„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3670-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 480040000.05.001.017765
3670-IIს
29/05/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
480040000.05.001.017765
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: 

„10. საქართველოს თავდაცვის მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ თავდაცვის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციაში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით 1 წლამდე გაუგრძელოს.“. 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 მაისი 2015 წ.

N3670-IIს