„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2994
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 10/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 480.040.000.05.001.004.021
  • Word
2994
27/04/2010
სსმ, 24, 10/05/2010
480.040.000.05.001.004.021
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007,    მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი – საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეებისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხას ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;“.

2. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, რეინტეგრაციის საკითხებში  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ  წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში, ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდესგამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 27 აპრილი.

№2994–