დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2041 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/11/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 30/11/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 480.040.000.05.001.003.731 |
საქართველოს კანონი
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-17 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. ამ კანონის მე-12 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები თანამდებობაზე ინიშნებიან ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 17 ნოემბერი.
№2041–IIს
დოკუმენტის კომენტარები