„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6160-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.016716
  • Word
6160-Iს
08/05/2012
ვებგვერდი, 25/05/2012
420000000.05.001.016716
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო სტანდარტი − პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად მიღებული საქართველოს სტანდარტი ან/და „სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ“ 1992 წლის 13 მარტს მოსკოვში დადებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებით შეთანხმების მონაწილე ქვეყნების ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განსაზღვრული სტანდარტი;“.

2. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შხამქიმიკატების, მინერალური სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვა პრეპარატების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები რეგულირდება „გარემოს დაცვის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. იმ შხამქიმიკატებთან, მინერალურ სასუქებთან და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვა პრეპარატებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, რომლებიც შეიცავს ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებებს, წესრიგდება ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.“.

3. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირების მიზნით და ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით დგინდება ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმები. ამ მოთხოვნების საფუძველზე დადგენილ ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ბრძანებით „ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი           . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 8 მაისი.

№6160-I