშხანი |
1 ტონა |
20 |
ზ) გოგირდი |
1 ტონა |
2 |
თ) დიატომიტი და სხვა |
1 ტონა |
6 |
არამადნეული ნედლეული, მეტალურგიისათვის საჭირო ნედლეულის ჩათვლით: |
|
|
ა) დოლომიტი |
1 ტონა |
0.5 |
ბ) ცეცხლგამძლე თიხები |
1 ტონა |
1 |
გ) საფლუსე კირქვები |
1 ტონა |
0.5 |
დ) კვარცის ქვიშები საყალიბე და მინის წარმოებისათვის |
1 ტონა |
1.5 |
ე) მინერალური პიგმენტები |
1 ტონა |
200 |
ვ) ტალკი |
1 ტონა |
1 |
ზ) ცეოლითი |
1 ტონა |
1 |
თ) კაოლინი |
1 ტონა |
4.0 |
ი) ტრაქიტი |
1 ტონა |
0.3 |
კ) პეგმატიტი |
1 ტონა |
0.3 |
ლ) კირქვა კირის წარმოებისათვის |
1 ტონა |
0.15 |
მ) გრაფიტი |
1 ტონა |
8 |
ნ) საყალიბე-საფლუსე თიხები |
1 ტონა |
0.3 |
ო) კერამიკული თიხები |
1 ტონა |
0.2 |
პ) ბუნებრივი ცარცის ქვა |
1 ტონა |
0.1 |
ჟ) საფორმე ქვიშები |
1 მ 3 |
0.3 |
რ) ლითოგრაფიული ქვა და სხვა |
1 მ 3 |
2 |
ძვირფასი ქვები |
1 კარატი |
1 |
საიუველირო ნახევრად ძვირფასი ქვები (აკვამარინი, ამეთვისტო, ქრიზოლითი, მთის ბროლი და სხვა) |
1 კილოგრამი |
0.25 |
საიუველირო-სანაკეთობო ქვები (აქატი, მალაქიტი, ნეფრიტი, სერდოლიკი, ქარვა, გიშერი, ლაზურიტი და სხვა) |
1 კილოგრამი |
0.15 |
იასპი (ეშმი) |
1 გრამი |
0.05 |
საშენი მასალები: |
|
|
ა) საცემენტე ნედლეული (კირქვა) |
1 ტონა |
0.28 |
ბ) საცემენტე ნედლეული (თიხამიწა, სპონგოლიტი) |
1 ტონა |
0.14 |
გ) თაბაშირი |
1 ტონა |
0.7 |
დ) გაჯი |
1 ტონა |
1.0 |
ე) პერლიტი |
1 ტონა |
1.8 |
ვ) ხრეში, ქვიშა |
1 მ 3 |
0.6 |
ზ) სააგურე თიხები |
1 მ 3 |
0.35 |
თ) მოსაპირკეთებელი და სახერხი ქვები (გრანიტი, სიენიტი, დიორიტი, გაბრო, ტეშენიტი, ბაზალტი, ტუფი, მარმარილო) |
1 მ 3 |
1.0 |
ი) საღორღე ნედლეული |
1 მ 3 |
0.4 |
კ) სხვა საშენი მასალები |
1 მ 3 |
0.7 |
სასმელ-სამკურნალო და ჩამოსასხმელი მიწისქვეშა მინერალური წყლები, გარდა ამ პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მინერალური წყლებისა |
1 მ 3 |
3 |
სამკურნალო ტალახი |
1 ტონა |
1 |
გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლები |
1 მ 3 |
0.04 |
მიწისქვეშა თერმული (თბოენერგეტიკული დანიშნულების) წყლების გამოყენება, ტემპერატურით: |
1 მ 3 |
|
40◦C−60◦C |
|
0.03 |
60◦C−80◦C |
|
0.05 |
80◦C−100◦C |
|
0.06 |
100◦C-ზე მეტი |
|
0.08 |
მიწისქვეშა მტკნარი წყლები: |
1 მ 3 |
|
ა) მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენება |
|
4 |
ბ) მიწისქვეშა მტკნარი წყლების სხვა სამეწარმეო მიზნით გამოყენება |
|
0.005 |
მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების ნარჩენები |
1 ტონა |
0.2 |
სამთამადნო საწარმოთა გამდიდრების კუდები |
1 ტონა |
0.18 |
შენიშვნა: პირის (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტებისა) მიერ პირადი ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობისათვის მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება არ ექვემდებარება მიწისქვეშა მტკნარი წყლებისათვის დაწესებული ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდას;
ბ) „ბორჯომის“ მინერალური წყლისთვის, 1 მ 3 წყალზე − 30 ლარით;
გ) „ნაბეღლავის“ მინერალური წყლისთვის, 1 მ3 წყალზე − 18 ლარით;
დ) „საირმის“ მინერალური წყლისთვის, 1მ3 წყალზე − 6 ლარით ;
ე) „უწერის“ მიწისქვეშა მინერალური წყლისთვის, წყლის ჩამოსასხმელად (სასმელ-სამკურნალო მიზნით) გამოყენების დროს, 1 მ 3 წყალზე − 4 ლარით;
ე1) „უწერის“ მიწისქვეშა მინერალური წყლისთვის, წყლის გარეგანი მოხმარების მიზნით (სამკურნალო აბაზანებისთვის) გამოყენების დროს, 1 მ3 წყალზე – 0.04 ლარით;
ვ) ნახშირორჟანგისთვის (გაზი CO2 ), 1 ტონაზე − 20 ლარით .
2. სახელმწიფო ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გავრცელებულ ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფებისა და კატეგორიების მიხედვით:
ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფები და სახეობათა დასახელებები
|
მოსაკრებლის ოდენობა ერთი კუბური მეტრისათვის ლარებში
|
|||
I
კატეგორია
|
II
კატეგორია
|
III
კატეგორია
|
IV
კატეგორია
|
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
I ჯგუფი:
უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი
|
102
|
71
|
41
|
6
|
II ჯგუფი:
მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი
|
60
|
42
|
24
|
4
|
III ჯგუფი:
წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი
|
47
|
33
|
19
|
3
|
IV ჯგუფი:
ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია
|
22
|
15
|
9
|
2
|
V ჯგუფი:
ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები
|
13
|
9
|
5
|
2
|
შენიშვნა: ტყის მერქნიან სახეობათა სხვადასხვა კატეგორიისათვის მიკუთვნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება აგრეთვე „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.
3. გარემოდან ამოღებული ტყის არამერქნული რესურსებით, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით, აგრეთვე ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სახეობებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ყოველ კილოგრამზე, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
№
|
რესურსების დასახელება სახეობათა ჯგუფების მიხედვით
|
მოსაკრებლის ოდენობა
(ლარი/კგ)
|
1
|
თეთრყვავილას ბოლქვები, ყოჩივარდას გორგლები
|
0.1
|
2
|
სოჭის გირჩა
|
0.60
|
3
|
მოცვის ნაყოფი
|
0.01
|
4
|
მოცვის ფოთოლი
|
0.01
|
5
|
ხარისშუბლა
|
0.01
|
6
|
ასკილის ნაყოფი
|
0.01
|
7
|
მაჟალოს ნაყოფი
|
0.01
|
8
|
ქაცვის ნაყოფი
|
0.01
|
9
|
ფარსმანდუკის ყვავილი
|
0.01
|
10
|
ფურისულას ფესვი
|
0.01
|
11
|
ფურისულას ყვავილი
|
0.01
|
12
|
ცხენისკბილას ბოლქვი
|
0.01
|
13
|
კოწახურის ნაყოფი
|
0.01
|
14
|
კუნელის ნაყოფი
|
0.01
|
15
|
სხვა სახეობები
|
0.01
|
4. წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:
ა) წყლის ობიექტების ჯგუფების მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:
წყლის ობიექტთა ჯგუფები (წყლის ობიექტთა სახეობების დასახელების ჩათვლით) |
მოსაკრებლის ოდენობა ერთ კუბურ მეტრზე ლარებში |
I ჯგუფი (კასპიის ზღვის აუზის მდინარეები, ტბები და სხვა წყალსატევები) |
0.01 |
II ჯგუფი (შავი ზღვის აუზის მდინარეები, ტბები და სხვა წყალსატევები) |
0.005 |
III ჯგუფი (შავი ზღვის წყალი) |
0.003 |
ბ) თბოსადგურებისათვის და სარწყავი სისტემებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 წყალზე შეადგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში შესაბამის წყლის ობიექტთა ჯგუფებისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობის 1 პროცენტს;
გ) ჰიდროელექტროსადგურებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 წყალზე შეადგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში შესაბამის წყლის ობიექტთა ჯგუფებისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობის 0,01 პროცენტს;
გ1) აკვაკულტურის კონსტრუქციაში გამოყენებული ბუნებრივი წყლის რესურსებით სარგებლობისათვის − აკვაკულტურის კონსტრუქციის 1მ3-ზე − 0,8 ლარით, ტბორისთვის − 0,005 ლარით, საზღვაო წყლისთვის − 0,1 ლარით;
დ) კომუნალური და სოფლის წყალსადენებისათვის მტკნარი (მიწისქვეშა და ზედაპირული) წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 წყალზე შეადგენს 0,01 თეთრს.
5. ცხოველთა სამყაროს რესურსებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ცხოველთა სამყაროს ობიექტების საქართველოში გავრცელებულ სახეობათა მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:
ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფები
(ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით)
|
მოსაკრებლის ოდენობა (ძუძუმწოვრებისა და ფრინველებისათვის − სახეობის ერთ ინდივიდზე, თევზებისა და წყლის ცხოველებისათვის − ერთ ტონაზე) ლარებში
|
I ჯგუფი (დათვი)
*
|
1700 |
II ჯგუფი (გარეული ღორი) |
100 |
III ჯგუფი |
|
ა) შველი |
500 |
ბ) ირემი
*
|
1700 |
IV ჯგუფი (მგელი) |
100 |
V ჯგუფი |
|
ა) ტურა |
15 |
ბ) მელა |
50 |
გ) მაჩვი |
20 |
დ) კვერნა |
20 |
ე) ენოტისებური ძაღლი, ენოტი, ნუტრია |
1 |
ვ) ტყის კატა |
10 |
VI ჯგუფი (კურდღელი) |
2 |
VII ჯგუფი |
|
ა) ჯიხვი
*
|
1700 |
ბ) არჩვი
*
|
1350 |
გ) შურთხი, კასპიური შურთხი
*
|
220 |
დ) ნიამორი
*
|
8350 |
VIII ჯგუფი (სხვა ძუძუმწოვრები) |
2 |
IX ჯგუფი (ხოხობი) |
15 |
X ჯგუფი |
|
ა) კაკაბი, გარეული ბატი |
4 |
ბ) გარეული იხვი |
1 |
გ) დურაჯი |
1 |
დ) გნოლი |
1 |
ე) როჭო, კავკასიური როჭო
*
|
1 |
XI ჯგუფი (სხვა ფრინველები) |
1 |
XII ჯგუფი (მტკნარი წყლის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები) |
|
ა) სალამურა, გოჭალა, გველანა, ტაფელა, ჯუჯა ქაშაპი, კვირჩხლა |
5 |
ბ) ციმორი, თეთრულა, თაღლითა, ფრიტა, შავწარბა |
10 |
გ) კარჩხანა, ღორჯოსებრნი, ფარფლწითელა (ფრთაწითელა) |
15 |
დ) ქორჭილა, ნაფოტა (ჩვეულებრივი, მტკვრის, მორევის
*
), ქაშაპი (კავკასიური), კაპარჭინა, ვიმბა, თრისა (შამაია), ჭაფალა |
25 |
ე) წერი (ქარიყლაპია), სქელშუბლა (თეთრი და ჭრელი), რიპუსი |
65 |
ვ) სიგი, პელიადი, ამური, ჭერეხი, ტობი, წვერა, კობრი (გოჭა), გუწუ (ლოქორია), ჭანარი, მურწა, ხრამული |
80 |
ზ) მდინარის კიბოები |
150 |
თ) ღლავი (ლოქო), ფარგა, ცისარტყელა კალმახი, პალია |
200 |
ი) კალმახი (მდინარის/ტბის)
*
|
1500 |
კ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სხვა თევზები |
250 |
ლ) სხვა მტკნარი წყლის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები |
100 |
XIII ჯგუფი (ზღვის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები) |
|
ა) ზღვის ნაწლავღრუიანები, სავარცხლურები |
0,5 |
ბ) რაპანა |
3 |
გ) ზღვისფინიისებრთა ოჯახი, თაგვთევზისებრთა ოჯახი |
10 |
დ) ქარსალა, ათერინა, ჭიჭყინა |
15 |
ე) ქაფშია, ზღვის მელა, ზღვის კატა, სარდინა, სარდინელა, ღიპა ქაშაყი (პალიასტომის ტბის და აზოვის ზღვის), მწვანულა, ზღვის კარჩხანა, სმარისი, ზღვის ურჩხული, ვარსკვლავთმრიცხველი (ზღვის ძროხა), გველმსგავსა (ოფიდიონი), ზღვის ღლაბუტა, ღორჯოსებრნი, სკორპენა (ზღვის ჩიქვი), ზღვის ენა, ქვის ქორჭილა, მიდია და სხვა ორსაგდულიანი მოლუსკები |
25 |
ვ) სტავრიდა, მერლანგი |
45 |
ზ) კეფალისებრნი (სინღილი, ლობანი, პილენგასი და სხვა), პელამიდა, შავი ზღვის ქაშაყი, სკუმბრია, ქიცვიანი ზვიგენი (კატრანი) |
65 |
თ) ხონთქარა (ბარაბული), მუქი ნაგვერდალა (მუქი სციენა), კამბალა-გლოსა |
80 |
ი) სარგანი (ნემსა), ლუფარი |
100 |
კ) ცხენთევზა, ნემსთევზა, გარნელი (კრევეტი) და სხვა ათფეხა კიბოები, ზღვის მამალი |
150 |
ლ) ღია ნაგვერდალა (ნათელუმბრინა), ლავრაკი |
200 |
მ) კამბალა-კალკანი, გველთევზა |
250 |
ნ) სხვა ზღვის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები |
100 |
XIV ჯგუფი (გამსვლელი თევზები) |
|
ა) შავი ზღვის ორაგული
*
|
3000 |
ბ) ზუთხისებრნი
*
|
5000 |
XV ჯგუფი (მცირე ვეშაპისებრნი) |
|
ა) აფალინა
*
|
25000 (ერთეულის ფასი) |
ბ) თეთრგვერდა დელფინი |
2500 (ერთეულის ფასი) |
გ) ზღვის ღორი
*
|
1000 (ერთეულის ფასი) |
შენიშვნა: ცხრილში „*“ ნიშნით აღნიშნულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცალკეული სახეობები.
6. გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის ოდენობა სეზონზე შეადგენს 10 ლარს.
მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა:
ა) ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის − ტყის მერქნული რესურსების ბუნებიდან ამოღების (მოჭრის) მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არაუგვიანეს მათი ტყიდან ტრანსპორტირებისა, გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტყის მერქნული რესურსების პირადი მოხმარებისათვის, აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – წინასწარ, ტყის მერქნული რესურსების ბუნებიდან ამოღებამდე (მოჭრამდე);
გ) სპეციალური სარგებლობის ჭრის შედეგად ამოღებული ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – ტყის მერქნული რესურსების შემძენისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემამდე;
დ) ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სახეობებით სარგებლობისათვის − წინასწარ, ლიცენზიის მიღებამდე;
დ1) იურიდიული პირის მიერ ტყის არამერქნული რესურსებით, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით (გარდა ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სახეობებისა) სარგებლობისათვის − არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 1 მარტისა, ფაქტობრივად მოპოვებული ბუნებრივი რესურსების რაოდენობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მიხედვით;
ე) სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლით სარგებლობისათვის – შესაბამისი წლის 1 დეკემბრამდე;
ვ) გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის – წინასწარ, ნადირობის დაწყებამდე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესით ;
ზ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
შენიშვნა: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეჟიმი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებზედაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზია გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით, მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე. თუ აღნიშნულ პირებს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების განხორციელებისას წარმოეშვათ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მიზნებისათვის მოპოვების აუცილებლობა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა;
თ) (ამოღებულია – 05.07.2011, №5033);
ი) (ამოღებულია – 05.07.2011, №5033);
კ) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსებით სარგებლობისათვის – არა უგვიანეს ყოველი წლის 15 ივლისისა, თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრული ოდენობით;
ლ) ცხოველთა სამყაროს ობიექტით სარგებლობისათვის − ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის მიღების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არა უგვიანეს ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვებისა (ბუნებრივი გარემოდან ამოღებისა).
1 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შემთხვევაში ლიცენზიის გარეშე მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის პროპორციულად, ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 3 თვეში ერთხელ, მაგრამ არაუგვიანეს მე-3 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთანავე, თუ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა ან თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრულს, მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა) და 11 პუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებისათვის გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში წარუდგენს საგადასახადო ორგანოს. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელს უფლება აქვს, არ წარადგინოს გაანგარიშება, თუ მას გაანგარიშება წარდგენილი აქვს და მომდევნო საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იცვლება შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ობიექტის რაოდენობა.
1. მოსაკრებლებისაგან თავისუფლდება მეტროპოლიტენის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების, ინფრასტრუქტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისას მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).
2. მოსაკრებელი უმცირდებათ 70 %-ით:
ა) იმ ბუნებათმოსარგებლეებს, რომლებიც ეწევიან ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო საქ-მიანობას;
ბ) აღდგენილი (კვლავწარმოებული) რესურსების მოცულობის (რაოდენობის) ფარგლებში იმ ბუნებათმოსარგებლეებს, რომლებიც საკუთარი სახსრებით ახორციელებენ ბუნებრივი რესურსების აღდგენა-კვლავწარმოებას.
3. პირი, რომელიც ახორციელებს სანიტარიულ ჭრას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს იხდის ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა I კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის 60%-ის ოდენობით.
4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სოციალური ჭრის შედეგად სათბობი შეშით უზრუნველყოფისას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კატეგორიის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით.
მუხლი 8. განსაკუთრებული შემთხვევები
1. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).
2. ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობებით სარგებლობის მოსაკრებელი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რესურსების უკანონო მოპოვების შედეგად მიყენებული ზიანის (ზარალის) დაანგარიშებისათვის.
მუხლი 9. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება
1. ამ კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ და „დ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოსაკრებლებისა, რომელთა გადახდის ადმინისტრირებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო;
ბ) (ამოღებულია - 15.12.2021, №1102);
გ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
2. საგადასახადო ორგანოები ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
ამ კანონის დარღვევისათვის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 101. გარდამავალი დებულებანი
1. 2016 წლის 1 იანვრამდე 1 ტონა/1%-იანი შემცველობით მანგანუმზე მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 0.12 ლარით.
2. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ცხრილით გათვალისწინებული №3−№15 რესურსებით სარგებლობისათვის განსაზღვრული ოდენობების მოსაკრებლები მოქმედებს 2027 წლის 1 იანვრამდე − შესაბამისი რესურსების მდგომარეობის შეფასებამდე.
ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 29 დეკემბერი.
№ 946-რს
დოკუმენტის კომენტარები