დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 582-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 14/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.05.001.102623 |
|
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) დიპლომატიური თანამდებობის პირი − დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პროფესიული საჯარო მოხელე, „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“ განსაზღვრული თანამდებობის პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ან უნდა მიენიჭოს დიპლომატიური რანგი;“; ბ) „ი.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი.გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“ განსაზღვრული თანამდებობის პირი, სხვა პირი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით, სამსახურში მიიღება შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადით და რომელსაც არ უკავია ამ კანონით გათვალისწინებული დიპლომატიური თანამდებობა, ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობა ან ტექნიკური პერსონალის თანამდებობა;“; გ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ მივლინებული სამხედრო მოსამსახურე ან სამოქალაქო პირი;“. 2. მე-4 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დიპლომატიური სამსახურის ფასეულობები და პრინციპები“; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად განხორციელება დიპლომატიური სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე.“; გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელი დაცვა.“; დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები მტკიცდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 3. მე-6 მუხლის: ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 6. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. მინისტრმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქმიანობის ადგილად შეიძლება განსაზღვროს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუ იგი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელია, ან სამინისტრო, თუ იგი საქართველოს არარეზიდენტი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ გამოიყენოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წახალისების ფორმა ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.“. 4. მე-12 მუხლის: ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამინისტროს დირექტორატის დირექტორი; გ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) მინისტრის კაბინეტის უფროსი;“. 5. მე-13 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;“; ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) სამინისტროს დირექტორატის დირექტორის მოადგილე;“; გ) „გ2“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ2) სამდივნოს უფროსი; დ) სამმართველოს უფროსი;“. 6. მე-18 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამინისტროს დირექტორატის დირექტორი; გ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის კაბინეტის უფროსი, სამინისტროს დირექტორატის დირექტორის მოადგილე, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამდივნოს უფროსი; დ) სამმართველოს უფროსი;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მინისტრი სამინისტროს დირექტორატის დირექტორის, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის კაბინეტის უფროსის, სამინისტროს დირექტორატის დირექტორის მოადგილის, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სამდივნოს უფროსის, სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული მომზადება და საგარეო ურთიერთობების სფეროში მუშაობის გამოცდილება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და ორი უცხოური ენა.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის თანამდებობაზე სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული მომზადება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და უცხოური ენა.“. 7. 191 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დიპლომატიური თანამდებობის პირი (გარდა დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“ განსაზღვრული თანამდებობის პირისა) და ადმინისტრაციული პერსონალი არანაკლებ წელიწადში ორჯერ ექვემდებარებიან შეფასებას ამ კანონისა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.“. 8. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. როტაცია 1. დიპლომატიური სამსახურის მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია თანამდებობის პირთა როტაცია. 2. როტაციის ფარგლებში ხორციელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში პირთა სამუშაოდ მივლინება და დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებულ პირთა გამოწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობის პირთა როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინებით წარგზავნასა და სამუშაოდ მივლინებულ პირთა გამოწვევასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“.“. 9. 24-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შეიძლება შელახოს ქვეყნის ინტერესები ან/და იმიჯი, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ან/და სამინისტროს ინტერესს;“. 10. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“, „ვ“, „ზ“ და „ი1“ ქვეპუნქტებისა და 11 პუნქტის საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირები, რომლებიც ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობებზე;“. 11. 28-ე მუხლის 22 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 12. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მინისტრი უფლებამოსილია: ა) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით; ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ დიპლომატიური თანამდებობის პირს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით; გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით.“. 13. 32-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით განისაზღვრება: ა) თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების თანამშრომელთა როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინებით წარგზავნასთან და მივლინებულ პირთა გამოწვევასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლისა და საქმიანობის (მათ შორის, მათი შეფასების) წესი, აგრეთვე მათი თანამდებობების დასახელებები.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საქართველოს თავდაცვის მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ თავდაცვის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციაში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით.“. 14. 321 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პოლიციის ატაშეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლის, მათი როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის, მისი გაგრძელებისა და მათი გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესები. ამასთანავე, აღნიშნულ პირთა სოციალური დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი წესები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისთვის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პოლიციის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით.“. 15. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იმ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა.“. 16. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის ან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისთვის იმუნიტეტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 14 მაისი 2025 წ. N582-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები