„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4951-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.018099
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4951-IIს
13/04/2016
ვებგვერდი, 26/04/2016
420000000.05.001.018099
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ევროკავშირის კანონმდებლობა – ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ მიღებული რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები, რეკომენდაციები და მოსაზრებები;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სეს ესნ – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“;“;

გ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“−„ჟ“ ქვეპუნქტები:

„ო) ოზონდამშლელი ნივთიერება – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის (შემდგომ – მონრეალის ოქმი) A, B, C ან E დანართით განსაზღვრული და რეგულირებადი  ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში;

პ) ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა – მონრეალის ოქმის შესაბამისად ეტაპობრივი შემცირებისა და საბოლოოდ ხმარებიდან ამოღებისადმი დაქვემდებარებული ოზონდამშლელი ნივთიერებების თითოეული ჯგუფის დადგენილი წლიური ჯამური იმპორტის რაოდენობა, მოცემული მეტრულ ტონებში;

ჟ) თბური ტუმბო – მოწყობილობა  ან ინსტალაცია,  რომელიც  იღებს  სითბოს  ჰაერიდან,  წყლიდან  ან  მიწიდან  დაბალ  ტემპერატურაზე  და  ახდენს სითბოს  მიწოდებას;“;

დ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) მაცივარაგენტი – ქიმიური ნივთიერება ან ნივთიერებათა ნარევი, რომელიც ცირკულირებს თბურ ტუმბოსა და სამაცივრო კონტურში და გადააქვს სითბო დაბალი ტემპერატურის მქონე საგნიდან ან გარემოდან უფრო მაღალი ტემპერატურის მქონე გარემოში.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელის და ტექნიკოსის უფლება-მოვალეობანი და მათ მიერ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი

1. საქმიანობის განმახორციელებელი, რომელიც ფლობს 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარულ მოწყობილობას, აგრეთვე ტექნიკოსი, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს, ვალდებული არიან:

ა) აწარმოონ სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელშიც აღირიცხება მოწყობილობის მომსახურება და მოხმარებული მაცივარაგენტების რაოდენობა. სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველწლიურად, 1 მარტამდე შესათანხმებლად წარუდგინონ ინფორმაცია გასულ წელს მოხმარებული მაცივარაგენტების რაოდენობის შესახებ.

2. მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელისა და ტექნიკოსის მიერ თავიანთ ვალდებულებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.“.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის კანონი  №1663  - ვებგვერდი, 14.12.2017წ.

3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისგან დასაცავად წესდება გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

4. მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები არის გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის უზრუნველსაყოფად „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების (გარემოს ხარისხობრივი სტანდარტების) ნაწილი.

2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ტექნიკური რეგლამენტის – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების სახით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

5. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენა

ამ კანონის მიზნებისათვის, ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტები „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებათა ფარგლებში დგინდება „ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ევროპაში უფრო სუფთა ჰაერის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 21 მაისის 2008/50/EC დირექტივის  და ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 15 დეკემბრის 2004/107/EC დირექტივის „ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ნიკელისა და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების შემცველობა“ საფუძველზე.“.

6. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესი და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ატმოსფერული ჰაერის  მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.“.

7. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესები, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/50/EC და 2004/107/EC დირექტივების შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესების, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.“.

8. 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები დგინდება „იმ ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების აღიარების დამტკიცების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მსუბუქი სამგზავრო და კომერციული სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვთან (Euro 5 და Euro 6), და ასეთი სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და შენახვის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  თაობაზე“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007 წლის 20 ივნისის №715/2007 რეგულაციის, „იმ ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და ძრავების აღიარების დამტკიცების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვთან (Euro VI), და ასეთი სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და შენახვის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და №715/2007 რეგულაციაში (EC) და 2007/46/EC დირექტივაში ცვლილებების შეტანის და 80/1269/EEC, 2005/55/EC და 2005/78/EC დირექტივების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის №595/2009 რეგულაციის და „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების საგზაო მოძრაობისთვის გამოსადეგობის ტესტების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის 2009/40/EC დირექტივის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.“.

9. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მიზნებისათვის მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილი რაოდენობა, გაანგარიშებული იმ პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროსა და სხვა წყაროების ერთობლიობიდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია ატმოსფერული ჰაერის მიწისპირა ფენაში არ აღემატებოდეს ამ წყაროს ზეგავლენის ტერიტორიისთვის დადგენილ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ყველა სტაციონარული წყაროსთვის (ობიექტისთვის). ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება ასევე ერთი საწარმოო ტერიტორიის ფარგლებში ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან ერთად განხორციელებული ყველა საქმიანობის გათვალისწინებით. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება 5 წლის ვადით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსთვის და თითოეული მავნე ნივთიერებისთვის. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშებისას ორიენტაცია საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნოლოგიაზე უნდა გაკეთდეს.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.

5. იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და რომლის განხორციელების შედეგად ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, მტკიცდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტი.“.

10. 291 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა ყველა საქმიანობისთვის, გარდა ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობისა და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული საქმიანობებისა. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციას ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყარო და თითოეული მავნე ნივთიერება. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაცია 5 წელიწადში ერთხელ ტარდება და მიღებული მასალების შედეგები აისახება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.“.

11. 292 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 292. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვა

ამ თავის ნორმების შესასრულებლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველწლიურად აღრიცხავენ თავიანთ რეგიონებში განთავსებულ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტებს და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.“.

12. 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ადგილმდებარეობის, სიმძლავრის ან/და პროფილის შეცვლის, მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის, არსებული საწვავის სახეობის შეცვლის ან/და დამატებით საწვავის ახალი სახეობის გამოყენების, რეკონსტრუქციის განხორციელებისას ტექნოლოგიურ პროცესში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის ახალი წყაროების, აგრეთვე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ჩართვის ან/და არსებულის სხვა პარამეტრებით შეცვლის შემთხვევებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებული პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში გაუქმებულად  ჩაითვლება. უნდა მოხდეს მათი ხელახლა შემუშავება და შეთანხმება ახალი პირობების გათვალისწინებით.“.

13. 38-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი: 

„11. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოება სავალდებულოა ყველა საქმიანობისთვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული საქმიანობებისა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოების წესი და შესაბამისი დოკუმენტაციის ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში − შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს შესათანხმებლად წარუდგინოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები.“.

14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი:

„თავი IX1

 ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა

მუხლი 381. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა, მისი გაცემის წესი და პირობები        

1. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

3. ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ტვირთის დასახელება, რაოდენობა (წონა), შემადგენლობა და ფიზიკური აღწერა;  

ბ) ოზონდამშლელი ნივთიერების სასაქონლო კოდი სეს ესნ-ის მიხედვით;

გ) ოზონდამშლელი ნივთიერების მდგომარეობა, კერძოდ, აღნიშნული ნივთიერება ახალია, ამოღებულია/შეგროვებულია, გადამუშავებულია თუ აღდგენილია;

დ) ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის მიზანი;

ე) ოზონდამშლელი ნივთიერების ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის შემთხვევაში − აგრეთვე აღნიშნული ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი და მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტის ნებართვა;

ვ) ოზონდამშლელი ნივთიერების – მეთილბრომიდის საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისთვის იმპორტის შემთხვევაში − აგრეთვე დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ნივთიერების მოხმარების მიზნისა და დროის და ამ ნივთიერების ადგილმდებარეობის შესახებ.

4. ნებართვა გაიცემა „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტით“ დამტკიცებული ოზონდამშლელი ნივთიერებების ჩამონათვალის შესაბამისი დანართით განსაზღვრული კვოტირებული ნივთიერებების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე, აგრეთვე საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისთვის – შესაბამისი დანართით განსაზღვრული ნივთიერებების იმპორტზე.

5. ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა მტკიცდება ყოველი წლის 20 დეკემბრამდე, „ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით. კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის მიზნით ნებართვის მისაღებად განცხადებას ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო იღებს ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 42 დღისა.

6. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის“ შესაბამისად.  

  7. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.  

8. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

9. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

10. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

11. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისთვის ნებართვა გაიცემა იმავე კალენდარული წლის 31 დეკემბრამდე ვადით, ხოლო ოზონდამშლელი ნივთიერებების ექსპორტისთვის, რეექსპორტისთვის და ტრანზიტისთვის – ნებართვის გაცემის დღიდან 1 წლის ვადით.“.

15. 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალი და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.“.

16. 50-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაბინძურების სტაციონარული წყაროების აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.

2. ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს ავარიის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „სახიფათო საწარმოო ობიექტებზე სამრეწველო ავარიებისაგან გარემოს დაცვის ღონისძიებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.

3. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.“.

17. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნით – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების კანონით დადგენილი წესით დამტკიცებით.“.

18. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 54. დედამიწის ოზონის შრის დაცვა

1. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად, დედამიწის ოზონის შრის დაცვის მიზნით სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივად შემცირდეს ან შე­წყდეს ისეთი ქიმიური ნივთიერებების წარმოება და გამოყენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ოზონის შრეზე და შლის მას.

2. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 72 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. ოზონდამშლელი ნივთიერებების და მათი შემცველი პროდუქციის იდენტიფიკაცია ხდება და სტატისტიკა წარმოებს სეს ესნ-ის გამოყენებით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალება მონრეალის  ოქმით განსაზღვრული ყველა ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოება და „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ნივთიერებების და მათი ნარევების მოხმარება.

4. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

5. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი  რეგულირდება  ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

  6. მონრეალის ოქმის ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების შესახებ მონაცემთა შეგროვებასა და დამუშავებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“.

19. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:

„მუხლი 541. მაცივარაგენტების ატმოსფეროში გაფრქვევის რეგულირება

1. მაცივარაგენტების ატმოსფეროში გაფრქვევის შესამცირებლად საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულოა საქართველოს სტანდარტის – „სამაცივრო სისტემების და თბური ტუმბოების მომსახურების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების“ მოთხოვნათა შესრულება.

2. უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსს.

3. სერტიფიცირების ვალდებულება ეკისრება ყველა ტექნიკოსს, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს.

4. სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით.

5. ტექნიკოსთა სერტიფიცირების სისტემის დანერგვას და მათ სერტიფიცირებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის კანონი  №1663  - ვებგვერდი, 14.12.2017წ.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ:

ა) 2016 წლის 1 ივნისამდე მიიღოს დადგენილება „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;  

) 2018 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

.) „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე  ტექნიკოსების სერტიფიცირების წესის შესახებ“;

.) „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;

.) (ამოღებულია - 01.06.2017, №893).

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2016 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა.

საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №172 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №893 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

მუხლი 3

1. ეს  კანონი,  გარდა  ამ  კანონის  პირველი  მუხლის  პირველი–მე-9,   მე-11–მე-16, მე-18 და მე-19 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტები და მე-3–მე-9, მე-11–მე-16 და მე-18 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი და მე-2 და მე-19 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №172 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 აპრილი 2016 წ.

N4951-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.