„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1442-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 480040000.05.001.017191
1442-Iს
04/10/2013
ვებგვერდი, 22/10/2013
480040000.05.001.017191
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:

  „ტ) პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი;

უ) მეკავშირე ოფიცერი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი.“.

2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე და მეკავშირე ოფიცერი.“.

3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

 „თ) პოლიციის/უსაფრთხოების ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის აპარატების მოსამსახურეები.“.                

4. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

  „4. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს პირებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება და სათანადო კვალიფიკაცია, ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას და უცხოურ ენას.“.

5. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის გარდა, წარიგზავნება სამინისტროს დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი.“.

6. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევა, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის გარდა, მინისტრმა შეიძლება განახორციელოს:

  ა) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ლიკვიდაციისას ან/და რეორგანიზაციისას;

  ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას;

   გ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ „პერსონა ნონ გრატად“ ან მიუღებელ პირად გამოცხადებისას;

  დ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულებისას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის შემდგომმა მუშაობამ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში;

   ე) თანამდებობის პირის თანხმობით მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას;

   ვ) თანამდებობის პირის მოთხოვნისას;

   ზ) თანამდებობის პირის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობისას, თუ მისმა არყოფნამ შესაძლებელია შეაფერხოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება;

   თ) თანამდებობის პირის გარდაცვალებისას;

   ი) თანამდებობის პირის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;

   კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

   ლ) ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას.“.

   7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:

„მუხლი 321. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროსთან შეთანხმებით დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება სამუშაოდ მიავლინოს პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერი, რომლებიც შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროებში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენენ საქართველოს.

2. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე და მეკავშირე ოფიცერი იმყოფებიან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში.

3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე შეიძლება აკრედიტებული იყოს ორ ან ორზე მეტ ქვეყანაში. ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, შეიძლება დაფუძნდეს პოლიციის/უსაფრთხოების ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის აპარატები.  

4. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესს სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

5. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები და აპარატების შენახვის ხარჯები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

6. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლის, მათი გამოწვევის, სოციალური დაცვისა და გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისათვის გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.

7. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე, მეკავშირე ოფიცერი, მათი აპარატების თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები პირველადი მოწყობისათვის ერთჯერადად იღებენ თანხას, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით, ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

8. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საფასურს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 ოქტომბერი 2013 წ.

N1442-Iს