"დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4383-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110322015, 22/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 480040000.05.001.016243
  • Word
4383-Iს
11/03/2011
ვებგვერდი, 110322015, 22/03/2011
480040000.05.001.016243
"დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვი – იმ დიპლომატიური თანამდებობის პირები შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, რომლებსაც, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, როტაციის წესით სამუშაო მივლინებვადაზე ადრე შეუწყდათ ან/და რომლებიც გამოწვეულ იქნენ როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო, აგრეთვე იმ თანამდებობის პირების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე;“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. დიპლომატიური წარმომადგენლობები

1. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებია:

ა) საქართველოს საელჩო;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მუდმივი წარმომადგენლობა იქმნება იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის წევრი სახელმწიფოცაა საქართველო, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმომადგენლობა – იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის წევრი სახელმწიფოც არ არის საქართველო.

3. ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის საბოლოო ან დროებითი გაწვევის შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვა მიენდოს მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღები იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოსთვის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოსა და მის მოქალაქეთა ინტერესების დაცვა შეიძლება განხორციელდეს მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საქართველოს ინტერესთა სექციის შექმნის გზით.

5. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

6. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მინისტრის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

7. მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ გამოიყენოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წახალისების ფორმები ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. საქმეთა რწმუნებული

1. დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთზე მეტ სახელმწიფოში აკრედიტაციის შემთხვევაში, ყოველ სახელმწიფოში, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მუდმივი ადგილსამყოფელი არა აქვს, მინისტრის გადაწყვეტილებითა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით შესაძლებელია დაინიშნოს საქმეთა რწმუნებული.

2. საქმეთა რწმუნებულს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას საქმეთა რწმუნებულის აპარატი.

4. გადაწყვეტილებებს საქმეთა რწმუნებულის აპარატის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ იღებს მინისტრი.

5. საქმეთა რწმუნებულის უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე საქმეთა რწმუნებულის აპარატის საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. გადაწყვეტილებები დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ

1. გადაწყვეტილებებს დიპლომატიური წარმომადგენლობის დაფუძნებისა და ლიკვიდაციის შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. გადაწყვეტილებებს დიპლომატიური წარმომადგენლობის რეორგანიზაციის, აგრეთვე საკონსულო დაწესებულების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ იღებს მინისტრი.“.

5. მე-12 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენელი;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გენერალური კონსული;“.

6. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე;

 გ2) მინისტრის სამდივნოს უფროსი;“.

7. მე-17 მუხლის მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უკონკურსოდ დანიშვნა შეიძლება შემდეგ დიპლომატიურ თანამდებობებზე:

ა) მინისტრის მოადგილე;

ბ) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მინისტრის სამდივნოს უფროსი;

გ) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი;

დ) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

ე) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენელი;

ვ) საგანგებო დავალებათა ელჩი.

51. ამ კანონის მე-12 მუხლის „დ“, „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები შესაბამის თანამდებობაზე ინიშნებიან ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით.“.

8. 171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 171. ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნის წესი

1. დიპლომატიურ თანამდებობაზე არსებული ვაკანსია, შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციის გათვალისწინებით, შესაძლებელია შეივსოს:

ა) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან/და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირის დანიშვნით;

ბ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის დანიშვნით;

გ) დიპლომატიური თანამდებობიდან პირის გადაყვანის წესით.

2. თუ ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე არ დაინიშნა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი, ვაკანსიის წარმოშობიდან ექვსი თვის ვადაში ცხადდება კონკურსი შესაბამის დიპლომატიურ თანამდებობაზე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ვაკანსიის შევსებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შესაძლებელია პირი ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე დაინიშნოს დროებით მოვალეობის შემსრულებლად.“.

9. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მინისტრის სამდივნოს უფროსის, დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მინისტრი ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, ორ უცხოურ ენას და აქვს საგარეო ურთიერთობების სფეროში მუშაობის გამოცდილება.“.

10. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. როტაცია

1. მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია თანამდებობის პირთა როტაცია.

2. როტაციის ფარგლებში ხორციელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში პირთა სამუშაოდ მივლინება და დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებულ პირთა გამოწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა პირმა მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წლისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ითვლება როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული პირის დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ყოფნის დრო.

5. მინისტრი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შეამციროს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვადა.“.

11. 22-ე და 23-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა

1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის გარდა, წარიგზავნება სამინისტროს დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი.

2. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნება სამინისტროს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი.

3. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნოს დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით შესაძლებელია წარიგზავნოს პირი, რომელიც არ არის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე.

მუხლი 23. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები

1. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირი და ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი სამინისტროში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში უნდა დაინიშნონ ამ თანამდებობაზე.

2. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირი სამინისტროში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში.

3. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი, სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩაირიცხოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვში.“.

12. 24-ე მუხლს:

ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) თანამდებობის პირის ერთ თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობისას, თუ მისმა არყოფნამ შესაძლებელია შეაფერხოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება;“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გამოწვევას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში, ახორციელებს მინისტრი.“.

13. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში, ან სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში სამუშაოდ მივლინებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში (ან საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაში), ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და შესაბამისი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს დიპლომატიურ სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე.“.

14. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. დიპლომატიური სამსახურის რეზერვი

1. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ირიცხებიან:

ა) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე;

ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირები, რომლებიც ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე;

გ) ის პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე;

დ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი, სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით;

ე) ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი.

2. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხვის სხვა შემთხვევები და პირობები განისაზღვრება დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით.

3. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ დიპლომატიური თანამდებობის პირს უფლება აქვს, რეზერვში ყოფნის პერიოდში ახორციელებდეს ანაზღაურებად საქმიანობას სხვა დაწესებულებაში.

4. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ყოფნის დრო ითვლება დიპლომატიური სამსახურის სტაჟში.

5. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ყოფნის მაქსიმალური ვადაა 3 წელი. აღნიშნული ვადა არ ვრცელდება ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ პირზე.“.

15. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისათვის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაა 3 წელი.“.

16. 29-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელება“;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ დიპლომატიურ თანამდებობის პირს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს 1 წლამდე;

გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს 3 წლამდე.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობა დაკომპლექტდება სამინისტროს საკადრო შემადგენლობიდან, ამ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან გადაყვანილ თანამდებობის პირთა როტაციის ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.“.

17. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უფროსი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს. უფროს დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დანიშნულ პირს ვადაზე ადრე ენიჭება „უმცროსი მრჩევლის“ დიპლომატიური რანგი.“.

18. 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დიპლომატიური რანგის მინიჭება დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემით ან/და ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

19. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დანიშვნის შესახებ ბრძანებით გათვალისწინებული ვადის გასვლა, თუ პირი არ დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლა, თუ პირი არ დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე;“;

გ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“, „თ“, „ი“ ან „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

20. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი პირისა და მისი ოჯახის წევრებისათვის, გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა და მისი ოჯახის წევრებისა, დიპლომატიურ და საკონსულო იმუნიტეტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.“.

21. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტრო, დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებული არიან, ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინონ როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პირსა და მისი ოჯახის წევრებს.“.

22. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 44. როტაციის წესით სამუშაო მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობები და წესი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა (და მათი ოჯახის წევრთა) სამუშაო მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობები და წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“.

23. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პირს სამუშაო მივლინების დღიდან უწყდება შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) და ეძლევა ამ კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული როტაციის წესით სამუშაო მივლინების თანხა.“.

24. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს, რომელსაც როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა გაუგრძელდა 2011 წლის 15 მარტამდე პერიოდში, აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია გაუგრძელდეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა 3 წლამდე, ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4383–Iს