დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
დიპლომატიური სამსახურის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5568 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/12/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 21/12/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 480.040.000.05.001.003.070 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (21/12/2007 - 06/08/2009)
საქართველოს კანონი
დიპლომატიური სამსახურის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
��� მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი ადგენს საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ორგანიზების სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს დიპლომატიური სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
2. დიპლომატიური სამსახური მონაწილეობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ფორმირებაში, უზრუნველყოფს მის განხორციელებას და საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად კოორდინაციას უწევს ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებს.
��� მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დიპლომატიური სამსახური � საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი ქვედანაყოფები ქვეყნის ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ;
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში � სამინისტრო) � სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფოებრივ მართვას;
გ) დიპლომატიური წარმომადგენლობა � სამინისტროს ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისას წარმოადგენს საქართველოს;
დ) საკონსულო დაწესებულება � სამინისტროს ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არის დაფუძნებული, წარმოადგენს საქართველოს;
ე) დიპლომატიური მისია � დიპლომატიური მისია იმ მნიშვნელობით, რომელიც მას მინიჭებული აქვს �დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ� 1961 წლის ვენის კონვენციით;
ვ) ტერიტორიული ორგანო � სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე;
ზ) დიპლომატიური რანგი � დიპლომატიურ სამსახურში დაწესებული სპეციალური რანგი, რომელიც ენიჭება დიპლომატიური თანამდებობის პირს;
თ) დიპლომატიური თანამდებობის პირი � დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს დიპლომატიური რანგი;
ი) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი � საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს სისტემაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს;
კ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვი � ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები, აგრეთვე ის პირები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე;
ლ) დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი � საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეებისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხას ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
მ) მომსახურე პერსონალი � ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული სათანადო კვალიფიკაციის მქონე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც, �დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ� 1961 წლის ვენის კონვენციის შესაბამისად, ემსახურებიან დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს;
ნ) როტაცია � სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირთა ურთიერთშენაცვლება;
ო) როტაციის წესით სამუშაო მივლინება � დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ წარგზავნა ამ კანონით დადგენილი წესითა და ვადით;
პ) ოჯახის წევრი � დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი;
ჟ) პირველადი მოწყობის ხარჯები � დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებული თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად გაცემული თანხა, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
რ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი � საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ მივლინებული თანამდებობის პირი.
��� მუხლი 3. დიპლომატიური სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
დიპლომატიური სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ხელის შეწყობა;
ბ) საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სტატუსის განმტკიცება;
გ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისათვის ხელის შეწყობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
ე) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების განუხრელი დაცვისა და შემდგომი განვითარებისათვის ხელის შეწყობა;
ვ) საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს ინტერესების წარმოდგენა და დაცვა;
თ) დიპლომატიური საშუალებებით საქართველოს სუვერენიტეტის, ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის და სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა;
ი) საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო და სხვა სახის კავშირების განმტკიცება;
კ) საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;
ლ) სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო პოლიტიკის გატარება;
მ) საზღვარგარეთ განლაგებული საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საქმიანობისათვის ხელის შეწყობა.
��� მუხლი 4. დიპლომატიური სამსახურის ფასეულობები, პრინციპები და პროფესიული ეთიკის ქარტია
1. დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებია:
ა) პროფესიონალიზმი, ერთგულება, პატიოსნება და მიუკერძოებლობა;
ბ) პატრიოტიზმი და ანგარიშვალდებულება ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
2. დიპლომატიური სამსახურის პრინციპებია:
ა) ეროვნული ინტერესების თანმიმდევრულად განხორციელება;
ბ) საგარეო პოლიტიკის ქმედებებისა და ინიციატივების მდგრადობა და პროგნოზირებადობა;
გ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემა;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა ზუსტი და თანმიმდევრული დაცვა;
ე) საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად დიპლომატიურ სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;
ვ) მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა;
ზ) დიპლომატიური სამსახურის ერთიანობა;
თ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
3. დიპლომატიური სამსახურის პროფესიული ეთიკის ქარტიის მიზანია, ხელი შეუწყოს დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებისა და პრინციპების პატივისცემას.
��� მუხლი 5. დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი
დიპლომატიურ სამსახურს ხელმძღვანელობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (შემდგომში � მინისტრი).
��� მუხლი 6. დიპლომატიური წარმომადგენლობები
1. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებია:
ა) საქართველოს საელჩო;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა;
გ) საქართველოს დიპლომატიური მისია.
2. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
3. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მინისტრის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
��� მუხლი 7. საკონსულო დაწესებულებები
საქართველოს საკონსულო დაწესებულების სახეები და მათი სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება �საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ� საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
��� მუხლი 8. გადაწყვეტილებები დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ
1. გადაწყვეტილებებს დიპლომატიური წარმომადგენლობის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. გადაწყვეტილებებს საკონსულო დაწესებულების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ იღებს მინისტრი.
თავი II
დიპლომატიური სამსახურის საკადრო შემადგენლობა
��� მუხლი 9. დიპლომატიური თანამდებობის პირის სამართლებრივი მდგომარეობა
1. დიპლომატიური თანამდებობის პირი ირიცხება საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.
2. დიპლომატიური თანამდებობის პირის სამართლებრივი მდგომარეობა რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
��� მუხლი 10. დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობის პირთა კატეგორიები
დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია თანამდებობის პირთა შემდეგი კატეგორიები:
ა) დიპლომატიური თანამდებობის პირები;
ბ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი;
გ) მომსახურე პერსონალი.
��� მუხლი 11. დიპლომატიური თანამდებობის პირთა კატეგორიები
დიპლომატიური თანამდებობის პირთა კატეგორიებია:
ა) უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირი (A კატეგორია);
ბ) უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირი (B კატეგორია);
გ) უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირი (C კატეგორია).
��� მუხლი 12. უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირები (A კატეგორია)
უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირები არიან:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილე (A1);
ბ) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი (A2);
გ) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (A2);
დ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი (A2);
ე) საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი (A2);
ვ) საქართველოს გენერალური კონსული (A3);
ზ) საგანგებო დავალებათა ელჩი (A3).
��� მუხლი 13. უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები (B კატეგორია)
უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (B1);
ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (B1);
გ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე (B1);
დ) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი (B2);
ე) უფროსი მრჩეველი (B2);
ვ) კონსული (B2);
ზ) მრჩეველი (B3);
თ) თავდაცვის ატაშე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი (B3).
��� მუხლი 14. უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები (C კატეგორია)
უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები არიან:
ა) ვიცე-კონსული (C1);
ბ) პირველი მდივანი (C1);
გ) საკონსულო აგენტი (C2);
დ) მეორე მდივანი (C2);
ე) მესამე მდივანი (C3);
ვ) ატაშე (C3);
ზ) თავდაცვის ატაშეს აპარატისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აპარატის თანამდებობის პირები (C3).
��� მუხლი 15. დიპლომატიური თანამდებობის პირის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდან პირი წყვეტს ნებისმიერ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობის პერიოდში დიპლომატიური თანამდებობის პირი პოლიტიკურად ნეიტრალურია და არა აქვს უფლება, ეწეოდეს საქმიანობას/პროპაგანდას ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის, გაერთიანების სასარგებლოდ ან წინააღმდეგ.
��� მუხლი 16. დიპლომატიური თანამდებობის პირის ვალდებულებანი
დიპლომატიური თანამდებობის პირი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს სახელმწიფო ინტერესები;
ბ) პატივი სცეს და დაიცვას საქართველოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა და ჩვეულებანი;
გ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს დიპლომატიური უფლებები და იმუნიტეტი.
��� მუხლი 17. დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა
1. სამინისტროს დიპლომატიურ თანამდებობებზე ინიშნებიან საქართველოს მოქალაქეები.
2. სამინისტროს დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა ხდება გადაყვანის წესით, კონკურსის წესით ან უკონკურსოდ.
3. გადაყვანის წესით დიპლომატიურ თანამდებობაზე ინიშნებიან დიპლომატიური თანამდებობის პირები.
4. კონკურსის წესით დიპლომატიურ თანამდებობაზე ინიშნებიან პირები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება, ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას და ორ უცხოურ ენას მაინც.
5. უკონკურსოდ დანიშვნა შეიძლება შემდეგ დიპლომატიურ თანამდებობაზე:
ა) მინისტრის მოადგილე;
ბ) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი;
გ) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი;
ე) საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი;
ვ) საგანგებო დავალებათა ელჩი.
6. უკონკურსოდ დიპლომატიურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნონ:
ა) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები;
ბ) დიპლომატიურ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელი � მოხელის სამსახურში გამოსვლამდე;
გ) კონკურსის წესით დასანიშნი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელი � კონკურსის შედეგების მიხედვით პირის თანამდებობაზე დანიშვნამდე;
დ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული და დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში მყოფი პირები სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე;
ე) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები.
7. კონკურსის წესით ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნი პირების შეფასებას ახორციელებს სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
8. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
9. დიპლომატიურ სამსახურში მიღებასთან და დიპლომატიური სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, მოხელის კვალიფიკაციის დასადგენად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება დაწესდეს დამატებითი მოთხოვნები.
��� მუხლი 18. სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორისა და საგანგებო დავალებათა ელჩის დანიშვნა
1. სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მინისტრი ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, ორ უცხოურ ენას მაინც და აქვს საგარეო ურთიერთობების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
2. საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე მინისტრი ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და ერთ უცხოურ ენას მაინც.
თავი III
დიპლომატიური სამსახურის გავლა
��� მუხლი 19. დიპლომატიური სამსახურის გავლის წესი
დიპლომატიური სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
��� მუხლი 20. როტაცია
1. მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია თანამდებობის პირთა როტაცია.
2. როტაციის ფარგლებში ხორციელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში პირთა სამუშაო მივლინება, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებულ პირთა გამოწვევა სამინისტროში საქმიანობის გასაგრძელებლად.
3. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა პირმა მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წლისა. მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, ეს ვადა შეამციროს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაითვლება როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული პირის დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ყოფნის დრო.
��� მუხლი 21. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურება
დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურება რეგულირდება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
��� მუხლი 22. დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირები
1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის გარდა, წარიგზავნებიან სამინისტროს დიპლომატიური თანამდებობის პირები.
2. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნება სამინისტროს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება წარგზავნილ იქნეს პირი, რომელიც არ არის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე.
��� მუხლი 23. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით გამოწვეული პირები
1. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები სამინისტროში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში უნდა დაინიშნონ შესაბამის თანამდებობაზე.
2. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები სამინისტროში შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის შემთხვევაში ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში.
��� მუხლი 24. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევის საფუძვლები
1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევა, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის გარდა, მინისტრმა შეიძლება განახორციელოს:
ა) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ლიკვიდაციისას ან/და რეორგანიზაციისას;
ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას;
გ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ �პერსონა ნონ გრატად� გამოცხადებისას;
დ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულებისას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის შემდგომმა მუშაობამ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში;
ე) თანამდებობის პირის თანხმობით მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას;
ვ) თანამდებობის პირის მოთხოვნისას;
ზ) თანამდებობის პირის მძიმე ავადმყოფობისას, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
თ) თანამდებობის პირის გარდაცვალებისას;
ი) თანამდებობის პირის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ვადაზე ადრე გამოწვევა ხდება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროს ხელმძღვანელობის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით.
��� მუხლი 25. საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში არჩევა და საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ მივლინება
1. დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში სამუშაოდ მივლინებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში (ან საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაში), ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და შესაბამისი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს დიპლომატიურ სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს უნარჩუნდება დიპლომატიური რანგი, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით და შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მორიგი დიპლომატიური რანგის მისანიჭებლად.
��� მუხლი 26. დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
1. ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის �ა���დ�, �ვ� და �ზ� ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები, აგრეთვე ის პირები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე, ჩარიცხული იქნებიან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და ვაკანტური თანამდებობის დაკავებისას მიენიჭებათ უპირატესობა მათი დიპლომატიური რანგისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
2. საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრებული პირების დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხვის პირობები განისაზღვრება დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით.
3. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეულ პირებს უფლება აქვთ, რეზერვში ყოფნის პერიოდში ახორციელებდნენ ანაზღაურებად საქმიანობას სხვა დაწესებულებაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეულ იმ პირებზე, რომლებიც უარს განაცხადებენ სამინისტროს მიერ შეთავაზებულ თანამდებობაზე და სურვილს გამოთქვამენ, ჩარიცხულ იქნენ რეზერვში.
5. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ყოფნის მაქსიმალური ვადაა 3 წელი. აღნიშნული ვადა არ ვრცელდება ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ პირებზე.
��� მუხლი 27. დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი
1. საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში, ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.
2. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეებისა, მინისტრის წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
3. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხას ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
��� მუხლი 28. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა
1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების თითოეული ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის და გენერალური კონსულისათვის არის 4 წელი, ხოლო დიპლომატიური თანამდებობის ყველა სხვა პირისათვის � 3 წელი.
2. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისათვის საზღვარგარეთ სამუშაო მივლინების ვადაა 3 წელი.
3. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა და გამოწვევა ხორციელდება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
��� მუხლი 29. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელება
მინისტრი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა გაუგრძელოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს;
ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი თანამდებობის პირის მივლინების ვადა განსაკუთრებულ შემთხვევაში გააგრძელოს 1 წლამდე, ხოლო გენერალური კონსულის მივლინების ვადა � 2 წლამდე;
გ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან გენერალური კონსულის წარდგინების საფუძველზე, მისი მივლინების ვადის გასვლამდე, გაუგრძელოს მივლინების ვადა დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს.
��� მუხლი 30. საქმეთა დროებითი რწმუნებულის დანიშვნა
1. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ მოვალეობათა დროებით შეუსრულებლობის შემთხვევაში დიპლომატიური წარმომადგენლობის მუშაობას ხელმძღვანელობს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
2. შესაბამისი დიპლომატიური თანამდებობის პირი საქმეთა დროებით რწმუნებულად ინიშნება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
��� მუხლი 31. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა
საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მოვალეობათა დროებით შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსულო დაწესებულების მუშაობას ხელმძღვანელობს მინისტრის მიერ განსაზღვრული პირი � საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.
��� მუხლი 32. თავდაცვის ატაშე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მათი აპარატები
1. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, სამინისტროსთან შეთანხმებით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება სამუშაოდ მიავლინოს თავდაცვის ატაშე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციაში � საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომლებიც შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და სამხედრო ხასიათის ურთიერთობებში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ საქართველოს.
2. თავდაცვის ატაშე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფებიან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში.
3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, თავდაცვის ატაშე შეიძლება აკრედიტებულ იყოს ორ ან ორზე მეტ სახელმწიფოში.
4. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით შეიძლება დაფუძნებულ იქნეს თავდაცვის ატაშეს აპარატი, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეიძლება დაფუძნებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აპარატი, რომლებშიც შედიან აპარატის უფროსი და უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და მომსახურე პერსონალი.
5. თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესი და თანამდებობების დასახელებები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
6. თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს და მათ აპარატებს მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ამ პირებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები და აპარატების შენახვის ხარჯები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლის, მათი გამოწვევის, სოციალური დაცვისა და გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები.
8. თავდაცვის ატაშე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მათი აპარატების თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები პირველადი საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად იღებენ თანხას, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
9. თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ან მათთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საფასურს.
თავი IV
დიპლომატიური რანგები
��� მუხლი 33. დიპლომატიური რანგების მინიჭება
1. დიპლომატიური თანამდებობის პირებს სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დაკავებული თანამდებობის, ნამსახურები წლების, პროფესიული მომზადებისა და დამსახურების შესაბამისად ენიჭებათ დიპლომატიური რანგები, უმაღლესი დიპლომატიური რანგების გარდა.
2. დიპლომატიური რანგების მინიჭების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
3. დიპლომატიური რანგისათვის დაწესებულია შესაბამისი დანამატი, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
4. დიპლომატიური რანგი ასევე მიენიჭებათ დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში მყოფ პირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
��� მუხლი 34. უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭება
1. უმაღლესი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მინისტრის წარდგინებით.
2. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ იმ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობა.
��� მუხლი 35. დიპლომატიური რანგების კატეგორიები
დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია დიპლომატიური რანგების შემდეგი კატეგორიები:
ა) უმაღლესი დიპლომატიური რანგები:
ა.ა) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
ა.ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
ბ) უფროსი დიპლომატიური რანგები:
ბ.ა) უფროსი მრჩეველი;
ბ.ბ) მრჩეველი;
ბ.გ) უმცროსი მრჩეველი;
გ) უმცროსი დიპლომატიური რანგები:
გ.ა) პირველი მდივანი;
გ.ბ) მეორე მდივანი;
გ.გ) მესამე მდივანი;
გ.დ) ატაშე.
��� მუხლი 36. დიპლომატიური რანგების მინიჭების ვადები
1. დიპლომატიური რანგების მინიჭებისათვის განსაზღვრულია დიპლომატიური სამსახურის გავლის შემდეგი ვადები:
ა) �ატაშეს� პირველადი დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის � დიპლომატიური სამსახურის გავლის 1 წელი;
ბ) �მდივნის� დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის � დიპლომატიური სამსახურის გავლის 2 წელი;
გ) �მრჩევლის� დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის � დიპლომატიური სამსახურის გავლის 3 წელი.
2. შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის ან განსაკუთრებული დამსახურების გამო დასაშვებია დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება.
3. თითოეული კატეგორიის ფარგლებში დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ.
��� მუხლი 37. დიპლომატიური რანგების კატეგორიებისა და დიპლომატიური თანამდებობების თანაფარდობა
1. უმაღლესი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს.
2. უფროსი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს. უფროს დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დანიშნულ პირს ენიჭება �უმცროსი მრჩევლის� დიპლომატიური რანგი.
3. უმცროსი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს.
��� მუხლი 38. დიპლომატიური რანგების მოქმედების ვადა
1. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება ხდება სამუდამოდ.
2. დიპლომატიური თანამდებობის პირის მიერ დიპლომატიური თანამდებობის დატოვების შემთხვევაში ხდება მინიჭებული უფროსი ან უმცროსი დიპლომატიური რანგის მოქმედების შეჩერება დიპლომატიურ თანამდებობაზე მის ხელახალ დანიშვნამდე.
3. დიპლომატიური თანამდებობის პირის დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნებისას ხდება იმ დიპლომატიური რანგის მოქმედების აღდგენა, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა დიპლომატიური თანამდებობიდან გათავისუფლებამდე.
4. დიპლომატიური რანგის მინიჭება დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემით.
5. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემითა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ სათანადო სიგელის გადაცემით.
��� მუხლი 39. საკლასო ჩინის მინიჭება
ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება მიენიჭოს სახელმწიფო მოხელეთათვის დაწესებული საკლასო ჩინები.
თავი V
სამსახურიდან გათავისუფლება
��� მუხლი 40. სამსახურიდან გათავისუფლება
1. დიპლომატიური თანამდებობის პირს და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს (შემდგომში � პირი) სამსახურიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) დანიშვნის შესახებ ბრძანებით გათვალისწინებული ვადის გასვლა;
გ) საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება;
დ) სხვა სამსახურში გადასვლა;
ე) არაკანონიერად გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე;
ვ) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა, კერძოდ:
ვ.ა) ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგები;
ვ.ბ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა;
ვ.გ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგები;
ზ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, თუ პირის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ან სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევა;
თ) დანაშაულის ჩადენა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;
ი) თანამდებობრივი შეუთავსებლობა, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში;
კ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების უკანონო მოხმარება;
ლ) სამსახურის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია;
მ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
ნ) გარდაცვალება;
ო) მოქალაქეობის შეცვლა;
პ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;
ჟ) ქმედუუნაროდ აღიარება;
რ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის �გ�, �დ�, �ვ�, �ზ� ან �თ� ქვეპუნქტის შესაბამისად.
თავი VI
სოციალური დაცვა და გარანტიები
��� მუხლი 41. დიპლომატიური და საკონსულო იმუნიტეტი
1. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირი და მისი ოჯახის წევრები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად სარგებლობენ დიპლომატიური და საკონსულო იმუნიტეტით.
2. პირისა და მისი ოჯახის წევრებისათვის დიპლომატიურ და საკონსულო იმუნიტეტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
��� მუხლი 42. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირისა და მისი ოჯახის წევრების სოციალური დაცვა
1. საზღვარგარეთ დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის განხორციელებამ არ უნდა მიაყენოს ზიანი პირსა და მისი ოჯახის წევრებს.
2. სამინისტრო ვალდებულია, ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინოს როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირსა და მისი ოჯახის წევრებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაში.
3. სამინისტრო, დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებული არიან, ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინონ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მყოფი პირების ოჯახებს.
4. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის მეუღლეს საქართველოში დაბრუნებამდე უნარჩუნდება თანამდებობა იმ სახელმწიფო სამსახურში, რომელშიც იგი მუშაობდა მეუღლის მივლინებამდე.
��� მუხლი 43. დიპლომატიური ან საკონსულო საქმიანობის განხორციელება რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საყოფაცხოვრებო, კრიმინოგენულ და კლიმატურ პირობებში
1. დიპლომატიური ან საკონსულო საქმიანობის განსახორციელებლად დიპლომატიური თანამდებობის პირის მივლინება იმ ქვეყნებში, სადაც რთული პოლიტიკური, ეკონომიკური, საყოფაცხოვრებო, კრიმინოგენული და კლიმატური პირობებია, დასაშვებია მხოლოდ დიპლომატიური თანამდებობის პირის თანხმობით.
2. მივლინების ადგილებში შეიარაღებული ან სამოქალაქო კონფლიქტების, სტიქიური უბედურებების ან სხვა ისეთი ვითარების წარმოშობისას, რომელიც საფრთხეს უქმნის სამუშაოდ მივლინებული პირისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ქონებას, საქართველო იღებს ყველა საჭირო ზომას მათი სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად.
��� მუხლი 44. როტაციის წესით სამუშაო მივლინების განხორციელებისათვის საჭირო მგზავრობის, პირველადი მოწყობისა და განსაკუთრებული მდგომარეობის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯები
დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირს და მისი ოჯახის წევრებს, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, მგზავრობის ორივე მიმართულებით უნაზღაურდებათ მგზავრობისა და პირადი ტვირთის გადაზიდვის ხარჯები, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში პირველადი მოწყობის ხარჯები და ყოველწლიური შვებულების დროს მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები (არა უმეტეს საქართველოში გამომგზავრებასთან და საქართველოდან გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა).
��� მუხლი 45. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის საყოფაცხოვრებო და სოციალური უზრუნველყოფა
1. საზღვარგარეთ დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საცხოვრებლით მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა რაოდენობის, მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.
2. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირი და მისი ოჯახის წევრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევითა და სამედიცინო მომსახურებით.
3. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში სამინისტრო დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საფასურს.
��� მუხლი 46. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი თანამდებობის პირის შვებულება
დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ თანამდებობის პირს უფლება აქვს, ისარგებლოს კუთვნილი შვებულებით, რომლის ხანგრძლივობაა წელიწადში 30 კალენდარული დღე.
თავი VII
დიპლომატიური სამსახურის ფინანსური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა
��� მუხლი 47. დიპლომატიური სამსახურის ფინანსური უზრუნველყოფა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს დიპლომატიური სამსახურის, მისი პერსონალისა და ქონების უსაფრთხოების განსაკუთრებულ დაცვას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დიპლომატიური სამსახურისა და მისი პერსონალის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ, ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
3. დიპლომატიური თანამდებობის პირთა სოციალური დაცვის სხვა გარანტიები განისაზღვრება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
��� მუხლი 48. დიპლომატიური სამსახურის საკომუნიკაციო და საარქივო უზრუნველყოფა
1. დიპლომატიურ სამსახურს აქვს საკურიერო მომსახურების დამოუკიდებელი სისტემა. იგი სარგებლობს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემებით, საერთო დანიშნულების საფელდიეგერო სამსახურით და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სისტემებით.
2. დიპლომატიურ სამსახურს აქვს საკუთარი არქივი, რომელშიც დაცულია დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები.
თავი VIII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
��� მუხლი 49. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის დებულებები ვრცელდება სამინისტროს სისტემის ყველა თანამდებობის პირზე, მათი დანიშვნის თარიღის მიუხედავად.
2. ამ კანონის ამოქმედებისათვის დიპლომატიურ თანამდებობის პირებთან გათანაბრებული პირები ჩაირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.
3. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით:
ა) ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში მიიღოს ნორმატიული აქტები �დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხ პირთა თანამდებობრივი ნუსხის შესახებ� და �დიპლომატიური რანგისათვის დაწესებული დანამატის ოდენობის განსაზღვრის შესახებ�;
ბ) ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში დაადგინოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხა, რომლებიც უნდა ჩაირიცხონ დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში;
გ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა:
გ.ა) �საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრთა პირველადი მოწყობის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ�;
გ.ბ) �საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ�;
გ.გ) �დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესახებ�;
გ.დ) �საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ�;
გ.ე) �დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის შესახებ�;
გ.ვ) �დიპლომატიურ თანამდებობის პირთა სოციალური დაცვის სხვა გარანტიების განსაზღვრის შესახებ�;
დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა:
დ.ა) �თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელებების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე�;
დ.ბ) �თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოებისა და აპარატების შენახვის ხარჯების განსაზღვრის შესახებ�;
დ.გ) �თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, მათი აპარატების თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების პირველადი საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადი თანხის ოდენობის განსაზღვრის შესახებ�.
��� მუხლი 50. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი �დიპლომატიური სამსახურის შესახებ� (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 161).
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 7 დეკემბერი.
№5568�IIს
დოკუმენტის კომენტარები