დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4141-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 480040000.05.001.019400 |
|
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „თ“–„კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) დიპლომატიური თანამდებობის პირი – დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც მინიჭებული აქვს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მიენიჭოს დიპლომატიური რანგი; ი) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს საშტატო არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული პროფესიული საჯარო მოხელეები, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები – საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს, ხელს უწყობენ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელებაში. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ი.ა) ადმინისტრაციული პერსონალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს საშტატო არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული პროფესიული საჯარო მოხელეები, რომლებიც ახორციელებენ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავიანთ ძირითად პროფესიულ საქმიანობას, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში და რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ენიჭებათ მოხელის კლასი; ი.ბ) ტექნიკური პერსონალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვთ სამინისტროს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება; ი.გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით, სამსახურში მიიღება შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადით და რომელსაც არ უკავია ამ კანონით დიპლომატიური თანამდებობის პირისთვის, ადმინისტრაციული პერსონალისთვის ან ტექნიკური პერსონალისთვის გათვალისწინებული თანამდებობა; კ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვი – იმ დიპლომატიური თანამდებობის პირების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, რომლებიც ამ კანონითა და „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“ განსაზღვრული საფუძვლებით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან ვადის გასვლის, სხვა სამსახურში გადასვლის ან/და ვაკანსიის არარსებობის გამო ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია უკონკურსოდ დაინიშნონ დიპლომატიურ თანამდებობაზე;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) ოჯახის წევრი − როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი დიპლომატიური თანამდებობის პირის, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, არასრულწლოვანი გერი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში განათლების მიღების დასრულებამდე – სრულწლოვანი შვილი/გერი, სრულწლოვანების მიღწევიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში;“. 2. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დიპლომატიური სამსახურის საკადრო შემადგენლობა და თანამდებობები“. 3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. დიპლომატიური სამსახურის მოსამსახურეთა კატეგორიები დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობების კატეგორიებია: ა) დიპლომატიური თანამდებობა; ბ) ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობა; გ) ტექნიკური პერსონალის თანამდებობა; დ) მომსახურე პერსონალის თანამდებობა; ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“. 4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) პირველადი დიპლომატიური თანამდებობა.“. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 და 112 მუხლები: „მუხლი 111. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობების რანგირება 1. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობები ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში: ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე; ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე; გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე; დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე. 2. პირველი რანგი არის ყველაზე მაღალი იერარქიული რანგი, ხოლო მეოთხე რანგი – ყველაზე დაბალი იერარქიული რანგი. 3. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობების იერარქიულ რანგებში განაწილების წესი და შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მობილობის, დახურული კონკურსის ჩატარებისა და შრომის ანაზღაურების გაცემის მიზნებისა და „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“ განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის, ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დიპლომატიური თანამდებობები უთანაბრდება ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობებისთვის დადგენილ შემდეგ იერარქიულ რანგებს: ა) უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა – პირველ რანგს; ბ) უფროსი დიპლომატიური თანამდებობა – მეორე რანგს; გ) უმცროსი დიპლომატიური თანამდებობა – მესამე რანგს; დ) პირველადი დიპლომატიური თანამდებობა – მეოთხე რანგს. მუხლი 112. ადმინისტრაციული პერსონალის კლასები 1. ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებელია მიენიჭოს მოხელის კლასი შეფასების შედეგების მიხედვით. 2. ადმინისტრაციული პერსონალის კლასების საერთო რაოდენობაა 12. 3. ადმინისტრაციულ პერსონალს მინიჭებული მოხელის კლასი მუდმივად უნარჩუნდება. ადმინისტრაციული პერსონალისათვის მინიჭებული მოხელის კლასის ჩამორთმევა დაუშვებელია. 4. ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელსაც მიენიჭა მოხელის კლასი, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და დიპლომატიურ სამსახურში სხვა არადიპლომატიურ თანამდებობაზე გადასვლისას ადმინისტრაციულ პერსონალს უნარჩუნდება საკლასო დანამატი. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას ადმინისტრაციულ პერსონალს უნარჩუნდება საკლასო დანამატი. 6. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შემთხვევაში ადმინისტრაციულ პერსონალს საკლასო დანამატი არ ეძლევა. 7. ადმინისტრაციული პერსონალისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 6. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობები უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობებია: ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) სამინისტროს გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი; გ) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი; დ) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; ე) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენელი; ზ) გენერალური კონსული; თ) საგანგებო დავალებათა ელჩი.“. 7. მე-14 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141. პირველადი დიპლომატიური თანამდებობა პირველადი დიპლომატიური თანამდებობაა ატაშე.“. 9. მე-17 და 171 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნისადმი მოთხოვნები და დანიშვნის წესი 1. სამინისტროს დიპლომატიურ თანამდებობაზე ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და ორი უცხოური ენა. 2. დიპლომატიურ სამსახურში მიღებასთან და დიპლომატიური სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, მოხელის კვალიფიკაციის დასადგენად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები. 3. სამინისტროს დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა ხდება გადაყვანის წესით, კონკურსის წესით ან უკონკურსოდ. მუხლი 171. დიპლომატიურ თანამდებობაზე გადაყვანის წესით დანიშვნა დიპლომატიური თანამდებობის პირები გადაყვანის წესით შეიძლება დაინიშნონ იმავე ან სხვა კატეგორიის დიპლომატიურ თანამდებობაზე.“. 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 172 მუხლი: „მუხლი 172. დიპლომატიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა 1. დიპლომატიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა ხდება: ა) დახურული კონკურსით (ვაკანტური დიპლომატიური თანამდებობის დასაკავებლად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დახურული კონკურსი); ბ) ღია კონკურსით (ვაკანტური დიპლომატიური თანამდებობის დასაკავებლად პირთა შერჩევა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით). ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 2. ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნ პირს აფასებს სამინისტროს საკონკურსო კომისია. 3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. 11. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. დიპლომატიურ თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა 1. უკონკურსოდ დანიშვნა შეიძლება სამინისტროს შემდეგ დიპლომატიურ თანამდებობებზე: ა) მინისტრის მოადგილე; ბ) სამინისტროს გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი; გ) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი, სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მინისტრის სამდივნოს უფროსი; დ) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი; ე) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენელი; თ) საგანგებო დავალებათა ელჩი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები შესაბამის დიპლომატიურ თანამდებობებზე უკონკურსოდ ინიშნებიან ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით. 3. დიპლომატიურ სამსახურში ნებისმიერ თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ: ა) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები; ბ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირები – სამინისტროს საკონკურსო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე; გ) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები. 4. მინისტრი სამინისტროს გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის, სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის, სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მინისტრის სამდივნოს უფროსის, სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული მომზადება და საგარეო ურთიერთობების სფეროში მუშაობის გამოცდილება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და ორი უცხოური ენა. 5. მინისტრი საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული მომზადება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და უცხოური ენა. 6. თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული მომზადება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და უცხოური ენა. 7. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს და მეკავშირე ოფიცრის თანამდებობებზე შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავენ პირებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება და სათანადო კვალიფიკაცია და რომლებმაც იციან საქართველოს სახელმწიფო ენა და უცხოური ენა. 8. კომერციული ატაშეს თანამდებობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და სათანადო კვალიფიკაცია და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და უცხოური ენა.“. 12. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. დიპლომატიური სამსახურის გავლის წესი დიპლომატიური სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები (მათ შორის, ის საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ არის მოწესრიგებული) განისაზღვრება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“.“. 13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი: „მუხლი 191. დიპლომატიური თანამდებობის პირის და ადმინისტრაციული პერსონალის შეფასება 1. დიპლომატიური თანამდებობის პირი (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა) და ადმინისტრაციული პერსონალი არანაკლებ წელიწადში ერთხელ ექვემდებარებიან შეფასებას ამ კანონისა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. 2. დიპლომატიური თანამდებობის პირის და ადმინისტრაციული პერსონალის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა: ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, შესაფასებელი პირი მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით; ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, შესაფასებელი პირის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, შესაფასებელი პირი არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, შესაფასებელი პირის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. 3. შესაფასებელი პირის მიერ შეფასებაზე უარის თქმა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ითვლება.“. 14. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნება სამინისტროს ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციული პერსონალი.“. 15. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები 1. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირი და ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პერსონალი სამინისტროში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში უნდა დაინიშნონ ამ თანამდებობაზე. 2. სამინისტრო ვალდებულია წელიწადში ორჯერ განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობებზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მყოფ პირთა შერჩევა მათი გამოწვევის შემდეგ ამ თანამდებობებზე დანიშვნის მიზნით. 3. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირი სამინისტროში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში. 4. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში.“. 16. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას.“. 17. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში არჩევა, საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ მივლინება და სხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმება 1. დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში ან, სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოდ მივლინებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში, ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და შესაბამისი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს დიპლომატიურ სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უნარჩუნდება დიპლომატიური რანგი, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით და შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მორიგი დიპლომატიური რანგის მისანიჭებლად. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების პირობები ვრცელდება აგრეთვე იმ დიპლომატიური თანამდებობის პირზე ან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფ პირზე, რომელიც დასაქმდება სხვა საჯარო დაწესებულებაში ისეთ თანამდებობაზე, რომლისთვის დადგენილი უფლებამოსილების სფეროში შედის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.“. 18. 26-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ის პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა ღია კონკურსი/დახურული კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე; დ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი;“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პირი დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ირიცხება 5 წლის ვადით. ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის აღნიშნული ვადის დინება ჩერდება ამ პირების მიერ იმავე მუხლით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პერიოდში.“. 19. 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 20. 28-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაა 3 წელი.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური თანამდებობის პირი/ადმინისტრაციული პერსონალი როტაციის წესით სამუშაო მივლინებით შეიძლება წარიგზავნოს 2 წლამდე ვადით.“. 21. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს 1 წლამდე.“. 22. 33-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დიპლომატიური თანამდებობის პირებს მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დაკავებული თანამდებობის, ნამსახურები წლებისა და შეფასების შედეგების შესაბამისად ენიჭებათ დიპლომატიური რანგები, გარდა უმაღლესი დიპლომატიური რანგებისა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელსაც მიენიჭა დიპლომატიური რანგი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად იღებს დიპლომატიური რანგისათვის დაწესებულ დანამატს და უწყდება პროფესიული საჯარო მოხელის კლასისათვის დაწესებული საკლასო დანამატი (მისი არსებობის შემთხვევაში).“. 23. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. დიპლომატიური რანგების კატეგორიები დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია დიპლომატიური რანგების შემდეგი კატეგორიები: ა) უმაღლესი დიპლომატიური რანგები: ა.ა) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; ა.ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; ბ) უფროსი დიპლომატიური რანგები: ბ.ა) უფროსი მრჩეველი; ბ.ბ) მრჩეველი; ბ.გ) უმცროსი მრჩეველი; გ) უმცროსი დიპლომატიური რანგები: გ.ა) პირველი მდივანი; გ.ბ) მეორე მდივანი; გ.გ) მესამე მდივანი; დ) პირველადი დიპლომატიური რანგი – ატაშე.“. 24. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შეფასების შედეგების საფუძველზე დასაშვებია დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება.“. 25. 37-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უფროსი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს და უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს. უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დანიშნულ პირს ვადაზე ადრე ენიჭება უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი, ხოლო უფროს დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დანიშნულ პირს ასევე ვადაზე ადრე ენიჭება უმცროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. პირველადი დიპლომატიური რანგი შეიძლება მიენიჭოთ პირველადი დიპლომატიური თანამდებობის პირებს.“. 26. 39-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 27. მე-40 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.ა) ზედიზედ ორჯერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება;“; ა.ბ) „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.გ) გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება;“; ა.გ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.დ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი: „ს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამსახურიდან გათავისუფლების ის საფუძვლები, რომლებიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული.“; ბ) მე-3–მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 28. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 46. როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი თანამდებობის პირის შვებულება დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ თანამდებობის პირს უფლება აქვს, ისარგებლოს კუთვნილი შვებულებით, რომლის ხანგრძლივობაა წელიწადში 24 სამუშაო დღე.“. მუხლი 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა. მუხლი 3 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
ქუთაისი, 26 დეკემბერი 2018 წ. N4141-რს |
დოკუმენტის კომენტარები