ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30(37), 13/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 420.000.000.05.001.000.595
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2116
22/06/1999
სსმ, 30(37), 13/07/1999
420.000.000.05.001.000.595
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (05/02/2014 - 13/04/2016)

საქართველოს კანონი

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ  

 

კარი I . ზოგადი ნაწილი

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ამ კანონის რეგულირების სფეროა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვა მავნე ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან.

2. ეს კანონი არ არეგულირებს შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის დაცვის სამართლებრივ რეჟიმს.

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

საქართველოს კანონმდებლობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „გარემოს დაცვის შესახებ” და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 3. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:

ა) ხელი შეუწყოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებების – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი – უზრუნველყოფას;

ბ) უზრუნველყოს გარემოს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის – ატმოსფერული ჰაერის დაცვა საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად და ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით;

გ) სამართლებრივად უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საერთო გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადაჭრა.

2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია:

ა) უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევა, შენარჩუნება და გაუმჯობესება;

ბ) სამართლებრივად უზრუნველყოს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევათა რეგულირება;

გ) ხელი შეუწყოს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის უზრუნველყოფას;

დ) ხელი შეუწყოს ევროკავშირის კანონმდებლობით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისაგან დაცვის სფეროში დადგენილი სამართლებრივი ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივ ამოქმედებას.

    მუხლი 4. ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ატმოსფერული ჰაერი – ატმოსფერული გარსის ჰაერი, შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის გარდა;

ბ) მავნე ნივთიერება – ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე;

გ) ევროკავშირის კანონმდებლობა – ევროპის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს, ევროგაერთიანების საბჭოს, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ მიღებული დებულებები, გადაწყვეტილებები და დირექტივები;

დ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა – გარემოს დაბინძურების რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუ­ძ­ნება დაბინ­ძურების აკუმულირების უნარის მქონე გარემოს ძირითადი კომ­პო­ნენტების – მიწის, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინტეგრირებულ (კომ­პლექ­სურ) კონტროლს;

ე) საუკეთესო ტექნოლოგია – გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ხელმისაწვდომია ეკონომიკური თვალსაზრისით;

ვ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა – „სასაქონლო აღწერისა და კოდირების შესახებ” 1983 წლის 14 ივნისის ბრიუსელის საერთაშორისო კონვენციით დადგენილი სასაქონლო აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემა, რომლის საფუძველზედაც საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ერთიანი სასაქონლო ნომენკლატურის მიღების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს მიერ 1995 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში დადებული ხელშეკრულებით „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ერთიანი სასაქონლო ნომენკლატურის შესახებ”;

ზ) (ამოღებულია – 25.03.2013, №451);

თ) (ამოღებულია – 25.03.2013, №451);

ი) ( ამოღებულია – 25.03.2013, №451);

კ) ( ამოღებულია – 25.03.2013, №451);

ლ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი – კერძო სამართლის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

მ) სახელმწიფო ორგანო ან/და სახელმწიფო იურიდიული პირი – სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საჯაროსამართლებრივი კორპორაცია, საჯაროსამართლებრივი დაწესებულება), რომლის შექმნის, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით;

ნ) (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6160 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 5. „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპების გამოყენება ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

ატმოსფერულ ჰაერზე პოტენციურად მავნე ზეგავლენის მქონე საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დროს ფიზიკური და იურიდიული პირები, სახელმწიფო ორგანოები და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპებით.

 

თავი II. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები და ვალდებულებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

    მუხლი 6. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:

ა) ამ კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებიდან მიიღონ სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;

ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს წარუდგინონ წინადადებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის გაუმჯობესების თაობაზე;

გ) ხელი შეუწყონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელებას;

დ) მონაწილეობა მიიღონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა განხილვასა და მიღებაში;

ე) მიიღონ ანაზღაურება მათთვის მიყენებული ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვ­ნათა შეუსრულებლობამ;

ვ) სასამართლო წესით მოითხოვონ ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ობიექტების განთავსების, დაპროექტების, მშე­ნებ­ლო­ბის, რე­კონ­სტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა;

ზ) აღძრან სარჩელი იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ მიერ მხილებულნი იქნებიან ამ კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების დარღვევაში.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1963 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 7. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ვალდებულებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან:

ა) დაიცვან ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში დადგენილი მოთხოვნები;

ბ) მოსალოდნელი ან მომხდარი ტექნოგენური ავარიისა და სხვა ეკოლოგიური კატასტრო­ფის შესახებ ინფორ­მა­ცი­ის მიღებისას დროულად აცნობონ სათანადო კომპეტენტურ სახელმ­წიფო ორგანოებს ან განაცხადონ საჯაროდ.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებზე, სახელმწიფო ორგანოებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1963 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

 

თავი III. კომპეტენციათა გამიჯვნა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

    მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

1. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) გარემოს მონიტორინგის (გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის) ორგანიზება;

ბ) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

გ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის ორგანიზება;

დ)(ამოღებულია);

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „გარემოს დაცვის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 9. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1963 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

 

კარი II. ძირითადი ნაწილი

თავი IV. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედება

    მუხლი 11. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების სახეები

1. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედება არის ატმოსფერულ ჰაერზე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე.

2. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების სახეებია:

ა) ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება;

ბ) ატმოსფერულ ჰაერზე რადიაციული ზემოქმედება;

გ) ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურება;

დ) ატმოსფერულ ჰაერზე ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედება.

    მუხლი 12. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება

1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება არის ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში ნებისმიერი ნივთიერების გაფრქვევა (ემისია), რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე.

2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 13. ატმოსფერულ ჰაერზე რადიაციული ზემოქმედება

1. ატმოსფერული ჰაერის რადიაციული ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით წესდება რადიაციული ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით.

2. ატმოსფერული ჰაერის რადიაციული ზემოქმედებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონით.

    მუხლი 14. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურება

1. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით წესდება მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით.

2. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებით დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ დებულებით, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1025 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 15. ატმოსფერულ ჰაერზე ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედება

1. ატმოსფერული ჰაერის ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით წესდება ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვაგვარი ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით.

2. ატმოსფერული ჰაერის ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” და „ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე ატმოსფერული ჰაერის ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან დაცვის რეგულირება ხორციელდება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპებით, სახელმწიფო სტანდარტებით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებითა და წესებით და ამავე სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების საფუძველზე.

 

თავი V. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემა

    მუხლი 16. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემა

1. ატმოსფერული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევის, შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა განხორციელებას, რომელთა ერთობლიობა შეადგენს ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემას.

2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემის ფუნქციონირების აუცილებელი პირობებია:

ა) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა;

ბ) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის (ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის) ორგანიზება;

გ) ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება.

    უხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

თავი VI.  ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები

    მუხლი 18. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები

1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები წარმოადგენს გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის უზრუნველყოფის მიზნით „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების ნაწილს.

2. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები განისაზღვრება 5 წელიწადში ერთხელ, დებულებით „გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“, რომელსაც, იმავე კანონის შესაბამისად, შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები დგინდება თითოეული მავნე ნივთიერებისათვის. ისინი განსაზღვრავენ დროის გასაშუალოებულ პერიოდში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის მაქსიმალურ მნიშვნელობას, რომელიც პერიოდული ზემოქმედებისას არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 19. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობების დადგენა ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით

1. ამ კანონის მიზნებისათვის, ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობები, სახეობები და ჩამონათვალი დგინდება ევროგაერთიანების საბჭოს 2008 წლის 21 მაისის 2008/50/EC დირექტივის „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და უფრო სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ და 2004 წლის 15 დეკემბრის 2004/107/EC დირექტივის „ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები“ შესაბამისად.

2. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობები, სახეობები და ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის  ერთობლივი ბრძანებით „ევროგაერთიანების საბჭოს 2008/50/EC და 2004/107/EC დირექტივების შესაბამისად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობების, სახეობებისა და ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

თავი VII. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემის ორგანიზება

    მუხლი 20. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემა

1. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვებით მიღებულ  ინფორმაციის შეგროვებისანალიზისა და პროგნოზირების ერთობლიობაატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგისსისტემის ნაწილირომლის ორგანიზების საერთო კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ატმოსფერული ჰაერის ფონურ მონიტორინგს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგრამების მოთხოვნათა ფარგლებში ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტომეშვეობით.

2. (ამოღებულია – 25.03.2013, №451).

3. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით საქართველოს ტერიტორია იყოფა განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებად. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონე განისაზღვრება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის საფუძველზე.

4. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეებს და დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი შესაბამისად ბრძანებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეების დამტკიცების შესახებ“ და ბრძანებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“.

5. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მონაცემების საფუძველზე ყოველწლიურად გამოითვლება ადმინისტრაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები, რომელთა საფუძველზედაც ხდება ადმინისტრაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტებისათვის განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე რეგიონების კატეგორიების მინიჭება. იმ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი, რომელთა ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეთა ყოველწლიურად გამოთვლა სავალდებულოა, განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით „საქართველოს დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც ყოველწლიურად გამოითვლება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები.

6. სააგენტო ყოველი წლის 1 მარტამდე ცენტრალურ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის მიკუთვნებული თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს და ამავე თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებული პუნქტებისთვის გამოთვლილ ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეებს.

7. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465-სსმI, №27, 17.07.2000წ., მუხ.86

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 21. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ჩატარების ზოგიერთი ნორმის დადგენა ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით

1. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესები, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალი დგინდება ევროგაერთიანების საბჭოს 2008 წლის 21 მაისის 2008/50/EC დირექტივის „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და უფრო სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ და 2004 წლის 15 დეკემბრის 2004/107/EC დირექტივის „ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები“ შესაბამისად.

2. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების  შესაბამისად დადგენილი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესები, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით „ევროგაერთიანების საბჭოს 2008/50/EC და 2004/107/EC დირექტივების შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესების, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე.

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465-სსმI, №27, 17.07.2000წ., მუხ.86

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

თავი VIII. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება

    მუხლი 22. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება

ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება მოიცავს დაბინძურების სახეებისა და დაბინძურების წყაროების კლასიფიცირებასა და აღრიცხვას, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების შეზღუდვას და ამ კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევას, შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.

    მუხლი 23. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახეები

ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახეებია:

ა) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან;

ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან;

გ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების დისპერსიული წყაროებიდან;

დ) (ამოღებულია – 25.03.2013, №451).

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. 

    მუხლი 24. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან

1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან არის საქმიანობის განხორციელების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მოხვედრა ადგილზე უძრავად დამონტაჟებული სტაციონარული დაბინძურების წყაროდან ან ერთი ტექნოლოგიური ციკლით დაკავშირებულ სტაციონარულ წყაროთა ჯგუფიდან.

2. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყარო არის კაპიტალურად, უძრავად დამონტაჟებული დანადგარი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც აღჭურვილია სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობით ან რომელსაც, ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებებიდან გამომდინარე, არ გააჩნია სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობა.

3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან რეგულირდება ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 25. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან

1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან არის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან (საბრძოლო ტიპის მოძრავ-მექანიკური საშუალებების გარდა).

2. (ამოღებულია – 25.03.2013, №451).

3. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451).

4. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451).

5. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451).

6. (ამოღებულია – 25.03.2013, №451).

7. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვისზღვრულად დასაშვები ნორმები განისაზღვრება ევროპის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს 1970 წლის 20 მარტის „მოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ №70/220/EEC, 1972 წლის 2 აგვისტოს „სატრანსპორტო საშუალებებში გამოყენებისათვის გამიზნული დიზელის ძრავებიდან დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ №72/306/EEC, 1987 წლის 3 დეკემბრის „დიზელის ძრავებიდან აიროვან დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ №88/77/EEC დირექტივებისა და ევროგაერთიანების საბჭოს 1996 წლის 20 დეკემბრისმოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებათა და მათი მისაბმელების გზისათვის ვარგისობის შემოწმების სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ №96/96/EC დირექტივის შესაბამისადამ მოთხოვნების საფუძველზე განსაზღვრული ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვებ ნორმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ბრძანებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვისევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“.

8.  (ამოღებულია - 05.02.2014, №1963).

9. (ამოღებულია - 05.02.2014, №1963).

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1963 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

     მუხლი 26. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების დისპერსიული წყაროებიდან

1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების დისპერსიული წყაროებიდან არის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობის გარეშე (გარდა ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან გაფრქვევებისა ან/და ერთი ტექნოლოგიური ციკლით დაკავშირებულ დაბინძურების სტაციონარულ წყაროთა ჯგუფიდან გაფრქვევებისა და დისპერსიული წყაროების გაფრქვევების ერთობლიობისა). ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა დისპერსიული წყაროებიდან გაფრქვევის სახეებია:

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისაფეთქების სამუშაოების განხორციელებისნაყარების განლაგებისა და ექსპლუატაციის დროს;

ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნაგავსაყრელების ექსპლუატაციის დროს;

გ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ფხვიერი, აქროლადი და აიროვანი ნივთიერებებისა და მასალების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს;

დ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა შხამქიმიკატების, მინერალური სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვა პრეპარატების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს.

2. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451).

3. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451).

4. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451).

5. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451).

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6160 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 27. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

თავი IX. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შეზღუდვის წესი

    მუხლი 28. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შეზღუდვა

დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შეზღუდვის მიზნით დგინდება დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 29. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები

1. ამ კანონის მიზნებისათვის, მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილ რაოდენობას, გაანგარიშებულს იმ პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროსა და სხვა წყაროების ერთობლიობიდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია ატმოსფერული ჰაერის მიწისპირა ფენაში არ აღემატებოდეს ამ წყაროს ზეგავლენის ტერიტორიისთვის დადგენილ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ყველა სტაციონარული წყაროსთვის (ობიექტისთვის). მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება 5 წლის ვადით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსთვის და თითოეული მავნე ნივთიერებისთვის. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმის გაანგარიშებისას ორიენტაცია უნდა გაკეთდეს საუკეთესო ტექნოლოგიაზე.

2. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451).

3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშებისას მიღებული მასალების შედეგები ფორმდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის სახით.

4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი განისაზღვრება დებულებით „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

5. ყველა საქმიანობისათვის, რომლებიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და რომელთა განხორციელების შედეგად ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, სავალდებულოა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავება.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 291. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაცია

1. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451).

2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაცია არის სისტემატიზაცია მონაცემებისა დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ტერიტორიაზე განლაგებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა შემადგენლობისა და რაოდენობის შესახებ.

3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვისრომელთაც აქვთ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროები და რომელთა საქმიანობაც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზასდაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციას ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყარო და თითოეული მავნე ნივთიერებადაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაცია ტარდება 5 წელიწადში ერთხელ და მიღებული მასალების შედეგები აისახება  ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში.  

4. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451).

5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესი განისაზღვრება დებულებით „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის წესის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407  

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

     მუხლი 29 2 . ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვა

ამ თავის ნორმების შესრულების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,  აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აღრიცხავენ თავიანთ რეგიონებში განთავსებულ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტებს და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 30. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები  გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავება, შეთანხმება, გასხვისება და გაუქმება

1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებას უზრუნველყოფს საქმიანობის სუბიექტი, რომლის საქმიანობის შედეგადაც ხდება დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, ან მისი დაკვეთით – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებთან, ხოლო ისინი, თავის მხრივ, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებულ პროექტს საბოლოო შეთანხმებისთვის წარუდგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, 1 თვის ვადაში შეითანხმონ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ან შენიშვნებით დაუბრუნონ ისინი საქმიანობის სუბიექტს. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა.

3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია საქმიანობის სუბიექტის განცხადების ან ამ დოკუმენტების შეთანხმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე.

4. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებული პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გასხვისება ან უფლებამოსილი პირისთვის გადაცემა დასაშვებია დაბინძურების სტაციონარული ობიექტის გასხვისების ან გადაცემის შემთხვევაში, რის თაობაზედაც საქმიანობის სუბიექტმა წერილობით უნდა შეატყობინოს ამ დოკუმენტების შეთანხმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს.

5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის სიმძლავრის ან/და პროფილის შეცვლის, მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის, არსებული საწვავის სახეობის შეცვლის ან/და დამატებით საწვავის ახალი სახეობის გამოყენების, რეკონსტრუქციის განხორციელებისას ტექნოლოგიურ პროცესში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის ახალი წყაროების, აგრეთვე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ჩართვის ან/და არსებულის სხვა პარამეტრებით შეცვლის შემთხვევებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების უკვე შეთანხმებული პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში გაუქმებულად  ჩაითვლება და უნდა მოხდეს მათი ხელახალი შემუშავება და შეთანხმება ახალი პირობების გათვალისწინებით.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 31. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 32. (ამოღებულია)

უფლება აქვს გაასაჩივროს ლიმიტის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 33. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 34. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 35. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 36. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის საფუძველზე

საქმიანობის სუბიექტის მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ განაცხადს უნდა ახლდეს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451   – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 37. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვა

1.(ამოღებულია).

2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვა მოიცავს:

ა) გაფრქვევათა თვითმონიტორინგს;

ბ) გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვის სისტემას.

3. გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა წარმოადგენს გაფრქვევათა ანგარიშგების დოკუმენტაციის შეკრების, გადამუშავებისა და გაანალიზების სისტემას.

4. გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 38. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი

1. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სწორი თვითმონიტორინგის წარმოება.

2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი მოიცავს:

ა) გაფრქვევათა გაზომვას (შეფასებას);

ბ) გაფრქვევათა აღრიცხვის წარმოებას;

გ) გაფრქვევათა ანგარიშგების წარმოებას.

3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოების წესი და დოკუმენტაციის ფორმა განისაზღვრება ინსტრუქციითდაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში − შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს შესათანხმებლად წარუდგინოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები.

7. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ვალდებული არიანამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლებიმათი შეთანხმების შემთხვევაშიდადგენილი წესით წარუდგინონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

თავი X. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლი

    მუხლი 39. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემა

1. მავნე ნივთიერებებით დაბინძურების, რადიაციული ზემოქმედების, მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები შეადგენს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემას.

2. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 40. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლი

1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტი და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407  

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

     მუხლი 41. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

1. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მიზანია ატმოსფერული ჰაერის დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და ამ კანონით დადგენილი ნორმების აღსრულების უზრუნველყოფა.

2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტი.

3. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების ზოგადი წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 42. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდები

1. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა დგინდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდების საშუალებით. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდებია:

ა) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი;

ბ) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდი.

2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის საფუძველია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის გამოყენებით.

3. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდის საფუძველია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა საანგარიშო მეთოდიკის გამოყენებით.

4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდიდაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალი და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკა განისაზღვრება დებულებით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

5. (ამოღებულია). 

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

თავი XI. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა

    მუხლი 43. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვის საფუძველი

ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებები იგეგმება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული გარემოს დაცვის დაგეგმვის მოთხოვნების საფუძველზე.

    მუხლი 44. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვის წესი

1. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებები იგეგმება გარემოს დაცვის დაგეგმვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის სისტემის ფარგლებში.

2. მავნე ნივთიერებებით დაბინძურების, რადიაციული ზემოქმედების, მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებათა დაგეგმვის წესი განისაზღვრება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 10 დეკემბრის დადგენილების პირველი პუნტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მისაღები ნორმატიული აქტების შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 45. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1963 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

 

თავი XII. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 46. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 47. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

 

თავი XIII. ატმოსფერული ჰაერის დაცვის დამატებითი მოთხოვნები

    მუხლი 48. ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები

1. კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება დაწესდეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები, რომლებიც განისაზღვრება დებულებით „კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების გავრცელებისა და დაწესების შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ნორმატიული აქტით, რომელიც უნდა შეიცავდეს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების ჩამონათვალს, რომლებიდან გაფრქვევაც იზღუდება ან იკრძალება.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1963 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 49. ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხისადმი

1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირების მიზნით და ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმებს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. იკრძალება ისეთი ბენზინისა და დიზელის საწვავის საქართველოში იმპორტი, საქართველოს ტერიტორიაზე წარმოება და მოხმარება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტით დადგენილ ნორმებს.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6160 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. 

    მუხლი 50. საქმიანობის განხორციელებისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები

1. დაბინძურების სტაციონარული წყაროების აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

2. ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს ავარიის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად. ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

3. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად. არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

თავი XIV. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

    მუხლი 51. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.

2. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სავალდებულო მოთხოვნით – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების 3 წელიწადში ერთხელ დამტკიცებით.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5290 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

თავი XV. ატმოსფერული ჰაერის გლობალური და რეგიონალური მართვა

    მუხლი 52. გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადაჭრის სამართლებრივი უზრუნველყოფა

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, თავიანთი კომპეტენციისა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა ფარგლებში, ახორციელებენ დამატებით ღონისძიებებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადასაჭრელად.

    მუხლი 53. კლიმატის დაცვა გლობალური ცვლილებებისაგან

1. გლობალური ცვლილებებისაგან კლიმატის დაცვის მიზნით სავალდებულოა ატმო­სფეროში სა­თ­ბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოყოფის (ემი­სი­ის) ნორმების დაცვა და მათი შემცირების ღონის­ძიე­ბათა განხორციელება.

2. „კლიმატის ცვლილების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

3. კლიმატის ცვლილებაზე დაკვირვებას, ანალიზს, პროგნოზირებასა და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ა ხორციელებს სააგენტო.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465-სსმI, №27, 17.07.2000წ., მუხ.86

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

     მუხლი 54. ოზონის შრის დაცვა

1. „ოზონის შრის დაცვის შესახებ” კონვენციითა და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ” მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად დედამიწის ოზონის შრის დაცვის მიზნით სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად შემცირდეს ან შე­წყდეს ისეთი ქიმიური ნივთიერებების წარმოება და გამოყენება, რომ­ლე­ბიც ზეგავლენას ახდენენ ოზონის შრეზე და შლიან მას.

2. ოზონდამშლელი ქიმიური ნივთიერებების შემცველი პროდუქციის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. ამ ნივთიერებებისა და მათი შემცველი პროდუქციის იდენტიფიკაცია ხორციელდება, აგრეთვე სტატისტიკა წარმოებს ამგვარ ნივთიერებათა და პროდუქციის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით დადგენილი სასაქონლო აღწერისა და კოდირების სისტემის გამოყენებით.

3. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის 16 სექტემბრის ოქმით განსაზღვრული ყველა ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოება და იმავე ოქმის A და B დანართებით გათვალისწინებული ნივთიერებების მოხმარება.

4. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის 16 სექტემბრის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად ოზონდამშლელ ნივთიერებათა მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

5. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონის შრის დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407  

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66,03.12.2010წ., მუხ.414

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1025 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 55. ატმოსფერული ჰაერის დაცვა ტრანსსასაზღვრო დაბინძურებისაგან

1. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ” კონვენციით ნაკისრ ვალდებულებათა გათვალისწინებით, რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველო ახორციელებს ღონისძიებებს ევროპის კონტინენტზე ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და ტრანსსასაზღვრო დაბინძურების თავიდან აცილების სფეროში.

2. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად საჭირო ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

3. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა მექანიზმი განისაზღვრება „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407  

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1025 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

 

თავი XVI. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

    მუხლი 56. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.

    მუხლი 57. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

 

თავი XVII. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 58. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდარღვევის ჩამდენს არ ათავისუფლებს ამ კანონის დარღვევით მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან.

    მუხლი 59. ზიანის გაანგარიშების წესი

ამ კანონის დარღვევით ბუნებრივი გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი განისაზღვრება „გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

 

კარი III. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

 

თავი XVIII. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407    

   მუხლი 60. (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465-სსმI, №27, 17.07.2000წ., მუხ.86

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 61. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 62. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

 

თავი XIX. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 63. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 64. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 65 . (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 66. (ამოღებულია)

 საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

    მუხლი 67. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

 

კარი IV. დასკვნითი ნაწილი

თავი XX. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 68. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

2. 2008 წლის 1 იანვრამდე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 50-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ.

3. 2008 წლის 1 იანვრამდე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 291 მუხლის მე-5 პუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემამდე.

4. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 291 მუხლის მე-5 პუნქტითა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალის-წინებული ნორმატიული აქტები გამოცემულ იქნეს 2008 წლის 1 ივლისამდე.

5. ამ კანონის 49-ე მუხლი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

6. (ამოღებულია – 25.03.2013, №451).

7. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით, 21- მუხლის მე-2 პუნქტით და 25- მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები გამოცემულ იქნეს 2020 წლის 1 ივლისამდე.

8. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451).

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 69. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) საქართველოს სსრ კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ. 131);

ბ) „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს სსრ კანონის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ. 131) საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

გ) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1981 წლის 19 ივნისის დადგენილება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს სსრ კანონის სამოქმედოდ შემოღების წესის თაობაზე“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ. 131).

2. 2008 წლის 1 იანვრიდან ძალდაკარგულად იქნეს ცნობილი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) 41-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 59-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი.

№2116-IIს

25. 16/06/2023 - საქართველოს კანონი - 3286-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/07/2023 24. 16/06/2023 - საქართველოს კანონი - 3279-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/07/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 23. 29/06/2023 - საქართველოს კანონი - 3386-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 22. 17/03/2022 - საქართველოს კანონი - 1446-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/03/2022 21. 02/03/2021 - საქართველოს კანონი - 246-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/03/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6903-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 19. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5948-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 18. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3057-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 17. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1663-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 16. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1662-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 15. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 892-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 14. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 172-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 13. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5565-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 12. 13/04/2016 - საქართველოს კანონი - 4951-IIს - ვებგვერდი, 26/04/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1963-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 10. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1025-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 451-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 8. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6160-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 7. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5290-IIს - ვებგვერდი, 111205040, 05/12/2011 6. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4386-Iს - ვებგვერდი, 110317016, 17/03/2011 5. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 4. 14/12/2007 - საქართველოს კანონი - 5605 - სსმ, 47, 26/12/2007 3. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 2. 30/06/2000 - საქართველოს კანონი - 465ა - სსმ, 27, 17/07/2000 1. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999