„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 191-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 480040000.05.001.018308
191-რს
22/12/2016
ვებგვერდი, 29/12/2016
480040000.05.001.018308
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი   1.   „დიპლომატიური   სამსახურის   შესახებ“   საქართველოს   კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი – საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა  საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხას ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;“.

2. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული   უშიშროების საბჭოს აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო  თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის  აპარატისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის    მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში, ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2016 წ.

N191-რს