„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3928-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 480040000.05.001.017859
3928-რს
08/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
480040000.05.001.017859
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი – საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხას ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;“;

ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) პოლიციის ატაშე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი;“;

გ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:

„ტ1) უსაფრთხოების ატაშე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი;“;

დ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) მეკავშირე ოფიცერი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი.“.

2. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს და მეკავშირე ოფიცრის თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავენ პირებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება და სათანადო კვალიფიკაცია და რომლებიც ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენასა და უცხოურ ენას.“.

3. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში, ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.“.

4. 321 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 321. პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამუშაოდ შეიძლება მიავლინონ პოლიციის ატაშე და უსაფრთხოების ატაშე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერი, რომლებიც შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროებში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენენ საქართველოს.

2. პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე და მეკავშირე ოფიცერი იმყოფებიან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ დაქვემდებარებაში, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში.

3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, პოლიციის ატაშე და უსაფრთხოების ატაშე შეიძლება აკრედიტებული იყვნენ ორ ან ორზე მეტ ქვეყანაში. ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, შეიძლება შეიქმნას პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს და მეკავშირე ოფიცრის აპარატები.  

4. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში,  სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

  5. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები, მივლინებებისა და აპარატების შენახვის ხარჯები კომპეტენციის ფარგლებში განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებებით.

6. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლის, მათი გამოწვევის და სოციალური დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებისათვის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.

7. პოლიციის ატაშე, უსაფრთხოების ატაშე, მეკავშირე ოფიცერი, მათი აპარატების თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები პირველადი მოწყობისათვის ერთჯერადად იღებენ თანხას, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

8. პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაფარავენ ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს.“.

5. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. ამ კანონის 321 მუხლის მე-4–მე-7 პუნქტების მოთხოვნათა შესრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2016 წლის 1 იანვრამდე გამოსცენ შესაბამისი ბრძანება (ბრძანებები).

7. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შესაბამისი დადგენილება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივლისი 2015 წ.

N3928-რს