დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 246-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 420000000.05.001.020240 |
|
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. ამ კანონის დანართით გათვალისწინებული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის წარმოების მიზნით ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვროს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა. საქმიანობის სუბიექტი დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივ რაოდენობასა და ტემპერატურას განსაზღვრავს უშუალოდ მავნე ნივთიერებების გაფრქვევის იმ წყაროზე (მილში), რომლის მეშვეობითაც იგი ამ კანონის დანართით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს. ატმოსფერულ ჰაერში იმ მავნე ნივთიერებების ნუსხა, რომელთა ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრაც სავალდებულოა, დგინდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 501 მუხლი: „მუხლი 501. საღებავებში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში ორგანული გამხსნელების გამოყენებით გამოწვეული აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების ზღვრული ნორმები საღებავებში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში ორგანული გამხსნელების გამოყენებით გამოწვეული აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების ზღვრული ნორმები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“; ბ) დანართი: „დანართი
“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 ივნისამდე დაადგინოს: ა) ატმოსფერულ ჰაერში იმ მავნე ნივთიერებების ნუსხა, რომელთა ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრაც სავალდებულოა; ბ) საღებავებში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში ორგანული გამხსნელების გამოყენებით გამოწვეული აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების ზღვრული ნორმები. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან. |
თბილისი, 2 მარტი 2021 წ. N246-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები