დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1606 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/08/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 13/08/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 480.040.000.05.001.003.609 |
საქართველოს კანონი
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) დიპლომატიური თანამდებობის პირი – დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით უნდა მიენიჭოს დიპლომატიური რანგი;
ი) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს სისტემაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს;“;
გ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი – საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეებისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხას ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
მ) მომსახურე პერსონალი – ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული, სათანადო კვალიფიკაციის მქონე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც, „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციისა და „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ 1963 წლის ვენის კონვენციის შესაბამისად, ემსახურებიან დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს;“;
დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) ოჯახის წევრი – დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, არასრულწლოვანი გერი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი;“;
ე) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:
„ს) თავდაცვის ატაშე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში აკრედიტებული სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ხასიათის ურთიერთობებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენს საქართველოს.“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. დიპლომატიური სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
დიპლომატიური სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) დიპლომატიური საშუალებებით საქართველოს სუვერენიტეტის, ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა;
ბ) საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება;
გ) საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს ინტერესების წარმოდგენა და დაცვა;
დ) საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სტატუსის განმტკიცება;
ე) საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და სხვა სახის კავშირების განმტკიცება;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;
ზ) სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო პოლიტიკის გატარება;
თ) საზღვარგარეთ განლაგებული საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საქმიანობისათვის ხელის შეწყობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
კ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისათვის ხელის შეწყობა;
ლ) საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ხელის შეწყობა;
მ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების განუხრელი დაცვისა და შემდგომი განვითარებისათვის ხელის შეწყობა.“.
3. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის საბოლოო ან დროებითი გაწვევის შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვა მიენდოს მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღები იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის.“.
4. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დიპლომატიური სამსახურის საკადრო შემადგენლობა და დიპლომატიური თანამდებობები“.
5. მე-10–მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობების კატეგორიები
დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობების შემდეგი კატეგორიებია:
ა) დიპლომატიური თანამდებობა;
ბ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური თანამდებობა;
გ) მომსახურე პერსონალის თანამდებობა.
მუხლი 11. დიპლომატიური თანამდებობები
დიპლომატიური თანამდებობებია:
ა) უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა;
ბ) უფროსი დიპლომატიური თანამდებობა;
გ) უმცროსი დიპლომატიური თანამდებობა.
მუხლი 12. უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობები
უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობებია:
ა) მინისტრი;
ბ) მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილე;
გ) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი;
დ) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი;
ვ) საქართველოს გენერალური კონსული;
ზ) საგანგებო დავალებათა ელჩი.
მუხლი 13. უფროსი დიპლომატიური თანამდებობები
უფროსი დიპლომატიური თანამდებობებია:
ა) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე;
დ) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი;
ე) უფროსი მრჩეველი;
ვ) კონსული;
ზ) მრჩეველი;
თ) თავდაცვის ატაშე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
მუხლი 14. უმცროსი დიპლომატიური თანამდებობები
უმცროსი დიპლომატიური თანამდებობებია:
ა) ვიცე-კონსული;
ბ) პირველი მდივანი;
გ) საკონსულო აგენტი;
დ) მეორე მდივანი;
ე) მესამე მდივანი;
ვ) ატაშე;
ზ) თავდაცვის ატაშეს აპარატისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აპარატის თანამდებობის პირები.“.
6. მე-16 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი.“.
7. მე-17 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კონკურსის წესით დიპლომატიურ თანამდებობაზე ინიშნებიან პირები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება, ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას და ორ უცხოურ ენას.“;
ბ) მე-5 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;“;
ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი;“;
ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. ამ კანონის მე-12 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები თანამდებობაზე ინიშნებიან ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.“.
8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:
„მუხლი 171. ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1. დიპლომატიურ თანამდებობაზე არსებული ვაკანსია, შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციის გათვალისწინებით, უნდა შეივსოს:
ა) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირის დანიშვნით;
ბ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის დანიშვნით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე არ დაინიშნა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, ვაკანსიის წარმოშობიდან სამი თვის ვადაში ცხადდება კონკურსი შესაბამის დიპლომატიურ თანამდებობაზე.“.
9. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. დიპლომატიურ თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა
1. სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მინისტრი ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, ორ უცხოურ ენას და აქვს საგარეო ურთიერთობების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
2. საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე მინისტრი ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და ერთ უცხოურ ენას.
3. თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი, სამინისტროსთან შეთანხმებით, ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და ერთ უცხოურ ენას.“.
10. 24-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ „პერსონა ნონ გრატად“ ან მიუღებელ პირად გამოცხადებისას;“;
ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) თანამდებობის პირის მძიმე ავადმყოფობისას, რომელიც შეუძლებელს ხდის მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;“;
ა.გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ვადაზე ადრე გამოწვევა ხდება მინისტრის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით, სამინისტროს ხელმძღვანელობის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.“.
11. 26-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები, აგრეთვე ის პირები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე, მათი თანხმობით ჩაირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და ვაკანტური თანამდებობის დაკავებისას მიენიჭებათ უპირატესობა მათი დიპლომატიური რანგისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
2. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხვის სხვა შემთხვევები და პირობები განისაზღვრება დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
12. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში, ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.“.
13. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელება
1. მინისტრი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გაუგრძელოს 1 წლამდე;
ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ თანამდებობის პირს მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს 1 წლამდე;
გ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან გენერალური კონსულის წარდგინების საფუძველზე, მისი მივლინების ვადის გასვლამდე, გაუგრძელოს მივლინების ვადა დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს.
2. ამ კანონის მე-6 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობა დაკომპლექტდება სამინისტროს საკადრო შემადგენლობიდან, ამ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან გადაყვანილ თანამდებობის პირთა როტაციის ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.“.
14. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რანგების მინიჭებისათვის დადგენილი ვადა აითვლება ბოლო დიპლომატიური რანგის მინიჭებიდან.“.
15. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა;“;
ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ ან „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.
16. 41-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირისა და მისი ოჯახის წევრებისათვის, გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა და მისი ოჯახის წევრებისა, დიპლომატიურ და საკონსულო იმუნიტეტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის იმუნიტეტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, მინისტრის წარდგინებით, იღებს საქართველოს პრეზიდენტი.“.
17. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში სამინისტრო ყველა ხარჯის, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საფასურის, დასაფარავად გასცემს ერთჯერად ფულად დახმარებას.“.
18. 49-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „გ.ა“, „გ.ვ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. 2010 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის 171 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ დიპლომატიური თანამდებობების მიმართ, რომლებზედაც 2009 წლის 10 აგვისტომდე დანიშნულია კონკურსის წესით დასანიშნი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 6 აგვისტო.
№1606–რს
დოკუმენტის კომენტარები