დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 602-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/05/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 480040000.05.001.016985 |
|
მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვი – იმ დიპლომატიური თანამდებობის პირების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, რომლებსაც, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, როტაციის წესით სამუშაო მივლინება ვადაზე ადრე შეუწყდათ ან/და რომლებიც გამოწვეულ იქნენ როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო, ასევე რომლებიც არჩეულ იქნენ საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში, ან, სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოდ მივლინებულ იქნენ საერთაშორისო ორგანიზაციაში (ან საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაში), აგრეთვე იმ პირების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე;“. 2. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს პარლამენტის თანხმობის მიღებიდან 10 დღის ვადაში თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.“. 3. მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კონკურსის წესით დასანიშნი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელი − ამ კანონის 171 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით ვაკანსიის შევსებამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვის ვადით;“. 4. 171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 171. ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნის წესი 1. დიპლომატიურ თანამდებობაზე არსებული ვაკანსია, შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციის გათვალისწინებით, შესაძლებელია შეივსოს: ა) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან/და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირის დანიშვნით; ბ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის დანიშვნით; გ) დიპლომატიური თანამდებობიდან პირის გადაყვანის წესით; დ) კონკურსის წესით. 2. თუ ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე არ დაინიშნა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, ვაკანსიის წარმოშობიდან 6 თვის ვადაში შესაძლებელია გამოცხადდეს კონკურსი შესაბამის დიპლომატიურ თანამდებობაზე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ვაკანსიის შევსებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შესაძლებელია პირი ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე დაინიშნოს დროებით მოვალეობის შემსრულებლად არაუმეტეს 6 თვის ვადით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით. დაუშვებელია ამ ვაკანტურ თანამდებობაზე პირის ხელახალი ვადით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა.“. 5. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა 1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის გარდა, წარიგზავნება სამინისტროს ცენტრალური აპარატის დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი. 2. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნება სამინისტროს ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი. 3. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნოს სამინისტროს ცენტრალური აპარატის დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი. 4. განსაკუთრებულ შემთხვევაში დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით შესაძლებელია წარიგზავნოს პირი, რომელიც არ არის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე.“. 6. 29-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს 1 წლამდე.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იმავე თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში.“. 7. 49-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება ვრცელდება ასევე 2013 წლის 1 ივნისამდე ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნულ დროებით მოვალეობის შემსრულებლებზე და იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა აითვლება ამ თანამდებობაზე მათი დანიშვნის დღიდან. 5. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალზე, რომელსაც როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა გაუგრძელდა 2013 წლის 1 ივნისამდე პერიოდში, ამ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე წარდგენილ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელობის კანდიდატებს, რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობა გამოხატა საქართველოს პარლამენტმა, ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 17 მაისი 2013 წ. N602-IIს |
დოკუმენტის კომენტარები