დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2297-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 480040000.05.001.020728 |
|
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ გამოიყენოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წახალისების ფორმა ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.“. 3. მე-20 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ზედიზედ ორჯერ როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა პირმა მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ 1 წლისა.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. დაუშვებელია პირის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინება ზედიზედ სამჯერ.“; გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ითვლება როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული პირის დიპლომატიური სამსახურის რეზერვში/მოხელეთა რეზერვში ყოფნის დრო. 5. მინისტრი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შეამციროს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვადა საკონსულო თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებისას.“. 4. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) თანამდებობის პირის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას;“. 5. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უნარჩუნდება დიპლომატიური რანგი.“. 6. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და 11 პუნქტის საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირები, რომლებიც ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე;“. 7. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. დაუშვებელია როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში.“. 8. 29-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მინისტრი უფლებამოსილია: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გაუგრძელოს არაუმეტეს 6 თვით; ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ დიპლომატიური თანამდებობის პირს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს არაუმეტეს 6 თვით; გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს არაუმეტეს 6 თვით.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 9. 32-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საქართველოს თავდაცვის მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ თავდაცვის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციაში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით 6 თვემდე გაუგრძელოს.“. 10. 321 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პოლიციის ატაშეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლის, მათი როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის, მისი გაგრძელებისა და მათი გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონით (მათ შორის, ამ კანონის მე-20 და 28-ე მუხლებით) დადგენილი წესები. აღნიშნულ პირთა სოციალური დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისთვის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. უსაფრთხოების ატაშეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეკავშირე ოფიცრის, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლისა და მათი გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულ პირთა სოციალური დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებისთვის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.“; გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პოლიციის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით 6 თვემდე გაუგრძელოს.“. 11. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი შეიძლება მიენიჭოთ: ა) მინისტრის პირველ მოადგილეს; ბ) მინისტრის მოადგილეს; გ) იმ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობა.“. 12. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;“. 13. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 44. როტაციის წესით სამუშაო მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა და წახალისების ოდენობების განსაზღვრის წესი დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პირთა სამუშაო მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა და წახალისების ოდენობების განსაზღვრის წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“. 14. 45-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პირთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.“. მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა ვრცელდება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ დიპლომატიური თანამდებობის პირზე. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 14 დეკემბერი 2022 წ. N2297-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები