ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30(37), 13/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 420.000.000.05.001.000.595
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2116
22/06/1999
სსმ, 30(37), 13/07/1999
420.000.000.05.001.000.595
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (08/05/2012 - 25/03/2013)

საქართველოს კანონი

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

 

 

კარი I ზოგადი ნაწილი

თავი I ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ამ კანონის რეგულირების სფეროა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვა მავნე ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან.

2. ეს კანონი არ არეგულირებს შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის დაცვის სამართლებრივ რეჟიმს.

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

საქართველოს კანონმდებლობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „გარემოს დაცვის შესახებ” და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 3. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:

ა) ხელი შეუწყოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებების – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი – უზრუნველყოფას;

ბ) უზრუნველყოს გარემოს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის – ატმოსფერული ჰაერის დაცვა საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად და ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით;

გ) სამართლებრივად უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საერთო გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადაჭრა.

2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია:

ა) უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევა, შენარჩუნება და გაუმჯობესება;

ბ) სამართლებრივად უზრუნველყოს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევათა რეგულირება;

გ) ხელი შეუწყოს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის უზრუნველყოფას;

დ) ხელი შეუწყოს ევროკავშირის კანონმდებლობით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისაგან დაცვის სფეროში დადგენილი სამართლებრივი ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივ ამოქმედებას.

    მუხლი 4. ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ატმოსფერული ჰაერი – ატმოსფერული გარსის ჰაერი, შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის გარდა;

ბ) მავნე ნივთიერება – ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე;

გ) ევროკავშირის კანონმდებლობა – ევროპის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს, ევროგაერთიანების საბჭოს, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ მიღებული დებულებები, გადაწყვეტილებები და დირექტივები;

დ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა – გარემოს დაბინძურების რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუ­ძ­ნება დაბინ­ძურების აკუმულირების უნარის მქონე გარემოს ძირითადი კომ­პო­ნენტების – მიწის, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინტეგრირებულ (კომ­პლექ­სურ) კონტროლს;

ე) საუკეთესო ტექნოლოგია – გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ხელმისაწვდომია ეკონომიკური თვალსაზრისით;

ვ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა – „სასაქონლო აღწერისა და კოდირების შესახებ” 1983 წლის 14 ივნისის ბრიუსელის საერთაშორისო კონვენციით დადგენილი სასაქონლო აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემა, რომლის საფუძველზედაც საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ერთიანი სასაქონლო ნომენკლატურის მიღების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს მიერ 1995 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში დადებული ხელშეკრულებით „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ერთიანი სასაქონლო ნომენკლატურის შესახებ”;

ზ) ეროვნულ ანგარიშთა სისტემა – ეკონომიკური სტატისტიკის წარმოების, ეკონომიკურ-სტატისტიკური და საერთაშორისო შედარებითი ანალიზის მიზნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის გაერთიანების კომისიის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკური კომისიის 1993 წლის 22 თებერვლის 27-ე სესიის მიერ რეკომენდებული იქნა გამოსაყენებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისათვის;

თ) სახელმწიფო სტანდარტი − პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად მიღებული საქართველოს სტანდარტი ან/და „სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ“ 1992 წლის 13 მარტს მოსკოვში დადებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებით შეთანხმების მონაწილე ქვეყნების ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განსაზღვრული სტანდარტი;

ი) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და წესები – „საქართველოში 1992 წლამდე მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური წესების, ნორმებისა და ჰიგიენური ნორმატივების დროებით ძალაში დატოვების შესახებ” საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 30 იანვრის №44/ო ბრძანებით საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განსაზღვრული სანიტარიულ-ჰიგიენური წესები, ნორმები და ჰიგიენური ნორმატივები;

კ) ეკონომიკური საქმიანობის სახეობების ეროვნული კლასიფიკატორი – საქსტანდარტის 1997 წლის 13 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული კლასიფიკატორი სეპ (NACE) 001-97 – ეკონომიკური საქმიანობის სახეობები”;

ლ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი – კერძო სამართლის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

მ) სახელმწიფო ორგანო ან/და სახელმწიფო იურიდიული პირი – სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საჯაროსამართლებრივი კორპორაცია, საჯაროსამართლებრივი დაწესებულება), რომლის შექმნის, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით;

ნ) (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6160 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.

    მუხლი 5. „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპების გამოყენება ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

ატმოსფერულ ჰაერზე პოტენციურად მავნე ზეგავლენის მქონე საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დროს ფიზიკური და იურიდიული პირები, სახელმწიფო ორგანოები და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპებით.

 

თავი II ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები და ვალდებულებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

    მუხლი 6. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:

ა) ამ კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებიდან მიიღონ სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;

ბ) აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში შეიტანონ წინადადებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის გაუმჯობესების თაობაზე;

გ) ხელი შეუწყონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელებას;

დ) მონაწილეობა მიიღონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა განხილვასა და მიღებაში;

ე) მიიღონ ანაზღაურება მათთვის მიყენებული ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვ­ნათა შეუსრულებლობამ;

ვ) სასამართლო წესით მოითხოვონ ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ობიექტების განთავსების, დაპროექტების, მშე­ნებ­ლო­ბის, რე­კონ­სტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა;

ზ) აღძრან სარჩელი იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ მიერ მხილებულნი იქნებიან ამ კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების დარღვევაში.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

    მუხლი 7. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ვალდებულებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან:

ა) დაიცვან ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში დადგენილი მოთხოვნები;

ბ) მოსალოდნელი ან მომხდარი ტექნოგენური ავარიისა და სხვა ეკოლოგიური კატასტრო­ფის შესახებ ინფორ­მა­ცი­ის მიღებისას დროულად აცნობონ სათანადო კომპეტენტურ სახელმ­წიფო ორგანოებს ან განაცხადონ საჯაროდ.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებზე, სახელმწიფო ორგანოებზე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებზე და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

თავი III კომპეტენციათა გამიჯვნა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

    მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

1. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) გარემოს მონიტორინგის (გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის) ორგანიზება;

ბ) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

გ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის ორგანიზება;

დ)(ამოღებულია);

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „გარემოს დაცვის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 9. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 10. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

1. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიერ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელება არ წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების მიერ „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფუნქციების გადაცემას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის.

კარი II ძირითადი ნაწილი

თავი IV ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედება

    მუხლი 11. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების სახეები

1. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედება არის ატმოსფერულ ჰაერზე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე.

2. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების სახეებია:

ა) ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება;

ბ) ატმოსფერულ ჰაერზე რადიაციული ზემოქმედება;

გ) ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურება;

დ) ატმოსფერულ ჰაერზე ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედება.

    მუხლი 12. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება

1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება არის ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში ნებისმიერი ნივთიერების გაფრქვევა (ემისია), რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე.

2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 13. ატმოსფერულ ჰაერზე რადიაციული ზემოქმედება

1. ატმოსფერული ჰაერის რადიაციული ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით წესდება რადიაციული ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით.

2. ატმოსფერული ჰაერის რადიაციული ზემოქმედებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონით.

    მუხლი 14. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურება

1. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით წესდება მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით.

2. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებით დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ დებულებით, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 15. ატმოსფერულ ჰაერზე ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედება

1. ატმოსფერული ჰაერის ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით წესდება ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვაგვარი ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით.

2. ატმოსფერული ჰაერის ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” და „ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე ატმოსფერული ჰაერის ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან დაცვის რეგულირება ხორციელდება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპებით, სახელმწიფო სტანდარტებით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებითა და წესებით და ამავე სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების საფუძველზე.

 

თავი V ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემა

    მუხლი 16. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემა

1. ატმოსფერული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევის, შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა განხორციელებას, რომელთა ერთობლიობა შეადგენს ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემას.

2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემის ფუნქციონირების აუცილებელი პირობებია:

ა) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა;

ბ) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის (ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის) ორგანიზება;

გ) ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება.

    უხლი 17. გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა

1. „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებები ხორციელდება გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის ფარგლებში.

2. გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის წარმოების წესი და საქართველოში მისი დანერგვის, მართვისა და განვითარების მიმართულებებთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრება „გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით.


თავი VI  ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები

 

    მუხლი 18. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები

1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები წარმოადგენს გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის უზრუნველყოფის მიზნით „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების ნაწილს.

2. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები განისაზღვრება 5 წელიწადში ერთხელ, დებულებით „გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“, რომელსაც, იმავე კანონის შესაბამისად, შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით .

3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები დგინდება თითოეული მავნე ნივთიერებისათვის. ისინი განსაზღვრავენ დროის გასაშუალოებულ პერიოდში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის მაქსიმალურ მნიშვნელობას, რომელიც პერიოდული ზემოქმედებისას არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 19. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობების დადგენა ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით

1. ამ კანონის მიზნებისათვის, ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობები, სახეობები და ჩამონათვალი დგინდება ევროგაერთიანების საბჭოს „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის შესახებ” 1996 წლის 27 სექტემბრის №96/62/EC დირექტივის შესაბამისად.

2. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობები, სახეობები და ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით „ევროგაერთიანების საბჭოს „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის შესახებ“ 1996 წლის 27 სექტემბრის 96/62/E C დირექტივის შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობების, სახეობებისა და ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე .

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

 

თავი VII ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემის ორგანიზება

    მუხლი 20. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემა

1. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და პროგნოზირების ერთობლიობას. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის ნაწილი, რომლის ორგანიზების საერთო კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო. ატმოსფერული ჰაერის ფონურ მონიტორინგს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგრამების მოთხოვნათა ფარგლებში ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მეშვეობით.

2. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) და მასში შემავალი დაკვირვების (მონიტორინგის) სხვა სახეობების წარმოების სამართლე­ბრივი რეჟიმი განისაზღვრება „გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით.

3. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით საქართველოს ტერიტორია იყოფა განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებად. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონე განისაზღვრება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის საფუძველზე.

4. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეებს და დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი შესაბამისად ბრძანებებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეების დამტკიცების შესახებ“ და „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ .

5. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მონაცემების საფუძველზე ყოველწლიურად გამოითვლება ადმინისტრაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები, რომელთა საფუძველზედაც წარმოებს ადმინისტრაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტებისათვის განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე რეგიონების კატეგორიის მინიჭება. იმ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი, რომელთა ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეთა ყოველწლიურად გამოთვლა სავალდებულოა, განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით „საქართველოს დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც ყოველწლიურად გამოითვლება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები.

6. სააგენტო ყოველი წლის 1 მარტამდე ცენტრალურ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის მიკუთვნებული თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს და ამავე თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებული პუნქტებისთვის გამოთვლილ ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეებს.

7. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465-სსმI, №27, 17.07.2000წ., მუხ.86

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 21. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ჩატარების ზოგიერთი ნორმის დადგენა ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით

1. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესები, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალი დგინდება ევროგაერთიანების საბჭოს „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის შესახებ” 1996 წლის 27 სექტემბრის №96/62/EC დირექტივის შესაბამისად.

2. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესები, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით „ევროგაერთიანების საბჭოს „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის შესახებ“ 1996 წლის 27 სექტემბრის 96/62/E C დირექტივის შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესების, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე .

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465-სსმI, №27, 17.07.2000წ., მუხ.86

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

 

თავი VIII ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება

    მუხლი 22. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება

ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება მოიცავს დაბინძურების სახეებისა და დაბინძურების წყაროების კლასიფიცირებასა და აღრიცხვას, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების შეზღუდვას და ამ კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევას, შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.

    მუხლი 23. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახეები

ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახეებია:

ა) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან;

ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან;

გ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების დისპერსიული წყაროებიდან;

დ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროებიდან.

    მუხლი 24. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან

1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან არის საქმიანობის განხორციელების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მოხვედრა ადგილზე უძრავად დამონტაჟებული სტაციონარული დაბინძურების წყაროდან ან ერთი ტექნოლოგიური ციკლით დაკავშირებულ სტაციონარულ წყაროთა ჯგუფიდან.

2. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყარო არის კაპიტალურად, უძრავად დამონტაჟებული დანადგარი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც აღჭურვილია სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობით ან რომელსაც, ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებებიდან გამომდინარე, არ გააჩნია სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობა.

3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან რეგულირდება ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 25. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან

1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან არის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან (საბრძოლო ტიპის მოძრავ-მექანიკური საშუალებების გარდა).

2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი ყველა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებისათვის წესდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების სახეობათა ჩამონათვალი და ამ საშუალებებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები განისაზღვრება ინსტრუქციით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების სახეობათა ჩამონათვალისა და ამ საშუალებებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ“, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

3. საქართველოში რეგისტრირებული ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებები ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) პერიოდულ შემოწმებას გადიან ცენტრალიზებული წესით. პერიოდული შემოწმების ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით „სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) პერიოდული შემოწმების წესის შესახებ“, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

4. საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებები, როგორც საქართველოში რეგისტრირებული, ისე სატრანზიტო, ექვემდებარება კონტროლს სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაფრქვევში (გამონაბოლქვში) მავნე ნივთიერებათა შემცველობაზე. ავტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემცველობაზე კონტროლის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან (სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით) გაფრქვევის (გამონაბოლქვის) კონტროლის წესის შესახებ“, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

5. იკრძალება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი იმ სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების საქართველოში იმპორტი, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტი და ექსპლუატაცია, რომელთა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემცველობა აღემატება ტრანსპორტის კონკრეტული სახეობისათვის დადგენილ გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვებ ნორმას.

6. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ძალაში შესვლამდე ამ კანონის მიზნებისათვის გამოიყენება ამ სფეროში სახელმწიფო სტანდარტებით ან/და საქართველოს ტერიტორიაზე 1997 წლის 1 თებერვლამდე მოქმედი ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორმები.

7. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები განისაზღვრება ევროპის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს 1970 წლის 20 მარტის „მოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ 70/220/EE C , 1972 წლის 2 აგვისტოს „სატრანსპორტო საშუალებებში გამოყენებისათვის გამიზნული დიზელის ძრავებიდან დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ 72/306/EE C , 1987 წლის 3 დეკემბრის „დიზელის ძრავებიდან აიროვან დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ 88/77/EE C დირექტივებითა და ევროგაერთიანების საბჭოს 1996 წლის 20 დეკემბრის „მოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებათა და მათი მისაბმელების გზისათვის ვარგის იან ობის შემოწმების სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ 96/96/E C დირექტივით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამ მოთხოვნების საფუძველზე განსაზღვრული ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვებ ნორმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ბრძანებით ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“.

8. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს მათდამი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფარგლებში (გარდა ამ ტერიტორიაზე გამავალი საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების სატრანსპორტო მაგისტრალებისა) შეუძლიათ შეზღუდონ ან აკრძალონ სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების ცალკეულ სახეობათა ექსპლუატაცია. ამგვარ გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო იღებს შესაბამისი ნორმატიული აქტით.

9. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი წერილობითი წინადადება, რომელიც დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფარგლებში სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების ცალკეულ სახეობათა ექსპლუატაციის შეზღუდვასთან ან აკრძალვასთან. ამგვარი წინადადების განხილვის შედეგების შესახებ მისი მიღებიდან ორი თვის ვადაში უნდა ეცნობოს წინადადების წარმდგენს.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 26. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების დისპერსიული წყაროებიდან

1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების დისპერსიული წყაროებიდან არის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობის გარეშე (გარდა ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან გაფრქვევებისა ან/და ერთი ტექნოლოგიური ციკლით დაკავშირებულ დაბინძურების სტაციონარულ წყაროთა ჯგუფიდან გაფრქვევებისა და დისპერსიული წყაროების გაფრქვევების ერთობლიობისა). ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა დისპერსიული წყაროებიდან გაფრქვევის სახეებია:

ა) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, აფეთქების სამუშაოების განხორციელების, ნაყარების განლაგებისა და ექსპლუატაციის დროს. ამგვარ გაფრქვევაზე, თუ ამ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, არ ვრცელდება ამავე კანონით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნაგავსაყრელების ექსპლუატაციის დროს. ამგვარ გაფრქვევაზე, თუ ამ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, არ ვრცელდება ამავე კანონით დადგენილი მოთხოვნები;

გ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ფხვიერი, აქროლადი და აიროვანი ნივთიერებებისა და მასალების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს. ამგვარ გაფრქვევაზე, თუ ამ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, არ ვრცელდება ამავე კანონით დადგენილი მოთხოვნები;

დ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა შხამქიმიკატების, მინერალური სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვა პრეპარატების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს. ამგვარ გაფრქვევაზე, თუ ამ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, არ ვრცელდება ამავე კანონით დადგენილი მოთხოვნები.

2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, აფეთქების სამუშაოების განხორციელების, ნაყარების განლაგებისა და ექსპლუატაციის დროს დაცული უნდა იქნეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, აფეთქების სამუშაოების განხორციელებისას, ნაყარების განლაგებისას და ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, აფეთქების სამუშაოების განხორციელებისას, ნაყარების განლაგებისას და ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

3. ნაგავსაყრელების ექსპლუატაციის დროს დაცული უნდა იქნეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები. ნაგავსაყრელების ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „ნაგავსაყრელების ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი .

4. ფხვიერი, აქროლადი და აიროვანი ნივთიერებებისა და მასალების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები რეგულირდება „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. იმ ნივთიერებებთან და მასალებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, რომლებიც შეიცავს ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებებს, წესრიგდება ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

5. შხამქიმიკატების, მინერალური სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვა პრეპარატების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები რეგულირდება „გარემოს დაცვის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. იმ შხამქიმიკატებთან, მინერალურ სასუქებთან და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვა პრეპარატებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, რომლებიც შეიცავს ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებებს, წესრიგდება ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6160 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.

    მუხლი 27. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროებიდან

1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყარო არის ავტონომიურად ფუნქციონირებადი, იმ ცალკეული სახეობის დაბინძურების გადასატანი ან/და სტაციონარული წყარო, რომლის ზეგავლენა ვრცელდება გაფრქვევის წყაროს უშუალო სიახლოვეში და რომლიდანაც ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევათა შესაძლო მაქსიმალური რაოდენობა ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე უმნიშვნელო ზემოქმედებას იწვევს. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროები ექვემდებარება კონტროლს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებზე. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროების ჩამონათვალი და მათი გაფრქვევების შემოწმების წესი და მეთოდები განისაზღვრება დებულებით „მცირე მასშტაბის წყაროების ჩამონათვალისა და მათ გამონაფრქვევში (გამონაბოლქვში) ძირითად მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის, შემოწმების წესისა და მეთოდების დამტკიცების შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. (ამოღებულია).

3. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროებზე კონტროლს ახორციელებენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები.

4. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს მათდამი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფარგლებში შეუძლიათ შეზღუდონ ან აკრძალონ ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროების ცალკეულ სახეობათა განთავსება, დამონტაჟება და ექსპლუატაცია. ამგვარ გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო იღებს შესაბამისი ნორმატიული აქტით.

5. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები ვალდებულნი არიან განიხილონ მათდამი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროების ცალკეულ სახეობათა განთავსების, დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის შეზღუდვასთან ან აკრძალვასთან დაკავშირებული ნებისმიერი წერილობითი წინადადება. ამგვარი წინადადების განხილვის შედეგების შესახებ მისი მიღებიდან ორი თვის ვადაში უნდა ეცნობოს წინადადების წარმდგენს.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

 

თავი IX დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შეზღუდვის წესი

    მუხლი 28. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შეზღუდვა

1. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შეზღუდვის მიზნით:

ა) დგინდება დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმები.

ბ) დგინდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტერიტორიული კვოტები.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 29. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმები

1. ამ კანონის მიზნებისათვის, მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილ რაოდენობას, გაანგარიშებულს იმ პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროსა და სხვა წყაროების ერთობლიობიდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია ატმოსფერული ჰაერის მიწისპირა ფენაში არ აღემატებოდეს ამ წყაროს ზეგავლენის ტერიტორიისთვის დადგენილ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ყველა სტაციონარული წყაროსთვის (ობიექტისთვის). მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება 5 წლის ვადით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსთვის და თითოეული მავნე ნივთიერებისთვის. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმის გაანგარიშებისას ორიენტაცია უნდა გაკეთდეს საუკეთესო ტექნოლოგიაზე.

2. ამ კანონის მიზნებისათვის, მავნე ნივთიერებათა დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმა არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის დროებითი ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმა წარმოადგენს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმამდე ეტაპობრივად მიღწევის (შემცირების) მიზნით დაბინ-ძურების სტაციონარული წყაროსთვის დროებით დადგენილ გაფრქვევის რაოდენობას. მავნე ნივთიერებათა დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმა დგინდება არა უმეტეს 5 წლის ვადით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ყველა იმ წყაროსა და მავნე ნივთიერებისათვის, რომელთათვისაც მოცემულ ეტაპზე ვერ ხერხდება ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების დადგენა. დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმებამდე დადგენილ ვადებში მიუღწევლობის შემთხვევაში, ამ ვადების გასვლის შემდეგ ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების ზევით გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა ითვლება ზენორმულ გაფრქვევად. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, მავნე ნივთიერებათა დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმები უდგინდებათ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების იმ სტაციონარულ წყაროებს, რომლებიც გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას ახორციელებდნენ „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, და აღნიშნული ნორმები მათი მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ განმეორებით დადგენას აღარ ექვემდებარება.

3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების გაანგარიშებისას მიღებული მასალების შედეგები ფორმდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტის სახით.

4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი დგინდება დებულებით „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

5. ყველა იმ საქმიანობისთვის, რომლებიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და რომელთა განხორციელების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებები იფრქვევა, მტკიცდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტები. გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 291. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაცია

1. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტისათვის ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების დადგენის მიზნით აუცილებელია დაბინძურების ამ ობიექტში ჩატარდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაცია.

2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაცია არის სისტემატიზაცია მონაცემებისა დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ტერიტორიაზე განლაგებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა შემადგენლობისა და რაოდენობის შესახებ.

3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომელთაც აქვთ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროები. დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციას ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყარო და თითოეული მავნე ნივთიერება. დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაცია ტარდება 5 წელიწადში ერთხელ და მიღებული მასალების შედეგები აისახება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში.

4. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტის შემუშავების საფუძველია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში.

5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესი განისაზღვრება დებულებით „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის წესის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 29 2 . ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვა და იდენტიფიკაცია

1 . ამ თავი თ დადგენილი ნორმების შესრულების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ა ხორციელებენ თავიანთ რეგიონებში განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვასა და იდენტიფიკაციას დაბინძურების მსხვილ და საშუალო სტაციონარულ ობიექტებად. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების იდენტიფიკაცია დაბინძურების მსხვილ და საშუალო სტაციონარულ ობიექტებად ხორციელდება ამ კანონის 29 1 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად.

2. აღრიცხული და იდენტიფიცირებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალს ყოველწლიურად ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აღრიცხული და იდენტიფიცირებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალის დადგენის შემდეგ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქმიანობის სუბიექტებს წერილობით ატყობინებენ მათ დაქვემდებარებაში არსებული დაბინძურების სტაციონარული ობიექტებისათვის ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 3 თვის ვადაში შესათანხმებლად წარმოდგენის აუცილებლობის თაობაზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაში საქმიანობის სუბიექტი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს მათი კომპეტენციის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით წარუდგენს განცხადებასა და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტს და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშს. ამ დოკუმენტების შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათი წარდგენიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოტივირებული წერილობითი უარით უპასუხონ საქმიანობის სუბიექტს.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 30. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავება და შეთანხმება, აგრეთვე გასხვისება, გაუქმება

1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებას უზრუნველყოფს საქმიანობის სუბიექტი, რომლის საქმიანობის შედეგადაც ხდება დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, ან მისი დაკვეთით – ფიზიკური ან იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეუთანხმდეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, აგრეთვე მათი კომპეტენციის ფარგლებში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს დაბინძურების ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა.

3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გასხვისება დასაშვებია დაბინძურების სტაციონარული ობიექტის გასხვისების შემთხვევაში.

5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის სიმძლავრის ან/და მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, რეკონსტრუქციის განხორციელებისას ტექნოლოგიურ პროცესში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის ახალი წყაროების ჩართვის ან ობიექტის პროფილის შეცვლის შემთხვევაში, უკვე შეთანხმებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა გაუქმდეს ამ კანონით დადგენილი წესით და მათი ხელახალი შემუშავება და შეთანხმება უნდა მოხდეს ახალი პირობების გათვალისწინებით.

6. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში არის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, რომლის გარეშეც ამ პუნქტით გათვალისწინებული ნებართვები არ გაიცემა.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 31. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 32. (ამოღებულია)

უფლება აქვს გაასაჩივროს ლიმიტის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 33. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 34. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 35. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთირებათა გაფრქვევების ტერიტორიული კვოტები და შემცირების ტერიტორიული კოეფიციენტები

1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების თვალსაზრისით განსაკუთრებულად რეგულირებული ტერიტორიისათვის შეიძლება დამტკიცდეს გაფრქვევის ტერიტორიული კვოტა. გაფრქვევის ტერიტორიული კვოტა არის „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი გარემოზე (ატმოსფერულ ჰაერზე) დატვირთვის ნორმა.

2. გაფრქვევის ტერიტორიული კვოტა არის კონკრეტული ტერიტორიისათვის ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების საფუძველზე დადგენილი გაფრქვევის დასაშვებ რაოდენობათა ჯამი. გაფრქვევის ტერიტორიული კვოტა დგინდება თითოეული მავნე ნივთიერებისათვის.

3. გაფრქვევის ტერიტორიული კვოტა მტკიცდება 5 წლის ვადით.

4. თუ გაფრქვევის ტერიტორიული კვოტა აღემატება ამ ტერიტორიისათვის ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების საფუძველზე დადგენილ გაფრქვევის დასაშვებ რაოდენობათა ჯამს, კვოტის დამტკიცებასთან ერთად მტკიცდება ამ ჯამის საჭირო შემცირების კოეფიციენტი – შემცირების ტერიტორიული კოეფიციენტი.

5. გაფრქვევათა ტერიტორიული კვოტების და შემცირების ტერიტორიული კოეფიციენტების გამოთვლისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება დებულებით „გაფრქვევათა ტერიტორიული კვოტებისა და შემცირების ტერიტორიული კოეფიციენტების გამოთვლისა და დამტკიცების წესის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 36. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის საფუძველზე

ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საქმიანობის სუბიექტის მიერ წარმოდგენილ განაცხადს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებად უნდა ახლდეს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 37. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვა

1.(ამოღებულია).

2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვა მოიცავს:

ა) გაფრქვევათა თვითმონიტორინგს;

ბ) გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვის სისტემას.

3. გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა წარმოადგენს გაფრქვევათა ანგარიშგების დოკუმენტაციის შეკრების, გადამუშავებისა და გაანალიზების სისტემას.

4. გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 38. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი

1. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სწორი თვითმონიტორინგის წარმოება.

2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი მოიცავს:

ა) გაფრქვევათა გაზომვას (შეფასებას);

ბ) გაფრქვევათა აღრიცხვის წარმოებას;

გ) გაფრქვევათა ანგარიშგების წარმოებას.

3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოების წესი და დოკუმენტაციის ფორმა განისაზღვრება ინსტრუქციით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

4. (ამოღებულია)

5. (ამოღებულია)

6. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ყოველწლიურად შეითანხმონ საქმიანობის სუბიექტის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ასევე ვალდებული არიან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადებში წარუდგინონ საქმიანობის სუბიექტის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

 

თავი X ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლი

    მუხლი 39. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემა

1. მავნე ნივთიერებებით დაბინძურების, რადიაციული ზემოქმედების, მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები შეადგენს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემას.

2. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 40. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლი

1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 41. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

1. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მიზანია ატმოსფერული ჰაერის დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და ამ კანონით დადგენილი ნორმების აღსრულების უზრუნველყოფა.

2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.

3. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების ზოგადი წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 42. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდები

1. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა დგინდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდების საშუალებით. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდებია:

ა) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი;

ბ) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდი.

2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის საფუძველია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის გამოყენებით.

3. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდის საფუძველია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა საანგარიშო მეთოდიკის გამოყენებით.

4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალი და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკა განისაზღვრება დებულებით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

5. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

 

თავი XI ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა

    მუხლი 43. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვის საფუძველი

ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებები იგეგმება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული გარემოს დაცვის დაგეგმვის მოთხოვნების საფუძველზე.

    მუხლი 44. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვის წესი

1. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებები იგეგმება გარემოს დაცვის დაგეგმვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის სისტემის ფარგლებში.

2. მავნე ნივთიერებებით დაბინძურების, რადიაციული ზემოქმედების, მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებათა დაგეგმვის წესი განისაზღვრება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 10 დეკემბრის დადგენილების პირველი პუნტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მისაღები ნორმატიული აქტების შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 45. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „გარემოს დაცვის შესახებ“ და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები უფლებამოსილი არიან შეიმუშაონ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს დასამტკიცებლად წარუდგინონ მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებათა საკოორდინაციო გეგმები, აგრეთვე ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და ეპიდემიების შედეგების სალიკვიდაციო გეგმები. ამგვარი გეგმების შემუშავების, დამტკიცებისა და განხორციელების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

 

თავი XII (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 46. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 47. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

 

თავი XIII ატმოსფერული ჰაერის დაცვის დამატებითი მოთხოვნები

    მუხლი 48. ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები

1. კურორტებ ში , კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება დაწესდეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები, რომლებიც განისაზღვრება დებულებით „კურორტებ ში , კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების გავრცელებისა და დაწესების შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით, რომელიც უნდა მოიცავდეს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების ჩამონათვალს, რომლებიდან გაფრქვევაც იზღუდება ან იკრძალება.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 49. ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხისადმი

1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირების მიზნით და ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით დგინდება ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმები. ამ მოთხოვნების საფუძველზე დადგენილ ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ბრძანებით „ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“.

2. იკრძალება ისეთი ბენზინისა და დიზელის საწვავის საქართველოში იმპორტი, საქართველოს ტერიტორიაზე წარმოება და მოხმარება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტით დადგენილ ნორმებს.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6160 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.

    მუხლი 50. საქმიანობის განხორციელებისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები

1. დაბინძურების სტაციონარული წყაროების აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

2. ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს ავარიის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად. ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

3. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად. არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

 

თავი XIV ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

    მუხლი 51. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.

2. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სავალდებულო მოთხოვნით – საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მიერ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების 3 წელიწადში ერთხელ დამტკიცებით.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5290 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

 

თავი XV ატმოსფერული ჰაერის გლობალური და რეგიონალური მართვა

    მუხლი 52. გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადაჭრის სამართლებრივი უზრუნველყოფა

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, თავიანთი კომპეტენციისა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა ფარგლებში, ახორციელებენ დამატებით ღონისძიებებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადასაჭრელად.

    მუხლი 53. კლიმატის დაცვა გლობალური ცვლილებებისაგან

1. გლობალური ცვლილებებისაგან კლიმატის დაცვის მიზნით სავალდებულოა ატმო­სფეროში სა­თ­ბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოყოფის (ემი­სი­ის) ნორმების დაცვა და მათი შემცირების ღონის­ძიე­ბათა განხორციელება.

2. „კლიმატის ცვლილების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩ კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.

3. კლიმატის ცვლილებაზე დაკვირვებას, ანალიზს, პროგნოზირებასა და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ა ხორციელებს სააგენტო.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465-სსმI, №27, 17.07.2000წ., მუხ.86

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 54. ოზონის შრის დაცვა

1. „ოზონის შრის დაცვის შესახებ” კონვენციითა და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ” მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად დედამიწის ოზონის შრის დაცვის მიზნით სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად შემცირდეს ან შე­წყდეს ისეთი ქიმიური ნივთიერებების წარმოება და გამოყენება, რომ­ლე­ბიც ზეგავლენას ახდენენ ოზონის შრეზე და შლიან მას.

2. ოზონდამშლელი ქიმიური ნივთიერებების შემცველი პროდუქციის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. ამ ნივთიერებებისა და მათი შემცველი პროდუქციის იდენტიფიკაცია ხორციელდება, აგრეთვე სტატისტიკა წარმოებს ამგვარ ნივთიერებათა და პროდუქციის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით დადგენილი სასაქონლო აღწერისა და კოდირების სისტემის გამოყენებით.

3. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ” მონრეალის ოქმის A და B დანართებით განსაზღვრულ ოზონდამშლელ ნივთიერებათა წარმოება.

4. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის 16 სექტემბრის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად ოზონდამშლელ ნივთიერებათა მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.

5. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონის შრის დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება დებულებით „საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების წესების შესახებ“, რომელსაც ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66,03.12.2010წ., მუხ.414

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 55. ატმოსფერული ჰაერის დაცვა ტრანსსასაზღვრო დაბინძურებისაგან

1. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ” კონვენციით ნაკისრ ვალდებულებათა გათვალისწინებით, რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველო ახორციელებს ღონისძიებებს ევროპის კონტინენტზე ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და ტრანსსასაზღვრო დაბინძურების თავიდან აცილების სფეროში.

2. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.

3. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ” კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა მექანიზმი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ” კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე”.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

 

თავი XVI საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

    მუხლი 56. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.

    მუხლი 57. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

 

თავი XVII პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 58. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდარღვევის ჩამდენს არ ათავისუფლებს ამ კანონის დარღვევით მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან.

    მუხლი 59. ზიანის გაანგარიშების წესი

ამ კანონის დარღვევით ბუნებრივი გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი განისაზღვრება „გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

 

კარი III (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

 

თავი XVIII (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

 

    მუხლი 60. (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465-სსმI, №27, 17.07.2000წ., მუხ.86

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 61. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 62. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

 

თავი XIX (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 63. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 64. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 65 . (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 66. (ამოღებულია)

 საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 67. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

 

კარი IV დასკვნითი ნაწილი

თავი XX დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 68. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

2. 2008 წლის 1 იანვრამდე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 50-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ.

3. 2008 წლის 1 იანვრამდე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 291 მუხლის მე-5 პუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემამდე.

4. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 291 მუხლის მე-5 პუნქტითა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალის-წინებული ნორმატიული აქტები გამოცემულ იქნეს 2008 წლის 1 ივლისამდე.

5. ამ კანონის 49-ე მუხლი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

6. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებითა და 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები გამოცემულ იქნეს 2009 წლის 1 ივლისამდე.

7. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 25-ე მუხლის მე-7 პუნქტითა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები გამოცემულ იქნეს 2011 წლის 1 ივლისამდე.

8. ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნეს 2011 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 69. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) საქართველოს სსრ კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ. 131);

ბ) „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს სსრ კანონის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ. 131) საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

გ) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1981 წლის 19 ივნისის დადგენილება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს სსრ კანონის სამოქმედოდ შემოღების წესის თაობაზე“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ. 131).

2. 2008 წლის 1 იანვრიდან ძალდაკარგულად იქნეს ცნობილი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) 41-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 59-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი.

№2116-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63-სსმI, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239

2. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465-სსმI, №27, 17.07.2000წ., მუხ.86

3. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.88

4. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

5. საქართველოს 20 10 წლის 1 2 ნოემბრის კანონი № 3806 -სსმI, № 66 , 03 .12.20 10 წ., მუხ.4 14

6. საქართველოს 20 1 1 წლის 11 მარტის კანონი № 4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

7. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5290 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

8 . საქართველოს 201 2 წლის  8 მაისის კანონი № 6160 - ვებგვერდი, 2 5. 05 .201 2 წ.

25. 16/06/2023 - საქართველოს კანონი - 3286-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/07/2023 24. 16/06/2023 - საქართველოს კანონი - 3279-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/07/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 23. 29/06/2023 - საქართველოს კანონი - 3386-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 22. 17/03/2022 - საქართველოს კანონი - 1446-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/03/2022 21. 02/03/2021 - საქართველოს კანონი - 246-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/03/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6903-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 19. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5948-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 18. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3057-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 17. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1663-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 16. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1662-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 15. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 892-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 14. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 172-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 13. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5565-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 12. 13/04/2016 - საქართველოს კანონი - 4951-IIს - ვებგვერდი, 26/04/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1963-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 10. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1025-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 451-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 8. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6160-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 7. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5290-IIს - ვებგვერდი, 111205040, 05/12/2011 6. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4386-Iს - ვებგვერდი, 110317016, 17/03/2011 5. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 4. 14/12/2007 - საქართველოს კანონი - 5605 - სსმ, 47, 26/12/2007 3. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 2. 30/06/2000 - საქართველოს კანონი - 465ა - სსმ, 27, 17/07/2000 1. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999