დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 172-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 420000000.05.001.018311 |
|
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.04.2016, სარეგისტრაციო კოდი: 420000000.05.001.018099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 2018 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ბ.ა) „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სერტიფიცირების წესის შესახებ“; ბ.ბ) „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; ბ.გ) „სახიფათო საწარმოო ობიექტებზე სამრეწველო ავარიებისაგან გარემოს დაცვის ღონისძიებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-2 და მე-19 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 21 დეკემბერი 2016 წ. N172-რს |
დოკუმენტის კომენტარები