დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1446-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/03/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 420000000.05.001.020536 |
|
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ“ ქვეპუნქტი: „ჯ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.“. 2. 291 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა ყველა საქმიანობისთვის, გარდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობისა და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული საქმიანობებისა. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარებას ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყარო და თითოეული მავნე ნივთიერება. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარებით მიღებული მასალების შედეგები აისახება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში.“. 3. 292 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 292. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვა ამ თავის ნორმების შესასრულებლად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყოველწლიურად აღრიცხავენ მათ რეგიონებში განთავსებულ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტებს და სათანადო ინფორმაციას სააგენტოს წარუდგენენ.“. 4. 30-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამსახურთან. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან 1 თვის ვადაში შეითანხმონ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ან შენიშვნებით დაუბრუნონ ისინი საქმიანობის სუბიექტს. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშს დაჩქარებული წესით 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშს უნდა ერთოდეს ამ ანგარიშის დაჩქარებული წესით განხილვის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის დაჩქარებული წესით განხილვის მომსახურების საფასურის ოდენობაა 300 ლარი. სააგენტოს მიერ დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდისა და მისი დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 5. 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს სააგენტო.“. 6. 38-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია სააგენტოს, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში − შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამსახურს შესათანხმებლად წარუდგინოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები. 7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები მათი შეთანხმების შემთხვევაში დადგენილი წესით წარუდგინონ სააგენტოს.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 17 მარტი 2022 წ. N1446-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები