დიპლომატიური სამსახურის შესახებ

დიპლომატიური სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5568
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 21/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 480.040.000.05.001.003.070
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5568
07/12/2007
სსმ, 45, 21/12/2007
480.040.000.05.001.003.070
დიპლომატიური სამსახურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (14/12/2022 - 07/03/2024)

საქართველოს კანონი

 

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი ადგენს საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ორგანიზების სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს დიპლომატიური სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

2. დიპლომატიური სამსახური მონაწილეობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ფორმირებაში, უზრუნველყოფს მის განხორციელებას და საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად კოორდინაციას უწევს ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებს.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დიპლომატიური სამსახური – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი ქვედანაყოფები ქვეყნის ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ;

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) – სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფოებრივ მართვას;

გ) დიპლომატიური წარმომადგენლობა – სამინისტროს ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისას წარმოადგენს საქართველოს;

დ) საკონსულო დაწესებულება – სამინისტროს ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არის დაფუძნებული, წარმოადგენს საქართველოს;

ე) (ამოღებულია);

ვ) (ამოღებულია - 14.12.2022, №2297);

ზ) დიპლომატიური რანგი – დიპლომატიურ სამსახურში დაწესებული სპეციალური რანგი, რომელიც ენიჭება დიპლომატიური თანამდებობის პირს;

თ) დიპლომატიური თანამდებობის პირი – დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც მინიჭებული აქვს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მიენიჭოს დიპლომატიური რანგი;

ი) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს საშტატო არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული პროფესიული საჯარო მოხელეები, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები – საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს, ხელს უწყობენ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელებაში. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ი.ა) ადმინისტრაციული პერსონალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს საშტატო არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული პროფესიული საჯარო მოხელეები, რომლებიც ახორციელებენ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავიანთ ძირითად პროფესიულ საქმიანობას, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში და რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ენიჭებათ მოხელის კლასი;

ი.ბ) ტექნიკური პერსონალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვთ სამინისტროს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;

ი.გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით, სამსახურში მიიღება შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადით და რომელსაც არ უკავია ამ კანონით დიპლომატიური თანამდებობის პირისთვის, ადმინისტრაციული პერსონალისთვის ან ტექნიკური პერსონალისთვის გათვალისწინებული თანამდებობა;

კ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვი – იმ დიპლომატიური თანამდებობის პირების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, რომლებიც ამ კანონითა და „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“ განსაზღვრული საფუძვლებით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან ვადის გასვლის, სხვა სამსახურში გადასვლის ან/და ვაკანსიის არარსებობის გამო ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია უკონკურსოდ დაინიშნონ დიპლომატიურ თანამდებობაზე;

ლ) (ამოღებულია - 26.12.2018, №4141);

მ) მომსახურე პერსონალი – ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული, სათანადო კვალიფიკაციის მქონე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც, „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციისა და „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ 1963 წლის ვენის კონვენციის შესაბამისად, ემსახურებიან დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს; 

ნ) როტაცია – სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირთა ურთიერთშენაცვლება;

ო) როტაციის წესით სამუშაო მივლინება – დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ წარგზავნა ამ კანონით დადგენილი წესითა და ვადით;

პ) ოჯახის წევრი − როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი დიპლომატიური თანამდებობის პირის, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, არასრულწლოვანი გერი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში განათლების მიღების დასრულებამდე – სრულწლოვანი შვილი/გერი, სრულწლოვანების მიღწევიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში;

ჟ) პირველადი მოწყობის ხარჯები – დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებული თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად გაცემული თანხა, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

რ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ მივლინებული თანამდებობის პირი.

ს) თავდაცვის ატაშე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში აკრედიტებული სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ხასიათის ურთიერთობებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენს საქართველოს;

ტ) პოლიციის ატაშე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი;

1) უსაფრთხოების ატაშე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი;

2) (ამოღებულია - 15.07.2020, №7031); 

უ) მეკავშირე ოფიცერი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი;

ფ) ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი – საქართველოს პროკურატურის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში მივლინებული პირი, რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით;

ქ) ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარე − საქართველოს პროკურატურის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში მივლინებული პირი, რომელიც დახმარებას უწევს ევროჯასტში მეკავშირე პროკურორს და რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

საქართველოს 2009 წლის 6 აგვისტოს კანონი №1606 - სსმ I, № 24, 13.08.2009 წ., მუხ. 147

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2994 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.159

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 17 მაისის კანონი №602 – ვებგვერდი, 07.06.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1051 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1442 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2360 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3135 – ვებგვერდი, 23.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3364 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3928 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5562 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №191 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1707 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5078 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7031 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 3. დიპლომატიური სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

დიპლომატიური სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) დიპლომატიური საშუალებებით საქართველოს სუვერენიტეტის, ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა;

ბ) საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება;

გ) საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს ინტერესების წარმოდგენა და დაცვა;

დ) საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სტატუსის განმტკიცება;

ე) საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და სხვა სახის კავშირების განმტკიცება;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;

ზ) სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო პოლიტიკის გატარება;

თ) საზღვარგარეთ განლაგებული საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საქმიანობისათვის ხელის შეწყობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

კ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისათვის ხელის შეწყობა;

ლ) საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ხელის შეწყობა;

მ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების განუხრელი დაცვისა და შემდგომი განვითარებისათვის ხელის შეწყობა.

საქართველოს 2009 წლის 6 აგვისტოს კანონი №1606 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ. 147

    მუხლი 4. დიპლომატიური სამსახურის ფასეულობები, პრინციპები და პროფესიული ეთიკის ქარტია

1. დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებია:

ა) პროფესიონალიზმი, ერთგულება, პატიოსნება და მიუკერძოებლობა;

ბ) პატრიოტიზმი და ანგარიშვალდებულება ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

2. დიპლომატიური სამსახურის პრინციპებია:

ა) ეროვნული ინტერესების თანმიმდევრულად განხორციელება;

ბ) საგარეო პოლიტიკის ქმედებებისა და ინიციატივების მდგრადობა და პროგნოზირებადობა;

გ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემა;

დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა ზუსტი და თანმიმდევრული დაცვა;

ე) საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად დიპლომატიურ სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;

ვ) მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა;

ზ) დიპლომატიური სამსახურის ერთიანობა;

თ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

3. დიპლომატიური სამსახურის პროფესიული ეთიკის ქარტიის მიზანია, ხელი შეუწყოს დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებისა და პრინციპების პატივისცემას.

    მუხლი 5. დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი

დიპლომატიურ სამსახურს ხელმძღვანელობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

    მუხლი 6. დიპლომატიური წარმომადგენლობები

1. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებია:

ა) საქართველოს საელჩო;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მუდმივი წარმომადგენლობა იქმნება იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის წევრი სახელმწიფოცაა საქართველო, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმომადგენლობა – იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის წევრი სახელმწიფოც არ არის საქართველო.

3. ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის საბოლოო ან დროებითი გაწვევის შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვა მიენდოს მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღები იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოსთვის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოსა და მის მოქალაქეთა ინტერესების დაცვა შეიძლება განხორციელდეს მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საქართველოს ინტერესთა სექციის შექმნის გზით.

5. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

6. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

7. მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ გამოიყენოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წახალისების ფორმა ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

საქართველო 2009 წლის 6 აგვისტო კანონი 1606 - სსმ I , 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147  

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 1 7 მაისის კანონი № 602 – ვებგვერდი, 07 .0 6 .2013წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1 051  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის კანონი  №4352  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.

საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი  №130  - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 61. დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირითადი ფუნქციები

1. დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს/საერთაშორისო ორგანიზაციას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო, კულტურულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა;

ბ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა და საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს, იმიჯის პოპულარიზაცია;

გ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში/საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს ინტერესების დაცვა;

დ) საქართველოს ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, კერძოდ, დახვედრისა და გაცილების ცერემონიების გამართვა, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობისათვის ხელის შეწყობა;

 ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.

2. ოფიციალური შეხვედრებისას (ვიზიტებისას) დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესსა და ტიპობრივ დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2091 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.

     მუხლი 7. საკონსულო დაწესებულებები

საქართველოს საკონსულო დაწესებულებების სახეები და სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება საკონსულო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით .

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 - ვებგვერდი, 22.06.2012წ.

    მუხლი 71. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 - ვებგვერდი, 22.06.2012წ.

    მუხლი 8. გადაწყვეტილებები დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ

1. გადაწყვეტილებებს დიპლომატიური წარმომადგენლობის დაფუძნებისა და ლიკვიდაციის შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა.

2. გადაწყვეტილებებს დიპლომატიური წარმომადგენლობის რეორგანიზაციის, აგრეთვე საკონსულო დაწესებულების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ იღებს მინისტრი.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1 051  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

 

თავი II. დიპლომატიური სამსახურის საკადრო შემადგენლობა და თანამდებობები

საქართველო 2009 წლის 6 აგვისტო კანონი 1606 - სსმ I , 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

    მუხლი 9. დიპლომატიური თანამდებობის პირის სამართლებრივი მდგომარეობა

1. დიპლომატიური თანამდებობის პირი ირიცხება საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

2. დიპლომატიური თანამდებობის პირის სამართლებრივი მდგომარეობა რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 10. დიპლომატიურ სამსახურის მოსამსახურეთა კატეგორიები

დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობების კატეგორიებია:

ა) დიპლომატიური თანამდებობა;

ბ) ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობა;

გ) ტექნიკური პერსონალის თანამდებობა;

დ) მომსახურე პერსონალის თანამდებობა;

ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

საქართველო 2009 წლის 6 აგვისტო კანონი 1606 - სსმ I , 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

    მუხლი 11. დიპლომატიური თანამდებობები

დიპლომატიური თანამდებობებია:

ა) უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა;

ბ) უფროსი დიპლომატიური თანამდებობა;

გ) უმცროსი დიპლომატიური თანამდებობა;

დ) პირველადი დიპლომატიური თანამდებობა.

საქართველო 2009 წლის 6 აგვისტო კანონი 1606 - სსმ I , 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

    მუხლი 111. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობების რანგირება

1. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობები ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში:

ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე;

ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე;

გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე;

დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე.

2. პირველი რანგი არის ყველაზე მაღალი იერარქიული რანგი, ხოლო მეოთხე რანგი – ყველაზე დაბალი იერარქიული რანგი.

3. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობების იერარქიულ რანგებში განაწილების წესი და შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მობილობის, დახურული კონკურსის ჩატარებისა და შრომის ანაზღაურების გაცემის მიზნებისა და „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“ განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის, ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დიპლომატიური თანამდებობები უთანაბრდება ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობებისთვის დადგენილ შემდეგ იერარქიულ რანგებს:

ა) უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა – პირველ რანგს;

ბ) უფროსი დიპლომატიური თანამდებობა – მეორე რანგს;

გ) უმცროსი დიპლომატიური თანამდებობა – მესამე რანგს;

დ) პირველადი დიპლომატიური თანამდებობა – მეოთხე რანგს.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

    მუხლი 112. ადმინისტრაციული პერსონალის კლასები  

1. ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებელია მიენიჭოს მოხელის კლასი შეფასების შედეგების მიხედვით.

2. ადმინისტრაციული პერსონალის კლასების საერთო რაოდენობაა 12.

3. ადმინისტრაციულ პერსონალს მინიჭებული მოხელის კლასი მუდმივად უნარჩუნდება. ადმინისტრაციული პერსონალისათვის მინიჭებული მოხელის კლასის ჩამორთმევა დაუშვებელია.

4. ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელსაც მიენიჭა მოხელის კლასი, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და დიპლომატიურ სამსახურში სხვა არადიპლომატიურ თანამდებობაზე გადასვლისას ადმინისტრაციულ პერსონალს უნარჩუნდება საკლასო დანამატი. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას ადმინისტრაციულ პერსონალს უნარჩუნდება საკლასო დანამატი.

6. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შემთხვევაში ადმინისტრაციულ პერსონალს საკლასო დანამატი არ ეძლევა.

7. ადმინისტრაციული პერსონალისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

    მუხლი 12. უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობები

უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობებია:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) სამინისტროს გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი;

გ) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი;

დ) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

ე) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენელი;

ზ) გენერალური კონსული;

თ) საგანგებო დავალებათა ელჩი;

ი) ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი.

საქართველო 2009 წლის 6 აგვისტო კანონი 1606 - სსმ I , 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2041 - სსმ I, №37, 30.11.2009 წ., მუხ.275

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5078 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.

    მუხლი 13. უფროსი დიპლომატიური თანამდებობები

უფროსი დიპლომატიური თანამდებობებია:

ა) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე;

1 ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე;

2 ) მინისტრის სამდივნოს უფროსი;

დ) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი;

ე) უფროსი მრჩეველი;

ვ) კონსული;

ზ) მრჩეველი;

თ) თავდაცვის ატაშე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;

ი) პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე და მეკავშირე ოფიცერი;

კ) (ამოღებულია - 15.07.2020, №7031); 

ლ) ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარე.

საქართველო 2009 წლის 6 აგვისტო კანონი 1606 - სსმ I , 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1442 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 24  ივნისის კანონი  №5562  - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5078 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7031 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.

    მუხლი 14. უმცროსი დიპლომატიური თანამდებობები

უმცროსი დიპლომატიური თანამდებობებია:

ა) ვიცე-კონსული;

ბ) პირველი მდივანი;

გ) საკონსულო აგენტი;

დ) მეორე მდივანი;

ე) მესამე მდივანი;

ვ) (ამოღებულია - 26.12.2018, №4141) ;

ზ) თავდაცვის ატაშეს აპარატისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აპარატის თანამდებობის პირები;

თ) პოლიციის/უსაფრთხოების ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის აპარატების მოსამსახურეები.  

საქართველო 2009 წლის 6 აგვისტო კანონი 1606 - სსმ I , 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1442 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

    მუხლი 141. პირველადი დიპლომატიური თანამდებობა

პირველადი დიპლომატიური თანამდებობაა ატაშე.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

    მუხლი 15. დიპლომატიური თანამდებობის პირის თანამდებობრივი შეუთავსებლობა

დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდან პირი წყვეტს ნებისმიერ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობის პერიოდში დიპლომატიური თანამდებობის პირი პოლიტიკურად ნეიტრალურია და არა აქვს უფლება, ეწეოდეს საქმიანობას/პროპაგანდას ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის, გაერთიანების სასარგებლოდ ან წინააღმდეგ.

    მუხლი 16. დიპლომატიური თანამდებობის პირის ვალდებულებანი

დიპლომატიური თანამდებობის პირი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს სახელმწიფო ინტერესები;

ბ) პატივი სცეს და დაიცვას საქართველოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა და ჩვეულებანი;

გ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი.

საქართველო 2009 წლის 6 აგვისტო კანონი 1606 - სსმ I , 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147  

     მუხლი 17. დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნისადმი მოთხოვნები და დანიშვნის წესი  

1. სამინისტროს დიპლომატიურ თანამდებობაზე ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და ორი უცხოური ენა.

2. დიპლომატიურ სამსახურში მიღებასთან და დიპლომატიური სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, მოხელის კვალიფიკაციის დასადგენად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები.

3. სამინისტროს დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა ხდება გადაყვანის წესით, კონკურსის წესით ან უკონკურსოდ.

საქართველო 2009 წლის 6 აგვისტო კანონი 1606 - სსმ I , 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2041 - სსმ I, №37, 30.11.2009 წ., მუხ.275

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 1 7 მაისის კანონი № 602 – ვებგვერდი, 07 .0 6 .2013წ.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ. 

    მუხლი 171. დიპლომატიურ თანამდებობაზე გადაყვანის წესით დანიშვნა

დიპლომატიური  თანამდებობის პირები გადაყვანის  წესით შეიძლება დაინიშნონ იმავე ან სხვა კატეგორიის დიპლომატიურ თანამდებობაზე.

საქართველო 2009 წლის 6 აგვისტო კანონი 1606 - სსმ I , 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 1 7 მაისის კანონი № 602 – ვებგვერდი, 07 .0 6 .2013წ. 

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ. 

    მუხლი 172. დიპლომატიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა

1. დიპლომატიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა ხდება:

ა) დახურული კონკურსით (ვაკანტური დიპლომატიური თანამდებობის დასაკავებლად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დახურული კონკურსი);

ბ) ღია კონკურსით (ვაკანტური დიპლომატიური თანამდებობის დასაკავებლად პირთა შერჩევა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით). ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2. ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნ პირს აფასებს სამინისტროს საკონკურსო კომისია.

3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

    მუხლი 18. დიპლომატიურ თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა

1. უკონკურსოდ დანიშვნა შეიძლება სამინისტროს შემდეგ დიპლომატიურ თანამდებობებზე:

ა) მინისტრის მოადგილე;

ბ) სამინისტროს გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი;

გ) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი, სამინისტროს დეპარტამენტის  დირექტორის მოადგილე, მინისტრის სამდივნოს უფროსი;

დ) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი;

ე) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენელი;

თ) საგანგებო დავალებათა ელჩი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები შესაბამის დიპლომატიურ თანამდებობებზე უკონკურსოდ ინიშნებიან ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით.

3. დიპლომატიურ სამსახურში ნებისმიერ თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ:

ა) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები;

ბ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირები – სამინისტროს საკონკურსო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე;

გ) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები.

4. მინისტრი სამინისტროს გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის, სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის, სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მინისტრის სამდივნოს უფროსის, სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული მომზადება და საგარეო ურთიერთობების სფეროში მუშაობის გამოცდილება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და ორი უცხოური ენა.

5. მინისტრი საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული მომზადება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და უცხოური ენა.

6. თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული მომზადება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და უცხოური ენა.

7. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს და მეკავშირე ოფიცრის თანამდებობებზე შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავენ პირებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება და სათანადო კვალიფიკაცია და რომლებმაც იციან საქართველოს სახელმწიფო ენა და უცხოური ენა.

8. (ამოღებულია - 15.07.2020, №7031); 

9. ევროჯასტში მეკავშირე პროკურორად (შემდგომ − მეკავშირე პროკურორი) და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარედ (შემდგომ − დამხმარე) საქართველოს გენერალური პროკურორი სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს.

საქართველო 2009 წლის 6 აგვისტო კანონი 1606 - სსმ I , 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1442 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8  ივლისის კანონი  №3928  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 24  ივნისის კანონი  №5562  - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5078 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7031 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.

 

თავი III. დიპლომატიური სამსახურის გავლა

    მუხლი 19. დიპლომატიური სამსახურის გავლის წესი

დიპლომატიური სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები (მათ შორის, ის საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ არის მოწესრიგებული) განისაზღვრება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ. 

    მუხლი 191. დიპლომატიური თანამდებობის პირის და ადმინისტრაციული პერსონალის შეფასება

1. დიპლომატიური თანამდებობის პირი (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა) და ადმინისტრაციული პერსონალი არანაკლებ წელიწადში ერთხელ ექვემდებარებიან შეფასებას ამ კანონისა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

2. დიპლომატიური თანამდებობის პირის და ადმინისტრაციული პერსონალის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა:

ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, შესაფასებელი პირი მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით;

ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, შესაფასებელი პირის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;

გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, შესაფასებელი პირი არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით;

დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, შესაფასებელი პირის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

3. შესაფასებელი პირის მიერ შეფასებაზე უარის თქმა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ითვლება.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

    მუხლი 20. როტაცია

1. მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია თანამდებობის პირთა როტაცია.

2. როტაციის ფარგლებში ხორციელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში პირთა სამუშაოდ მივლინება და დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებულ პირთა გამოწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ზედიზედ ორჯერ როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა პირმა მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ 1 წლისა.

31. დაუშვებელია პირის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინება ზედიზედ სამჯერ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ითვლება როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული პირის დიპლომატიური სამსახურის რეზერვში/მოხელეთა რეზერვში ყოფნის დრო.

5. მინისტრი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შეამციროს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვადა საკონსულო თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებისას.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 21. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურება

დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურება რეგულირდება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

      მუხლი 22. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა

1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ  თანამდებობაზე  როტაციის  წესით  სამუშაო  მივლინებით, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის, მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის გარდა, წარიგზავნება სამინისტროს დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი.

2. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნება სამინისტროს ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციული პერსონალი.

3. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნოს სამინისტროს ცენტრალური აპარატის დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით შესაძლებელია წარიგზავნოს პირი, რომელიც არ არის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 1 7 მაისის კანონი № 602 – ვებგვერდი, 07 .0 6 .2013წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1442 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 24  ივნისის კანონი  №5562  - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5078 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7031 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.

    მუხლი 23. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები  

1. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირი და ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პერსონალი სამინისტროში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში უნდა დაინიშნონ ამ თანამდებობაზე.

2. სამინისტრო ვალდებულია წელიწადში ორჯერ განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობებზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მყოფ პირთა შერჩევა მათი გამოწვევის შემდეგ ამ თანამდებობებზე დანიშვნის მიზნით.

3. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირი სამინისტროში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში.

4. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

     მუხლი 24. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევის საფუძვლები

1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევა, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის, მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის გარდა, მინისტრმა შეიძლება განახორციელოს:

ა) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ლიკვიდაციისას ან/და რეორგანიზაციისას;

ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას;

გ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ „პერსონა ნონ გრატად“ ან მიუღებელ პირად გამოცხადებისას;

დ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულებისას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის შემდგომმა მუშაობამ;

ე) თანამდებობის პირის თანხმობით მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას;

ვ) თანამდებობის პირის მოთხოვნისას;

ზ) თანამდებობის პირის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობისას, თუ მისმა არყოფნამ შესაძლებელია შეაფერხოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება;

თ) თანამდებობის პირის გარდაცვალებისას;

ი) თანამდებობის პირის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

ლ) ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას.

11 . დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გამოწვევას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში, ახორციელებს მინისტრი.

2. ვადაზე ადრე გამოწვევა ხდება მინისტრის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით, სამინისტროს ხელმძღვანელობის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.

საქართველო 2009 წლის 6 აგვისტო კანონი 1606 - სსმ I , 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1442 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2091 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.

საქართველოს 2016 წლის 24  ივნისის კანონი  №5562  - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.   
საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5078 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7031 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 25. საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში არჩევა, საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ მივლინება და სხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმება

1. დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ან, სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოდ მივლინებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში, ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და შესაბამისი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს დიპლომატიურ სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უნარჩუნდება დიპლომატიური რანგი.

3. ამ  მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტების პირობები ვრცელდება აგრეთვე იმ დიპლომატიური თანამდებობის პირზე ან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფ პირზე, რომელიც დასაქმდება სხვა საჯარო დაწესებულებაში ისეთ თანამდებობაზე, რომლისთვის დადგენილი უფლებამოსილების სფეროში შედის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6952-რს  ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 26. დიპლომატიური სამსახურის რეზერვი

1. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ირიცხებიან:

ა) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე;

ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და 11 პუნქტის საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირები, რომლებიც ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე;

გ) ის პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა ღია კონკურსი/დახურული კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე;

დ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი;

ე) ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი.

2. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხვის სხვა შემთხვევები და პირობები განისაზღვრება დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით.

3. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ დიპლომატიური თანამდებობის პირს უფლება აქვს, რეზერვში ყოფნის პერიოდში ახორციელებდეს ანაზღაურებად საქმიანობას სხვა დაწესებულებაში.

4. (ამოღებულია - 26.12.2018, №4141) .

5. პირი დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ირიცხება 5 წლის ვადით. ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის აღნიშნული ვადის დინება ჩერდება ამ პირების მიერ იმავე მუხლით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

საქართველო 2009 წლის 6 აგვისტო კანონი 1606 - სსმ I , 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 27. (ამოღებულია)

საქართველო 2009 წლის 6 აგვისტო კანონი 1606 - სსმ I , 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2994 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.159

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1 051  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2360 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3135 – ვებგვერდი, 23.03.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 8  ივლისის კანონი  №3928  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 22  დეკემბრის კანონი  №191  - ვებგვერდი, 29.12.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1707   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

    მუხლი 28. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა

1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების თითოეული ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის და გენერალური კონსულისათვის არის 4 წელი, ხოლო დიპლომატიური თანამდებობის ყველა სხვა პირისათვის – 3 წელი.

2. ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაა 3 წელი.

2 1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური თანამდებობის პირი/ადმინისტრაციული პერსონალი როტაციის წესით სამუშაო მივლინებით შეიძლება წარიგზავნოს 2 წლამდე ვადით.

22. დაუშვებელია როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში.

3. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა და გამოწვევა ხორციელდება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 29. „დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელება

1. მინისტრი უფლებამოსილია:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გაუგრძელოს არაუმეტეს 6 თვით;

ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ დიპლომატიური თანამდებობის პირს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს არაუმეტეს 6 თვით;

გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს არაუმეტეს 6 თვით.

2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობა დაკომპლექტდება სამინისტროს საკადრო შემადგენლობიდან, ამ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან გადაყვანილ თანამდებობის პირთა როტაციის ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.

3. (ამოღებულია - 14.12.2022, №2297).

საქართველო 2009 წლის 6 აგვისტო კანონი 1606 - სსმ I , 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 მაისის დადგენილება №1 2 8 – ვებგვერდი, 23.05.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 1 7 მაისის კანონი № 602 – ვებგვერდი, 07 .0 6 .2013წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1 051  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 30. საქმეთა დროებითი რწმუნებულის დანიშვნა

1. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ მოვალეობათა დროებით შეუსრულებლობის შემთხვევაში დიპლომატიური წარმომადგენლობის მუშაობას ხელმძღვანელობს საქმეთა დროებითი რწმუნებული.

2. შესაბამისი დიპლომატიური თანამდებობის პირი საქმეთა დროებით რწმუნებულად ინიშნება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 31. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა

საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მოვალეობათა დროებით შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსულო დაწესებულების მუშაობას ხელმძღვანელობს მინისტრის მიერ განსაზღვრული პირი – საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.

    მუხლი 32. თავდაცვის ატაშე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მათი აპარატები

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, სამინისტროსთან შეთანხმებით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება სამუშაოდ მიავლინოს თავდაცვის ატაშე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციაში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომლებიც შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და სამხედრო ხასიათის ურთიერთობებში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ საქართველოს.

2. თავდაცვის ატაშე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფებიან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში.

3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, თავდაცვის ატაშე შეიძლება აკრედიტებულ იყოს ორ ან ორზე მეტ სახელმწიფოში.

4. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით შეიძლება დაფუძნებულ იქნეს თავდაცვის ატაშეს აპარატი, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეიძლება დაფუძნებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აპარატი, რომლებშიც შედიან აპარატის უფროსი და უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და მომსახურე პერსონალი.

5. თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესი და თანამდებობების დასახელებები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

6. თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს და მათ აპარატებს მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ამ პირებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები და აპარატების შენახვის ხარჯები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლის, მათი გამოწვევის, სოციალური დაცვისა და გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები.

8. თავდაცვის ატაშე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მათი აპარატების თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები პირველადი საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად იღებენ თანხას, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

9. თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ან მათთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საფასურს.

10. საქართველოს თავდაცვის მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ თავდაცვის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციაში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით 6 თვემდე გაუგრძელოს.

საქართველოს 2015 წლის 29  მაისის   კანონი  №3670  - ვებგვერდი,  04.06.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 321. პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამუშაოდ შეიძლება მიავლინონ პოლიციის ატაშე და უსაფრთხოების ატაშე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერი, რომლებიც შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროებში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენენ საქართველოს.

2. პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე და მეკავშირე ოფიცერი იმყოფებიან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ დაქვემდებარებაში, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში.

3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, პოლიციის ატაშე და უსაფრთხოების ატაშე შეიძლება აკრედიტებული იყვნენ ორ ან ორზე მეტ ქვეყანაში. ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, შეიძლება შეიქმნას პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს და მეკავშირე ოფიცრის აპარატები.

4. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

 5. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები, მივლინებებისა და აპარატების შენახვის ხარჯები კომპეტენციის ფარგლებში განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებებით.

6. პოლიციის ატაშეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლის, მათი როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის, მისი გაგრძელებისა და მათი გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონით (მათ შორის, ამ კანონის მე-20 და 28-ე მუხლებით) დადგენილი წესები. აღნიშნულ პირთა სოციალური დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისთვის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.

61. უსაფრთხოების ატაშეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეკავშირე ოფიცრის, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლისა და მათი გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულ პირთა სოციალური დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებისთვის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.

7. პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე, მეკავშირე ოფიცერი, მათი აპარატების თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები პირველადი მოწყობისათვის ერთჯერადად იღებენ თანხას, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

8. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაფარავენ ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს.

9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პოლიციის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით 6 თვემდე გაუგრძელოს.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1442 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. 
საქართველოს 2015 წლის 8  ივლისის კანონი  №3928  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის   კანონი  №1108  - ვებგვერდი, 29.06.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 322. (ამოღებულია)

საქართველოს 2016 წლის 24  ივნისის კანონი  №5562  - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7031 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.

    მუხლი 323. მეკავშირე პროკურორი და დამხმარე 

1. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში სამუშაოდ შეიძლება მიავლინოს მეკავშირე პროკურორი და დამხმარე, რომლებიც შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ საქართველოს.

2. მეკავშირე პროკურორი და დამხმარე იმყოფებიან საქართველოს გენერალური პროკურორის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში.

3. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პროკურატურა. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის თანამდებობრივ სარგოებს და მათი სამუშაო მივლინებების ხარჯებს განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურორი.

4. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის მიერ სამსახურის გავლისა და მათი გამოწვევის შემთხვევებში გამოიყენება, აგრეთვე მეკავშირე პროკურორზე, დამხმარესა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი წესები და შესაბამისი კანონმდებლობით საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთათვის გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.

5. მეკავშირე პროკურორი, დამხმარე და მათი ოჯახის წევრები პირველადი საყოფაცხოვრებო მოწყობის მიზნით ერთჯერადად იღებენ თანხას, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით, განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურორი.

6. მეკავშირე პროკურორის, დამხმარის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს.

7. საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ მეკავშირე პროკურორს ან დამხმარეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით 1 წლამდე გაუგრძელოს.

საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5078 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.

 

თავი IV. დიპლომატიური რანგები

    მუხლი 33. დიპლომატიური რანგების მინიჭება

1. დიპლომატიური თანამდებობის პირებს მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დაკავებული თანამდებობის, ნამსახურები წლებისა და შეფასების შედეგების შესაბამისად ენიჭებათ დიპლომატიური რანგები, გარდა უმაღლესი დიპლომატიური რანგებისა.

2. დიპლომატიური რანგების მინიჭების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

3. დიპლომატიური რანგისათვის დაწესებულია შესაბამისი დანამატი, რომლის ოდენობას მინისტრის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

4. დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელსაც მიენიჭა დიპლომატიური რანგი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად იღებს დიპლომატიური რანგისათვის დაწესებულ დანამატს და უწყდება პროფესიული საჯარო მოხელის კლასისათვის დაწესებული საკლასო დანამატი (მისი არსებობის შემთხვევაში).

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1 051  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

    მუხლი 34. უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭება

1. უმაღლესი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მინისტრის წარდგინებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.

2. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი შეიძლება მიენიჭოთ:

ა) მინისტრის პირველ მოადგილეს;

ბ) მინისტრის მოადგილეს;

გ) იმ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობა.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1 051  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2018 წლის  5  სექტემბრის   კანონი  №3375  – ვებგვერდი, 21.09.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 35. დიპლომატიური რანგების კატეგორიები

დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია დიპლომატიური რანგების შემდეგი კატეგორიები:

ა) უმაღლესი დიპლომატიური რანგები:

ა.ა) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

ა.ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;

ბ) უფროსი დიპლომატიური რანგები:

ბ.ა) უფროსი მრჩეველი;

ბ.ბ) მრჩეველი;

ბ.გ) უმცროსი მრჩეველი;

გ) უმცროსი დიპლომატიური რანგები:

გ.ა) პირველი მდივანი;

გ.ბ) მეორე მდივანი;

გ.გ) მესამე მდივანი;

დ) პირველადი დიპლომატიური რანგი – ატაშე.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

    მუხლი 36. დიპლომატიური რანგების მინიჭების ვადები

1. დიპლომატიური რანგების მინიჭებისათვის განსაზღვრულია დიპლომატიური სამსახურის გავლის შემდეგი ვადები:

ა) „ატაშეს“ პირველადი დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის – დიპლომატიური სამსახურის გავლის 1 წელი;

ბ) „მდივნის“ დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის – დიპლომატიური სამსახურის გავლის 2 წელი;

გ) „მრჩევლის“ დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის – დიპლომატიური სამსახურის გავლის 3 წელი.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რანგების მინიჭებისათვის დადგენილი ვადა აითვლება ბოლო დიპლომატიური რანგის მინიჭებიდან.

2. შეფასების შედეგების საფუძველზე დასაშვებია დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება.

3. თითოეული კატეგორიის ფარგლებში დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ.

საქართველო 2009 წლის 6 აგვისტო კანონი 1606 - სსმ I , 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

    მუხლი 37. დიპლომატიური რანგების კატეგორიებისა და დიპლომატიური თანამდებობების თანაფარდობა

1. უმაღლესი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს.

2. უფროსი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს და უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს. უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დანიშნულ პირს ვადაზე ადრე ენიჭება უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი, ხოლო უფროს დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დანიშნულ პირს ასევე ვადაზე ადრე ენიჭება უმცროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.

3. უმცროსი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს.

4. პირველადი დიპლომატიური რანგი შეიძლება მიენიჭოთ პირველადი დიპლომატიური თანამდებობის პირებს.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

    მუხლი 38. დიპლომატიური რანგების მოქმედების ვადა

1. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება ხდება სამუდამოდ.

2. დიპლომატიური თანამდებობის პირის მიერ დიპლომატიური თანამდებობის დატოვების შემთხვევაში ხდება მინიჭებული უფროსი ან უმცროსი დიპლომატიური რანგის მოქმედების შეჩერება დიპლომატიურ თანამდებობაზე მის ხელახალ დანიშვნამდე.

3. დიპლომატიური თანამდებობის პირის დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნებისას ხდება იმ დიპლომატიური რანგის მოქმედების აღდგენა, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა დიპლომატიური თანამდებობიდან გათავისუფლებამდე.

4. დიპლომატიური რანგის მინიჭება დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემით ან/და ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემითა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ სათანადო სიგელის გადაცემით.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

    მუხლი 39. (ამოღებულია)

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

 

თავი V. სამსახურიდან გათავისუფლება

    მუხლი 40. სამსახურიდან გათავისუფლება

1. დიპლომატიური თანამდებობის პირს და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს (შემდგომში – პირი) სამსახურიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) დანიშვნის შესახებ ბრძანებით გათვალისწინებული ვადის გასვლა, თუ პირი არ დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე;

1 ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლა, თუ პირი არ დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე;

გ) საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება;

დ) სხვა სამსახურში გადასვლა;

1) დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა;

ე) არაკანონიერად გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე;

ვ) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა, კერძოდ:

ვ.ა) ზედიზედ ორჯერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება;

ვ.ბ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა;

ვ.გ) გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ არადამაკმაყოფილებელი  შეფასების მიღება;

ზ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, თუ პირის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ან სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევა;

თ) დანაშაულის ჩადენა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

ი) თანამდებობრივი შეუთავსებლობა, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში;

კ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების უკანონო მოხმარება;

ლ) სამსახურის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია;

მ) (ამოღებულია - 26.12.2018, №4141) ;

ნ) გარდაცვალება;

ო) მოქალაქეობის შეცვლა;

პ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;

ჟ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

რ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

) „საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული სამსახურიდან გათავისუფლების ის საფუძვლები, რომლებიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული.

3. (ამოღებულია - 26.12.2018, №4141). 

4. (ამოღებულია - 26.12.2018, №4141) .

5. (ამოღებულია - 26.12.2018, №4141) .

საქართველო 2009 წლის 6 აგვისტო კანონი 1606 - სსმ I , 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2091 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3364 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

 

თავი VI. სოციალური დაცვა და გარანტიები

    მუხლი 41. დიპლომატიური და საკონსულო იმუნიტეტი

1. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირი და მისი ოჯახის წევრები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად სარგებლობენ დიპლომატიური და საკონსულო იმუნიტეტით.

2. როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი პირისა და მისი ოჯახის წევრებისათვის, გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა და მისი ოჯახის წევრებისა, დიპლომატიურ და საკონსულო იმუნიტეტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

3. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის იმუნიტეტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.  

საქართველოს 2009 წლის 6 აგვისტოს კანონი №1606 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.147

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1 051  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 42. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირისა და მისი ოჯახის წევრების სოციალური დაცვა

1. საზღვარგარეთ დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის განხორციელებამ არ უნდა მიაყენოს ზიანი პირსა და მისი ოჯახის წევრებს.

2. სამინისტრო ვალდებულია, ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინოს როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირსა და მისი ოჯახის წევრებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაში.

3. სამინისტრო, დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებული არიან, ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინონ როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პირსა და მისი ოჯახის წევრებს.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4137-სსმI,№76, 29.12.2010წ.,მუხ.510

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

    მუხლი 43. დიპლომატიური ან საკონსულო საქმიანობის განხორციელება რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საყოფაცხოვრებო, კრიმინოგენულ და კლიმატურ პირობებში

1. დიპლომატიური ან საკონსულო საქმიანობის განსახორციელებლად დიპლომატიური თანამდებობის პირის მივლინება იმ ქვეყნებში, სადაც რთული პოლიტიკური, ეკონომიკური, საყოფაცხოვრებო, კრიმინოგენული და კლიმატური პირობებია, დასაშვებია მხოლოდ დიპლომატიური თანამდებობის პირის თანხმობით.

2. მივლინების ადგილებში შეიარაღებული ან სამოქალაქო კონფლიქტების, სტიქიური უბედურებების ან სხვა ისეთი ვითარების წარმოშობისას, რომელიც საფრთხეს უქმნის სამუშაოდ მივლინებული პირისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ქონებას, საქართველო იღებს ყველა საჭირო ზომას მათი სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად.

    მუხლი 44. როტაციის წესით სამუშაო მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა და წახალისების ოდენობების განსაზღვრის წესი

დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პირთა სამუშაო მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა და წახალისების ოდენობების განსაზღვრის წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 45. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის საყოფაცხოვრებო და სოციალური უზრუნველყოფა

1. საზღვარგარეთ დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საცხოვრებლით მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა რაოდენობის, მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.

2. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირი და მისი ოჯახის წევრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევითა და სამედიცინო მომსახურებით.

21. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პირთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.

3. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში სამინისტრო ყველა ხარჯის , მათ შორის , გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საფასურის , დასაფარავად გასცემს ერთჯერად ფულად დახმარებას .

საქართველოს 2009 წლის 6 აგვისტოს კანონი №1606 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.147

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2017 წლის 22  დეკემბრის  კანონი №1834  - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

    მუხლი 46. როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი თანამდებობის პირის შვებულება

დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ თანამდებობის პირს უფლება აქვს, ისარგებლოს კუთვნილი შვებულებით, რომლის ხანგრძლივობაა წელიწადში 24 სამუშაო დღე.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

 

თავი VII. დიპლომატიური სამსახურის ფინანსური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა

    მუხლი 47. დიპლომატიური სამსახურის ფინანსური უზრუნველყოფა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს დიპლომატიური სამსახურის, მისი პერსონალისა და ქონების უსაფრთხოების განსაკუთრებულ დაცვას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. დიპლომატიური სამსახურისა და მისი პერსონალის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ, ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

3. დიპლომატიური თანამდებობის პირთა სოციალური დაცვის სხვა გარანტიები განისაზღვრება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 48. დიპლომატიური სამსახურის საკომუნიკაციო და საარქივო უზრუნველყოფა

1. დიპლომატიურ სამსახურს აქვს საკურიერო მომსახურების დამოუკიდებელი სისტემა. იგი სარგებლობს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემებით, საერთო დანიშნულების საფელდიეგერო სამსახურით და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სისტემებით.

2. დიპლომატიურ სამსახურს აქვს საკუთარი არქივი, რომელშიც დაცულია დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

 

თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 49. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის დებულებები ვრცელდება სამინისტროს სისტემის ყველა თანამდებობის პირზე, მათი დანიშვნის თარიღის მიუხედავად.

2. ამ კანონის ამოქმედებისათვის დიპლომატიურ თანამდებობის პირებთან გათანაბრებული პირები ჩაირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.

3. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით:

ა) საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილებების მიღება;

ბ) ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში დაადგინოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხა, რომლებიც უნდა ჩაირიცხონ დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში; 

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა:

გ.ა) (ამოღებულია).

გ.ბ) „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“;

გ.გ) „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესახებ“;

გ.დ) „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“;

გ.ე) „დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის შესახებ“;

გ.ვ) (ამოღებულია).

დ) (ამოღებულია).

4. ამ კანონის 17 1 მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება ვრცელდება ასევე 2013 წლის 1 ივნისამდე ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნულ დროებით მოვალეობის შემსრულებლებზე და იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა აითვლება ამ თანამდებობაზე მათი დანიშვნის დღიდან.

5. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალზე, რომელსაც როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა გაუგრძელდა 2013 წლის 1 ივნისამდე პერიოდში, ამ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ.

6. ამ კანონის 321 მუხლის მე-4–მე-7 პუნქტების მოთხოვნათა შესრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2016 წლის 1 იანვრამდე გამოსცენ შესაბამისი ბრძანება (ბრძანებები).

7. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შესაბამისი დადგენილება.

საქართველოს 2009 წლის 6 აგვისტოს კანონი №1606 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.147

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 1 7 მაისის კანონი № 602 – ვებგვერდი, 07 .0 6 .2013წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1 051  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2091 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 8  ივლისის კანონი  №3928  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

     მუხლი 50. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 161).

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი  ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 7 დეკემბერი

№5568–IIს

29. 07/03/2024 - საქართველოს კანონი - 4082-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/03/2024 28. 14/12/2022 - საქართველოს კანონი - 2297-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6952-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 26. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 7031-რს - ვებგვერდი, 24/07/2020 25. 02/10/2019 - საქართველოს კანონი - 5078-Iს - ვებგვერდი, 07/10/2019 24. 26/12/2018 - საქართველოს კანონი - 4141-რს - ვებგვერდი, 10/01/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 23. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3375-Iს - ვებგვერდი, 21/09/2018 22. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1834-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 21. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1707-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 20. 28/06/2017 - საქართველოს კანონი - 1108-IIს - ვებგვერდი, 29/06/2017 19. 22/12/2016 - საქართველოს კანონი - 191-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 18. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 130-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 17. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5562-IIს - ვებგვერდი, 13/07/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4352-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 15. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3928-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 14. 29/05/2015 - საქართველოს კანონი - 3670-IIს - ვებგვერდი, 04/06/2015 13. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3364-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 12. 04/03/2015 - საქართველოს კანონი - 3135-IIს - ვებგვერდი, 23/03/2015 11. 02/05/2014 - საქართველოს კანონი - 2360-IIს - ვებგვერდი, 16/05/2014 10. 07/03/2014 - საქართველოს კანონი - 2091-IIს - ვებგვერდი, 19/03/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 04/10/2013 - საქართველოს კანონი - 1442-Iს - ვებგვერდი, 22/10/2013 8. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1051-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 17/05/2013 - საქართველოს კანონი - 602-IIს - ვებგვერდი, 07/06/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6439-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 5. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4383-Iს - ვებგვერდი, 110322015, 22/03/2011 4. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4137-რს - სსმ, 76, 29/12/2010 3. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 2994 - სსმ, 24, 10/05/2010 2. 17/11/2009 - საქართველოს კანონი - 2041 - სსმ, 37, 30/11/2009 1. 06/08/2009 - საქართველოს კანონი - 1606 - სსმ, 24, 13/08/2009