„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 451-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.016967
451-რს
25/03/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
420000000.05.001.016967
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. მე-4 მუხლის „ზ“−„კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

     2. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.

     3. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები განისაზღვრება 5 წელიწადში ერთხელ, დებულებით „გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“, რომელსაც, იმავე კანონის შესაბამისად, შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

      4. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 19. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობების დადგენა ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით

   1. ამ კანონის მიზნებისათვის, ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობები, სახეობები და ჩამონათვალი დგინდება ევროგაერთიანების საბჭოს 2008 წლის 21 მაისის 2008/50/EC დირექტივის „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და უფრო სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ და 2004 წლის 15 დეკემბრის 2004/107/EC დირექტივის „ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები“ შესაბამისად.

    2. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობები, სახეობები და ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის  ერთობლივი ბრძანებით „ევროგაერთიანების საბჭოს 2008/50/EC და 2004/107/EC დირექტივების შესაბამისად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობების, სახეობებისა და ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე.“.

      5. მე-20 მუხლის:

      ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და პროგნოზირების ერთობლიობა. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის ნაწილი, რომლის ორგანიზების საერთო კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ატმოსფერული ჰაერის ფონურ მონიტორინგს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგრამების მოთხოვნათა ფარგლებში ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მეშვეობით.“;

      ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

      გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეებს და დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი შესაბამისად ბრძანებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეების დამტკიცების შესახებ“ და ბრძანებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“.

    5. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მონაცემების საფუძველზე ყოველწლიურად გამოითვლება ადმინისტრაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები, რომელთა საფუძველზედაც ხდება ადმინისტრაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტებისათვის განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე რეგიონების კატეგორიების მინიჭება. იმ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი, რომელთა ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეთა ყოველწლიურად გამოთვლა სავალდებულოა, განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით „საქართველოს დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც ყოველწლიურად გამოითვლება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები.“.

      6. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 21. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ჩატარების ზოგიერთი ნორმის დადგენა ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით

     1. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესები, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალი დგინდება ევროგაერთიანების საბჭოს 2008 წლის 21 მაისის 2008/50/EC დირექტივის „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და უფრო სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ და 2004 წლის 15 დეკემბრის 2004/107/EC დირექტივის „ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები“ შესაბამისად.

  2. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების  შესაბამისად დადგენილი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესები, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით „ევროგაერთიანების საბჭოს 2008/50/EC და 2004/107/EC დირექტივების შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესების, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე.“.

     7. 23-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

     8. 25-ე მუხლის:

     ა) მე-2−მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

     ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „7. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები განისაზღვრება ევროპის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს 1970 წლის 20 მარტის „მოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ №70/220/EEC, 1972 წლის 2 აგვისტოს „სატრანსპორტო საშუალებებში გამოყენებისათვის გამიზნული დიზელის ძრავებიდან დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ №72/306/EEC, 1987 წლის 3 დეკემბრის „დიზელის ძრავებიდან აიროვან დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ №88/77/EEC დირექტივებისა და ევროგაერთიანების საბჭოს 1996 წლის 20 დეკემბრის „მოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებათა და მათი მისაბმელების გზისათვის ვარგისობის შემოწმების სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ №96/96/EC დირექტივის შესაბამისად. ამ მოთხოვნების საფუძველზე განსაზღვრული ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვებ ნორმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ბრძანებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“.“.

     9. 26-ე მუხლის:

     ა) პირველი პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ა) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, აფეთქების სამუშაოების განხორციელების, ნაყარების განლაგებისა და ექსპლუატაციის დროს;

     ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნაგავსაყრელების ექსპლუატაციის დროს;

   გ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ფხვიერი, აქროლადი და აიროვანი ნივთიერებებისა და მასალების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს;

   დ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა შხამქიმიკატების, მინერალური სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვა პრეპარატების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს.“;

    ბ) მე-2−მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

    10. 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

    11. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 28. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შეზღუდვა

  დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შეზღუდვის მიზნით დგინდება დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები.“.

    12. 29-ე მუხლის:

    ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები“;

    ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

    გ) მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშებისას მიღებული მასალების შედეგები ფორმდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის სახით.

    4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი განისაზღვრება დებულებით „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

    5. ყველა საქმიანობისათვის, რომლებიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და რომელთა განხორციელების შედეგად ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, სავალდებულოა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავება.“.

     13. 291 მუხლის:

     ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

     ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომელთაც აქვთ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროები და რომელთა საქმიანობაც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას. დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციას ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყარო და თითოეული მავნე ნივთიერება. დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაცია ტარდება 5 წელიწადში ერთხელ და მიღებული მასალების შედეგები აისახება  ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში.“;

     გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

     დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესი განისაზღვრება დებულებით „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის წესის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.“.                            

     14. 29მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 292. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვა

   ამ თავის ნორმების შესრულების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,  აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აღრიცხავენ თავიანთ რეგიონებში განთავსებულ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტებს და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.“.

    15. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 30. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავება, შეთანხმება, გასხვისება და გაუქმება

   1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებას უზრუნველყოფს საქმიანობის სუბიექტი, რომლის საქმიანობის შედეგადაც ხდება დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, ან მისი დაკვეთით – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

   2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებთან, ხოლო ისინი, თავის მხრივ, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებულ პროექტს საბოლოო შეთანხმებისთვის წარუდგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, 1 თვის ვადაში შეითანხმონ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ან შენიშვნებით დაუბრუნონ ისინი საქმიანობის სუბიექტს. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა.

  3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია საქმიანობის სუბიექტის განცხადების ან ამ დოკუმენტების შეთანხმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე.

   4. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებული პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გასხვისება ან უფლებამოსილი პირისთვის გადაცემა დასაშვებია დაბინძურების სტაციონარული ობიექტის გასხვისების ან გადაცემის შემთხვევაში, რის თაობაზედაც საქმიანობის სუბიექტმა წერილობით უნდა შეატყობინოს ამ დოკუმენტების შეთანხმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს.

   5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის სიმძლავრის ან/და პროფილის შეცვლის, მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის, არსებული საწვავის სახეობის შეცვლის ან/და დამატებით საწვავის ახალი სახეობის გამოყენების, რეკონსტრუქციის განხორციელებისას ტექნოლოგიურ პროცესში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის ახალი წყაროების, აგრეთვე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ჩართვის ან/და არსებულის სხვა პარამეტრებით შეცვლის შემთხვევებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების უკვე შეთანხმებული პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში გაუქმებულად  ჩაითვლება და უნდა მოხდეს მათი ხელახალი შემუშავება და შეთანხმება ახალი პირობების გათვალისწინებით.“.

    16. 35-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

    17. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 36. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის საფუძველზე

  საქმიანობის სუბიექტის მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ განაცხადს უნდა ახლდეს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი.“.

    18. 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“.

    19. 38-ე მუხლის:

    ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოების წესი და დოკუმენტაციის ფორმა განისაზღვრება ინსტრუქციით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.“;

    ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში − შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს შესათანხმებლად წარუდგინოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები.“;

    გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

  „7. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები, მათი შეთანხმების შემთხვევაში, დადგენილი წესით წარუდგინონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.“.

    20. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტი და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“.

    21. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტი.“.

     22. 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალი და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკა განისაზღვრება დებულებით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.“.

    23. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 48. ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები

   1. კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება დაწესდეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები, რომლებიც განისაზღვრება დებულებით „კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

   2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების გავრცელებისა და დაწესების შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით, რომელიც უნდა შეიცავდეს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების ჩამონათვალს, რომლებიდან გაფრქვევაც იზღუდება ან იკრძალება.“.

    24. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირების მიზნით და ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმებს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

    25. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 50. საქმიანობის განხორციელებისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები

    1. დაბინძურების სტაციონარული წყაროების აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

   2. ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს ავარიის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად. ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

    3. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად. არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“.

    26. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სავალდებულო მოთხოვნით – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების 3 წელიწადში ერთხელ დამტკიცებით.“.

    27. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. „კლიმატის ცვლილების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“.

    28. 54-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის 16 სექტემბრის ოქმით განსაზღვრული ყველა ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოება და იმავე ოქმის A და B დანართებით გათვალისწინებული ნივთიერებების მოხმარება.

    4. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის 16 სექტემბრის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად ოზონდამშლელ ნივთიერებათა მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“.

    29. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად საჭირო ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“.

    30. 68-ე  მუხლის:

    ა) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

    ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „7. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 25-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები გამოცემულ იქნეს 2020 წლის 1 ივლისამდე.“;

    გ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 მარტი 2013 წ.

N451-რს